1635 წ. წარწერა ქვემო ჭალის ღვთისმშობლის ხატზე

შესავალი

რედაქტირება

ქვემოთ მოტანილი წარწერა განთავსებული იყო ქვემო ჭალის ღვთისმშობლის დაბადების ეკლესიაში დაცულ ღვთისმშობლის ხატზე. აღნიშნული წარწერა გადმოღებულია 1898 წელს ქვემო ჭალის სასწავლებლის გამგის ალ. მიქელაძის მიერ.

წარწერის ტექსტი

რედაქტირება

"...ყოვლად წმიდაო ქალწულო, ღვთისმშობელო მარიამ, მეოხ და მფარველ ექმენ ორთავე შინა ცხოვრებათა დიდთა ქართველთა მეფეთა ასულს თამარს, რომელმან შეამკო ხატი თქვენი წმიდითა ოქროჲთა და თვალმარგალიტითა, ამინ. ქორონიკონს 323 (1635 წ.)."

შენიშვნები

რედაქტირება

თუ ამ წარწერის თარიღი სწორედაა გადმოღებული, მაშინ ეს თამარი უნდა იყოს სვიმონ მეფის ძმის ვახტანგის ასული, იოთამ ამილახვრის დედა. თუ კი ეს წარწერა უფრო გვიანდელია, მაშინ ის იქნება გივი იოთამის ძე ამილახვარის მეუღლე, ვახტანგ V-ის ასული, თამარ ბატონიშვილი.

პუბლიკაცია

რედაქტირება

1.Сборник материалов для описания местностей и племен кавказа - вып.XXIX - Тиф.1901 - Отд.II - стр.42