მარადიული ოქროს კალმებით

მარადიული ოქროს კალმებით
ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე


თითქოს მხრებს ესხას ბრწყინვალე ჩოხა;
დღეთა ულმობელ სასაფლაოსთან,
ჩვენი მღელვარე ოქროს ეპოქა
ჰქმნის სულ სხვა ახალ ვეფხისტყაოსანს.
განთიადისას ალნაღვივები
კრთომა-კანკალით და მისალმებით
ფერებს ყაზბეგზე სწერენ სხივები
მარადიული ოქროს კალმებით.