იშლებიან ყანები
იშლებიან ყანები ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე |
მოფენილი ქალებით,
სავსე იდუმალებით,
ქარვად მონაზმანები,
სივრცით დანათავები,
იშლებიან ყანები,
როგორც ვეფხვის ტყავები.
სამხრეთივით ვნებიან
მხარეს ეშურებიან
ჭაობების იხვები,
სიმაღლეებს მიჰყვება
ფიქრი, ოქროს ნავებით.