1722 წ. წარწერა ქვემო ჭალის ღვთისმშობლის ეკლესიის ჯვარზე
შესავალი
რედაქტირებაქვემოთ მოტანილი წარწერა განთავსებული იყო ქვემო ჭალის ღვთისმშობლის დაბადების ეკლესიაში დაცულ გროგოლ ღვთიმეტყველის გამოსახულებიან პატარა ვერცხლის ჯვარზე. აღნიშნული წარწერა გადმოღებულია 1898 წელს ქვემო ჭალის სასწავლებლის გამგის ალ. მიქელაძის მიერ.
წარწერის ტექსტი
რედაქტირება"ჩვენ, გივის ამილახვრის, ძემ გიორგიმ ეშიკაღაბაშმა მოვაჭედინეთ ხატი ესე წმიდის გრიგოლისა სულისა ჩვენისა სახსრად ქორონიკონს 410 (1722 წ.)."
შენიშვნები
რედაქტირებაამ წარწერაში მოხსენიებული პირები ყოველგვარ ეჭვს გარეშე არიან გივი იოთამის ძე ამილახვარისა და თამარ ბატონიშვილის ვაჟი, გიორგი ეშიკაღაბაში.
პუბლიკაცია
რედაქტირება1.Сборник материалов для описания местностей и племен кавказа - вып.XXIX - Тиф.1901 - Отд.II - стр.42