მოსკოვის ხელშეკრულება (1920)
მოსკოვის ხელშეკრულება (Московский договор) — 1920 წლის 7 მაისს, საბჭოთა რუსეთსა და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის დადებული შეთანხმება (რუსული დედნის ქართული თარგმანი), რომლის მიხედვითაც, საქართველო, რუსეთის მიერ მისი დამოუკიდებლობის დე-იურედ ცნობის სანაცვლოდ, ვალდებულებას იღებდა საკუთარ მიწაზე არ განეთავსა საბჭოთა რესპუბლიკების მიმართ მტრულად განწყობილი ძალების ჯარები.
რწმუნებულება
რედაქტირებარუსეთის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკის მთავრობისა და საქართველოს დემოკრატიული მთავრობის შეთანხმების შესაბამისად, რომ დაიდოს მეგობრობის ხელშეკრულება, რუსეთის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკის მთავრობამ აღნიშნული ხელშეკრულების დადების თაობაზე მოლაპარაკებების წარმოების რწმუნებულებანი მიანიჭა საგარეო საქმეთა სახალხო კომისრის მოადგილეს ლევ მიხეილის ძე კარახანს, რომელიც უფლებამოსილია იმათთან, ვისაც საამისო რწმუნებებს მიანიჭებს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა, ხელი მოაწეროს ამ მოლაპარაკებების შედეგად შემუშავებულ ხელშეკრულებას, რომელიც რუსეთისათვის სავალდებულო იქნება უკვე ხელმოწერის ძალით, საგანგებო რატიფიკაციის გარეშე.
ამის დასადასტურებლად რუსეთის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკის სახალხო კომისართა საბჭოს თავჯდომარემ ხელი მოაწერა ამ რწმუნებულებას და ბრძანა გამტკიცდეს იგი შესაბამისი ბეჭდით.
- სახალხო კომისართა საბჭოს თავჯდომარე
- ვ. ულიანოვი (ლენინი)
- საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი
- გიორგი ჩიჩერინი
ოქმი
რედაქტირებაქვემორე ხელისმომწერებმა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრმა გრიგოლ ილარიონის ძე ურუტაძემ და რუსეთის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სახალხო კომისრის მოადგილემ ლევ მიხეილის ძე კარახანმა, ხელი მოაწერეს რა აღნიშნულ დღეს თავიანთი მთავრობების რწმუნებულებათა საფუძველზე ამა წლის 28 აპრილიდან 6 მაისამდე მათ შორის მიმდინარე მოლაპარაკების შედეგად შემუშავებულ საქართველოს და რუსეთის ხელშეკრულებას, თავიანთი მთავრობებისაგან მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, თითოეულმა მიიღო აღნიშნული ხელშეკრულების თითო დედანი ოქმი თავისი მთავრობისათვის გადასაცემად.
ამასთან, ორივე ხელშემკვრელი მხარე შეთანხმდა, რომ დღეს ხელმოწერილ ხელშეკრულებას ორივე ხელშემკვრელი მხარე დაუყოვნებლივ გამოაქვეყნებს მთლიანად, გარდა V მუხლის მე-10 პუნქტისა, რომელიც ხელმოწერის დღიდან ორი კვირის გასვლის შემდეგ გამოქვეყნდება.
ამის დასადასტურებლად ქვემორე ხელისმომწერებმა შეადგინეს ეს ოქმი და დაამტკიცეს თავიანთი ბეჭდებით.
შედგენილია მოსკოვში ორ ეგზემპლიარად, ათას ცხრაას ოცი წლის 7 მაისს.
გ. ურატაძე, ლ. კარახანი
ტექსტი
რედაქტირებასაქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ერთის მხრით, და რუსეთის სოციალისტურმა ფედერატიულმა საბჭოთა რესპუბლიკამ მეორე მხრით, ხელმძღვანელობდნენ რა საერთო სურვილით დაამყარონ ორივე ქვეყნის შორის მტკიცე და მშვიდობიანი ურთიერთობა ხსენებულ ქვეყნების მცხოვრებთა საკეთილდღეოდ, გადაწყვიტეს შეკრან ამ მიზნით განსაკუთრებული ხელშეკრულება და დანიშნეს თავის რწმუნებულად: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ დამფუძნებელი კრების წევრი გრიგოლ ილარიონის ძე ურატაძე და რუსეთის სოციალისტურმა ფედერატიულმა საბჭოთა მთავრობამ გარეშე საქმეთა სახალხო კომისარის მოადგილე ლევ მიხეილის ძე კარახანი. ხსენებულმა რწმუნებულებმა აცნობეს რა ერთმანეთის თავის რწმუნებულების შესახებ, რომელიც აძლევდა მათ აღნიშნულ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის უფლებას, შეთანხმებულ ქვემომოყვანილ მუხლებში:
მუხლი I
რედაქტირებაგამოდის რა რუსეთის სოციალისტურ ფედერატიულ საბჭოთა რესპუბლიკის მიერ ყველა ერთა თავისუფალ-თვითგამორკვევის უფლების აღიარებიდან სრულ გაყოფის უფლებამდე იმ სახელმწიფოებიდან, რომლის შემადგენლობაშიც ეს ერები შედიან, რუსეთი ყოველ პირობის გარეშე ცნობს საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას, და თავის ნებით იღებს ხელს ყოველგვარ სუვერენულ უფლებებზე, რომელიც ეკუთვნოდა რუსეთს საქართველოს ხალხსა და ქვეყნის მიმართ.
მუხლი I I
რედაქტირებაგამოდის რა ხსენებულ ხელშეკრულების მუხლში აღიარებულ პრინციპებიდან, რუსეთი ვალდებულად ხდის თავს ხელი აიღოს საქართველოს შნაურ საქმეებში ჩარევაზე.
მუხლი I I I
რედაქტირება- სახელმწიფო საზღვარი საქართველოსა და რუსეთს შორის გადის შავი ზღვიდან მდინარე პსოუს გასწვრივ ასახჩის მთამდე, გადადის ხსენებულ ასახჩისა და აგაპეტის მთაზე და მიდის ყოფილ შავი ზღვის, ქუთაისის და თფილისის გუბერნიების ჩრდილოეთის საზღვრით ზაქათალის ოლქამდე და ხსენებულ ოლქის აღმოსავლეთ საზღვრით მიდის სომხეთის საზღვრებამდე.
- ყველა უღელტეხილი, მდებარე აღნიშნულ მოსაზღვრე ხაზზე 1922 წ. პირველ იანვრამდე ნეიტრალურად არის აღიარებული. არც ერთ მხარეს არ აქვს უფლება დაიკავოს ეს უღელტეხილები თავის ჯარებით ან-და გაამაგროს ისინი.
- დარიალის უღელტეხილზე, ამ მუხლის მეორე პუნქტში აღნიშნული ნეიტრალიზაცია გავრცელდება ბალთიდან კობამდე, მამისონის უღელტეხილზე ზარამაგიდან ონამდე, და ყველა სხვა უღელტეხილებზე ხუთი ვერსის მანძილზე ორივე მხრით აღებული იმ პუნქტიდან, სადაც საზღვარი გადის.
- სახელმწიფო საზღვრის სწორ გაყვანას ორ ხელშემკვრელ მხარეს შორის, მოახდენს განსაკუთრებული მოსაზღვრე შერეული კომისია, რომელშიაც შევა ერთნაირი რიცხვი ორივე მხრიდან. ხსენებული კომისიის მუშაობის შედეგი დამტკიცებული იქნება ორივე ხელშემკვრელ მხარის შორის დადებულ განსაკუთრებული ხელშეკრულებით.
მუხლი IV
რედაქტირება- რუსეთი ვალდებულია აღიაროს საქართველოს რესპუბლიკის უდავო შემადგენელ ნაწილებათ გარდა შავი ზღვის გუბერნიის ნაწილებისა, რომელნიც გადადის საქართველოს საზღვრებში ხსენებულ ხელშეკრულების პირველ და მესამე მუხლების ძალით, აგრეთვე ქვემოთ ჩამოთვლილი გუბერნიები და რუსეთის სახელმწიფოს ყოფილი ოლქები: თფილისის, ქუთაისის, ბათომის ყველა მაზრებით და ოლქებით, რომლებიც შეადგენენ ხსენებულ გუბერნიებს დ აგრეთვე ზაქათალის და სოხუმის ოლქები.
- შემდეგში, ურთიერთობის თანდათანობითი გამორკვევის მიხედვით საქართველოს და რუსეთს გარდა სხა სახელმწიფო ერთეულებს შორის, რომელნიც არსებობენ ან შესაძლებელია შეიქმნენ საქართველოს სხვა საზღვრებთან, გარდა იმისა, რომელიც აწერილია ხსენებულ ხელშეკრულების მესამე მუხლში, რუსეთი მზათ იქნება იცნოს საქართvელოს შემადგენელ ნაწილად ყოფილ კავკასიის სანამესტნიკოს ესა თუ ის ნაწილი, რომელც გადავა მის ხელში ამ სახელმწიფო ერთეულებთან დადებულ ხელშეკრულების ძალით.
მუხლი V
რედაქტირებააღიარებს რა სამართლიანად რუსეთის მოთხოვნილებას, რომ არ იქნეს დაშვებული შემდეგში საქართველოს ტერიტორიაზე რაიმე სამხედრო ოპერაცია, არსებობა სამხედრო ძალათა და სხვა მოქმედებათა, რომელთაც შეუძლიათ საქართველოს ტერიტორიაზე შექმნან პირობანი დამუქრებისა რუსეთის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ანდა საქართველოს ტერიტორიას გახდის სამხედრო ოპერაციების ბაზად, რომელიც მიმართული იქნება რუსეთის სოციალისტური ფედერატიული საბჭოთა საბჭოთა რესპუბლიკის ან მასთან კავშირში მყოფ სახელმწიფოს და მასში არსებულ სახელმწიფოებრივ წესწყობილების წინააღმდეგ, საქართველო ვალდებულად ხდის თავს მოახდინოს:
- დაუყოვნებლივი განიარაღება და კონცენტრაციულ ბანაკებში მოთავსება ამა საზავო ხელშეკრულების ხელის მოწერის დროს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფთა, თუკი ასეთები აღმოჩნდებიან, ან სამხედრო და საზღვაო-სამხედრო ნაწილების, კომანდებისა და ჯგუფების, რომელნიც მომავალში შესაძლოა მის საზღვრებში გადავიდნენ და რომელნიც რუსეთის მთავრობის პრეტენდენტის როლში გამოვლენ, აგრეთვე წარმომადგენლობისა და თანამდებობის პირთა, ორგანიზაციებისა და ჯგუფებისა, რომელთაც მიზნათ ექნებათ რუსეთის, ან მოკავშირე სახელმწიფოთა მთავრობის ძირს ჩამოგდება.
- დაუყოვნებლივი განიარაღება და დაკავება საქართველოს ნავსადგურებში მყოფ გემებისა, რომელშიც შედის ამა მუხლის პირველ პუნკტში აღნიშნულ ორგანიზაციებისა და ჯგუფების საზღვაო-სამხედრო ძალთა შემადგენლობაში და აგრეთვე, რომელიც ამა თუ იმ მოსაზრებით ამ ორგანიზაციების და ჯგუფების განკარგულებაშია საქართველოს ნავსადგურებში იმყოფება. ამ გემების ეკიპაჟის მიმართ სავსებით უნდა განხორციელდეს ამა მუხლის პირველი პუნკტის დადგენილება.
- ყოველგვარ ჯილდოს მოუთხოვნელად და სრუელბით უფასოდ გადაეცეს რუსეთს ყველა სამხედრო და საზღვაო-სამხედრო ქონება, ღირებულებანი და ფულის თანხები, რომელნიც ამა მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ ორგანიზაციათა და ჯგუფების მფლობელობასა, სარგებლობასა და განკარგულებაში იმყოფება. ამ მუხლის თანახმად სამხედრო და საზღვაო-სამხედრო ქონებათ იგულისხმება: გემები და სხვა სანაოსნო საშუალებანი და არტილერიის, საიტენდანტოს (მათ შორის სასურსათო და ნივთიერი დაკმაყოფილების) საინჟენერო და საავიაციო მოწყობილებანი.
- განიარაღების შემდეგ გადაეცეს რუსეთს ამა მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ნაწილები, ორგანიზაციები, ჯგუფები და გემების ეკიპაჟი.
შენიშვნა: რუსეთი პირობას იძლევა, რომ იგი ამ მუხლის ძალით გადაცემულ ყველა პირს სიცოცხლეს შეუნარჩუნებს. - მიიღოს ზომები და განდევნოს საქართველოს ტერიტორიის საზღვრებიდან, რომელიც ამ ხელშეკრულების მეოთხე მუხლით არის განსაზღვრული, ყოველგვარი ჯარი და სამხედრო რაზმები, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ჯარების შემადგენლობაში არ შედის.
- მიღებულ იქნას ზომები, რომ მომავალში არ დაუშვან საქართველოს ტერიტორიაზე იმ ჯარებისა და სამხედრო რაზმების არსებობა, რომელნიც ამა მუხლში მეხუთე პუნკტშია აღნიშნული.
- იმ პირებს, რომელნიც ამა მუხლის პირველსა და მეხუთე პუნკტში ჩათვლილ ორგანიზაციებს, ჯგუფებსა და ნაწილებს ეკუთვნიან, რამდენადაც ეს პირები თავისი ეროვნებით არ არიან ქართველები, აღეკრძალოს რა სახითაც არ უნდა იყოს, მათ შორის მოხალისეთ, საქართველოს სახელმწიფო ჯარში შესვლა.
- ტერიტორიის იმ საზღვრებში, რომელიც დადგენილია ამა ხელშეკრულების მეოთხე მუხლით, მომავალში არ მისცენ შედგენისა და არსებობის საშუალება რაიე ორგანიზაციებს და ჯგუფებს, რომელიც თავის თავს აცხადებენ რუსეთის ან მისი ნაწილის მთავრობის, ანდა რუსეთის მოკავშირე სახელმწიფოს როლში, აგრეთვე არ მისცენ შედგენისა და არსებობის საშუალება წარმომადგენლობებს და თანამდებობის პირთ. ორგანიზაციებს და ჯგუფებს, რომელთაც მიზნათ ექნებათ რუსეთის ან მასთან კავშირში მყოფ სახელმწიფოთა მთავრობის ჩამოგდება. ამასთანავე, საქართველო ვალად იღებს არ დაუშვას ზემოაღნიშნულ ორგანიზაციების, ჯგუფების, წარმომადგენლობათა და თანამდებობის პირთა მიერ საქართველოს ტერიტორიით გატანა ყველაფერი იმისა, რითაც შეიძლება ისარგებლონ რუსეთზე და მის მოკავშირე სახელმწიფოებზე თავდასასხმელად. აგრეთვე აეკრძალოს თავის ნავთსადგურებსა და წყლებში ამგვარ ორგანიზაციათა გემებისა და სხვა სანაოსნო საშუალებათა არსებობა, გარდა საერთაშორისო სამართლით დადგენილი შემთხვევებისა იმ გემების მიმართ, რომლებიც იღუპებიან და სხვა.
- იმ შემთხვევაში, თუ ამა მუხლის მერვე პუნკტში აღნიშნულ ორგანიზაციების, ჯგუფებისა, წარმომადგენლობისა და თანამდებობის პირთა მიერ მოხდება მერვე პუნკტში აღნიშნულ აკრძალვათა დარღვევის ცდა, იმ პირებსა და ქონებას, რომელიც საქართველოს მთავრობისაგან მის მიერ ამა მუხლის მერვე პუნკტით თავის თავზე მიღებულ ვალდებულების ძალით იქნება დაკავებული, ამა მუხლის მესამე და მეოთხე პუნკტებში აღნიშნულ პირობის თანახმად მოეპყრობიან.
- ამ მუხლის მე-5 პუნქტით დათქმული ღონისძიებების შესრულება უნდა დაიწყოს დაუყოვნებლივ ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე. საქართველო ვალდებულებას კისრულობს უმოკლეს ვადაში დაამთავროს ისინი თუნდაც შეიარაღებული ძალის გამოყენებით.
მუხლი VI
რედაქტირებარუსეთი ვალდებულია არ მისცეს უფლება მის ტერიტორიაზე ყოფნისა და მოქმედების არავითარ ჯგუფსა და ორგანიზაციას, რომელიც საქართველოს მთავრობის, ანუ მის ნაწილის მთავრობის როლს მიითვისებენ, და აგრეთვე იმ ჯგუფებსა და ორგანიზაციებს, რომელთაც თავის მიზნათ საქართველოს მთავრობის დამხობა ექნება დასახული. რუსეთი ვალდებულია იქონიოს სავსებით თავისი გავლენა მის მოკავშირე სახელმწიფოებზე, რათა მათს ტერიტორიაზე არ დაუშვან არსებობა ამ მუხლში აღნიშნულ ჯგუფებისა და ორგანიზაციების.
მუხლი VII
რედაქტირებაშესაძლო გაუგებრობის ასაცილებლად ორივე ხელშემკვრელი მხარე შეთანხმდა, რომ ამ ხელშეკრულების მეხუთე მუხლის მეხუთე და მეექვსე პუნქტების განხორციელების დროს საქართველოს ნაწილებში, რომლებიც მას უნდა შეუერთდნენ ამ ხელშეკრულების მეოთხე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, როდესაც მეზობელ სახელმწიფოებთან, რუსეთს გარდა, საზღვრები საბოლოოდ დაიდება, საქართველოს მხრივ ამ შემთხვევაში საჭირო ზომების მიღება უნდა გათავდეს უახლოეს დროში, მის მიერ ამა თუ იმ ტერიტორიაზე თვისი სახელმწიფოებრივი მეპატრონეობის ფორმალური განხორციელების შემდეგ.
მუხლი VIII
რედაქტირებაამა ხელშეკრულების მუხლების მეხუთე და მეექვსეს სისწორით ასრულებისა და მეხუთე მუხლის მესამე და მეოთხე პუნქტებში აღნიშნულ პირთა და ქონების გადასაცემად არსდება შერეული კომისია ორი მხრიდან თანაბარ წევრთა რიცხვით. კომისიის მუშაობის წესი თვით კომისიის მიერ გამომუშავდება. ამ ხელშეკრულების მეხუთე მუხლის მესამე და მეოთხე პუნქტებში აღნიშნულ პირთა და ქონების გადაცემა უნდა გათავდეს ამ ხელშეკრულების დადების დღიდან ორი თვის განმავლობაში.
მუხლი IX
რედაქტირება- საქართველოს ჩამომავლობის პირთ, რომელნიც რუსეთის ტერიტორიაზე სცხოვრობენ და დაბადებიდან 18 წლის არიან შეუძლიათ საქართველოს ქვეშევრდომობა მოითხოვონ. აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ არაქართველთ, რომელნიც ზემოაღნიშნულ წლოვანებას მიაღწევენ, უფლება აქვთ რუსეთის ქვეშევრდომობა მოითხოვონ.
- დაწვრილებითი მხარე ამ მუხლის აღსრულების შემდეგ დამტკიცებული იქნება განსაკუთრებულ შეთანხმებით ორივე ხელშემკვრელ მხარეს შორის.
- ორივე ხელშემკვრელ მხარის მოქალაქენი, რომელთაც სურთ ისარგებლონ ამ მუხლით მინიჭებულ უფლებით, ვალდებულნი იქნებიან აღასრულონ სავალდებულო ფორმალობა ერთი წლის განმავლობაში ამა მუხლის მეორე პუნქტის თანახმად მომხდარ შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან.
მუხლი X
რედაქტირებასაქართველო ვალდებულია გაანთავისუფლოს სასჯელისაგან და აგრეთვე შემდეგში სასამართლო ან ადმინისტრაციული წესით დევნისგან ყველა პირები, რომლებიც იდევნებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის სოციალისტურ ფედერატიულ საბჭოთა რესპუბლიკის ან კომუნისტურ პარტიის სასარგებლო მოქმედებისათვის.
შენიშვნა: საქართველო ვალდებულია დაუყოვნებლივ გაანთავისუფლოს საპყრობილეთაგან ყველა პირები, რომლებსაც ბრალდებათ ზემო აღნიშნული ხასიათის მოქმედებანი.
მუხლი XI
რედაქტირებაყოველი შემკვრელი მხარე ვალდებულია, იცნოს და პატივით მოეპყრას მხარეთა დროშას და ღერბს, როგორც მეგობარ სახელმწიფოთა ემბლემებს. დროშის და ღერბის ნიშნები ან ცვლილებანი, რომლებიც შესაძლებელია შეტანილ იქნეს შიგ, უნდა აცნობონ ერთმანეთს დიპლომატიური გზით.
მუხლი XII
რედაქტირებაეკონომიკური დამოკიდებულებანი საქართველოს და რუსეთს შორის განისაზღვრება დროებით, ორ ხელშემკვრელ მხარეთა შორის განსაკუთრებულ ხელშეკრულების დადებამდე, რისთვისაც უახლოეს დროში უნდა იქნეს მიღებული აუცილებელი ზომები, და რომელსაც უნდა დაედვას საფუძვლად ქვემო მოყვანილი საერთო დებულებანი:
- ორივე ხელშემკვრელი მხარე ურთიერთ შორის სავაჭრო დამოკიდებულებას საფუძვლად უდებს ხელის შეწყობის პრინციპს.
- იმ საქონელს, რომელიც მიაქვთ ერთ-ერთ ხელშეკრულ მხარეებიდან დანიშნულებისამებრ მეორე მხარემ არავითარი სატრანზიტო ბაჟი და გადასახადი არ უნდა დაადვას.
მუხლი XIII
რედაქტირებახსენებულ ხელშეკრულების მე-12-ტე მუხლში აღნშნული 1 და 2 პუნქტები უნდა დაედვას საფუძლად სავაჭრო ხელშეკრულებას, რომელიც იმავე მე-12-ტე მუხლის ძალით უნდა დადებულ იქნას ორ ხელშემკვრელ მხარეს შორის.
მუხლი XIV
რედაქტირებადიპლომატიური და საკონსულო დამოკიდებულებანი საქართველოს და რუსეთს შორის უნდა აღდგენილ იქნეს უახლოეს დროში, ორ ხელშემკვრელ მხარეთა ურთიერთ შორის კონსულების დამოკიდებულების შესახებ განსაკუთრებულ შეთანხმების დადებამდე, რისთვისაც მიღებული უნდა იქნეს ყოველგვარი ზომა, მათი უფლებანი და ვალდებულებანი განისაზღვრებიან ამავე საგანზე ორ ხელშემკვრელ მხარეს შორის არსებულ კანონმდებლობით.
მუხლი XV
რედაქტირებასაჯარო უფლებრივი და კერძო უფლებრივი ხასიათის იმ საკითხების გადაწყვეტა, რომლებიც აღიძრება ორ ხელშემკვრელ მხარის მოქალაქეთა შორის, და აგრეთვე ზოგიერთ ცალკე საკითხების მოწესრიგება ორ სახელმწიფოს შორის, დაევალება განსაკუთრებულ შერეულ ქართულ-რუსულ კომისიას, რომელიც დაარსდება უახლოეს დროში ამ ხელშეკრულების ხელის მოწერის შემდეგ.
შემადგენლობა, უფლება და ვალდებულებანი ამ კომისიისა განისაზღვრება განსაკუთრებულ ინსტრუქციით, რომელიც დამტკიცდება ცალკე კომისიისათვის ორ ხელშემკვრელ მხარის შეთანხმებით.
ხსენებულ კომისიებს დაევალება სხვათა შორის:
- სავაჭრო და სხვა ეკონომიკური ხასიათის შეთანხმების შედგენა.
- მოწესრიგება საკითხებისა, რომელიც შეეხება ყოფილ ცენტრალურ არქივების საქმის საწარმოებელ დაწესებულებათაგან სასამართლო და ადმინისტრაციულ დეპოზიტების და აგრეთვე სამოქალაქო მდგომარეობის აქტების გამოყოფას.
- გამორკვევა საკითხისა ბათომ-ბაქოს ნავთსადენის იმ ნაწილის მფლობელობის, განკარგულების და მოხმარების წესის შესახებ, რომელიც თანახმად ხსენებულ ხელშეკრულების 4 მუხლისა იარსებებს საქართველოს ტერიტორიაზე. ეს საკითხი დამტკიცებული იქნება შემდეგ საბოლოოდ განსაკუთრებულ შეთანხმებით ორ ხელშემკვრელ მხარეს შორის.
მუხლი XVI
რედაქტირებახსენებული ხელშეკრულება შევა ძალაში თვით ფაქტის ძალით და ხელის მოწერის მომენტიდან, და საჭირო არ იქნება განსაკუთრებული რათიფიკაცია.
რის დასამტკიცებლად ორივე მხარის რწმუნებულებმა მოაწერეს ხელი და თავის ბეჭდები დაასვეს.
შედგენილია მოსკოვში 1920 წელს, 7 მაისს, ორ ეკზემპლიარად.
გ. ურატაძე, ლ. კარახანი
დამატებითი შეთანხმება[1]
რედაქტირებაქვემოხელიმომწერნი რუსეთის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკის წარმომადგენელი, საგარეო საქმეთა სახალხო კომისრის მოადგილე, ლევ მიხეილის ძე კარახანი და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენელი, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი, გრიგოლ ილარიონის ძე ურატაძე, იღებენ რა მხედველობაში იმ გარემოებას, რომ რუსეთის მთავრობამ მიიღო ქვემომოყვანილი მუხლების შინაარსის თაობაზე აზერბაიჯანის საბჭოთა რესპუბლიკის წინასწარი თანხმობა, ადასტურებენ შემდეგს:
მუხლი I
რედაქტირებასაქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარზე, ასევე ზაქათალის ოლქში მდებარე სადავო ტერიტორიების საკითხი გადაეცემა შერეულ კომისიას, შექმნილს აზერბაიჯანისა და საქართველოს მთავრობათა წარმომადგენლების თანაბარი რაოდენობით, რსფსრ-ისწარომადგენლის თავჯდომარეობით. ამ კომისიის ყოველი გადაწყვეტილება აღიარებულ იქნება აზერბაიჯანისა და საქართველოს მთავრობათა მიერ, როგორც სავალდებულო.
მუხლი II
რედაქტირებასაქართველო და აზერბაიჯანი ვიდრე კომისია არ მიიღებს გადაწყვეტილებასიმ საკითხების გარშემო, რომელიც აღნიშნულია წინამდებარე ხელშეკრულების I მუხლში, არ შეიყვანენ ზაქათალის ოლქში ახალ საჯარისო ფორმირებებს დამატებით იმისა, რაც იქ დგას დამატებითი ხელშეკრულების მიღების მომენტში.
მუხლი III
რედაქტირებაწინამდებარე დამატებითი შეთანხმება განიხილება, როგორც განუყოფელი ნაწილი საქართველოსა და რუსეთს შორის დადებული ხელშეკრულებისა, რომელსაც ხელი მოაწერეს 1920 წლის 7 მაისს მოსკოვში და მითითებულ ხელშეკრულებასთან ერთად შედის ძალაში თვით ფაქტით მისი ხელმოწერისა და არ ექვემდებარება საგანგებო რატიფიკაციას.
ამის დასადასტურებლად ქვემორეხელისმომწერებმა თავად მოაწერეს ხელი წინამდებარე შეთანხმებას და დაუსვეს თავიანთი ბეჭდები.
ასრულებულია ორ ცალად მოსკოვში, მაისის 12 რიცხვში, ათას ცხრაას ოც წელს.
/ხ. ა./ ლ. კარახანი /ხ. ა./ გრ. ურატაძე
ლიტერატურა
რედაქტირება- გაზ. „კომუნისტი“, №132 (26473), 8 ივნისი, 1989
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ილია ჭავჭავაძის საზოგადოების მოამბე, №6, თბ., 1988 წლის მაისი, გვ. 64