ვიგონებ რა იმ მიქელ-ანჯელოს...
ვიგონებ რა იმ მიქელ-ანჯელოს… ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე |
1915 წელი |
ვიგონებ რა იმ მიქელ-ანჯელოს,
არაა ძნელი მთების დადნობა,
რომ ცისკარისკენ მაღალ ანგელოზს
ესაფეხუროს ლალის ტატნობი.
ვერ შეამჩნიეს მზეთა ტიტანი -
ახალი დროის დიდი მესია,
მედგარი მხრებით რომ აიტანა
მთაზე დიდება და პოეზია.