ოქროს ტყავები
ოქროს ტყავები ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე |
მოვარაყებულ შუქით მზავთავი
ოქროს სხივებით და მინანქარით
ჩვენი ყანების ოქროს თავთავი
აღელვებული ამ ზენაქარით, -
დასავლეთიდან აღმოსავლეთით
გადაშლილია ოქროს ტყავები,
სად დაუხოცავთ ამდენი ვეფხვი,
სად აქვთ ამდენი საღებავები?