(როდესაც მზეი...)
ავტორი: ანა კალანდაძე
1945 წელი


როცა მზეი თბილი სხივით
მინდვრებს შემოსავს
და ცვარნაპკური შეირხევა
მთაზე მოცხარი,
ნინოს ნათელი დაადგება
საქართველოსა,
ქვაბში ჩურჩულით გადაიწერს
პირჯვარს მოძღვარი...