თეთრი ქარები
ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე


დადგა თეთრი ქარები,
დაითოვლა მთა-ბარი,
ქარის გამოძახილი
ისმის, როგორც ზღაპარი.
იგი - ოთხი დობილი,
ოთხი ქარით გამხდარი,
გაზაფხული, ზაფხული,
შემოდგომა, ზამთარი.
ამბობს თეთრი გადია,
ახსოვს ასი ზამთარი,
ასი წელიწადია -
თოვლით დახრილ ტოტებზე
კანკალებდა ბეღურა,
მიწას თოვლი ფარავდა,
ცის ფანტელი ეხურა.
გაქრა იგი ბავშვობა
და ოცნებებს ედება,
არც შენა ხარ ცოცხალი,
არც სხვა მეიმედება