თიბათვე გავიდა
თიბათვე გავიდა ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე |
თიბათვე გავიდა. აჭრელდა ქათიბი,
იქ, სადაც ყელამდე ღელავდა სათიბი.
მეც მალე ჩრდილოეთს ვეწვევი კიდობნით,
მშვიდობით, მშვიდობით, მშვიდობით!
მევახშის ხელში ვარ! დამედო ვალები!
ოჰ! უნდა გავყიდო მამული, ჭალები!
რა გზაა: მე მიკვირს, რომ დღემდე გავძელი!
სასახლეც გავყიდე… სათიბიც ავცელე!