მივალ, გადავკოცნი
მივალ, გადავკოცნი ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე |
მივალ, გადავკოცნი
ჩემსა მთვარესა,
სიტყვებს გადავტყორცნი
მწარე-მწარესა.
გიშრის კაკანათებს
ნუ ჰფენ ქარებსა,
ასე ნუ ანათებ
ჩემს ბნელ ღამესა.
მივალ, გადავკოცნი
ჩემსა მთვარესა,
უარესს გადავტყორცნი
სიტყვებს მწარესა.