ი. ა.
ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე
1915 წელი


ქალაქში, მტვერში წაიქცა ბავშვი
ნუკრის თვალებით, თმით - მიმოზებით,
და მწუხარების მალენიავში
მოფრინდნენ ლურჯი ანგელოზები.
შეშლილი სახით კიოდა ქუჩა:
შორს კი მზე დარჩა და მშობლის კერა!
მზეზე ჰყვაოდა სოფლად ალუჩა,
და გაისმოდა დების სიმღერა.

მოძიებულია „https://ka.wikisource.org/w/index.php?title=ი._ა.&oldid=3301“-დან