ვაი, მას — ვისაც ვაძლევდი მსხვერპლად
ვაი, მას — ვისაც ვაძლევდი მსხვერპლად ავტორი: ილია ჭავჭავაძე |
ვაი, მას — ვისაც ვაძლევდი მსხვერპლად
ჩემს თავს, სიცოცხლეს, გრძნობას, სურვილსა,
ის აღარ ჰყვავის ამა ბნელ ქვეყნად,
ეხლა ის არის მცხოვრები ცისა!..
გამიქრა ბედის ჩემის ვარსკვლავი,
კვლავ დამიობლდა ობოლი თავი,
წამერთო ყველა და ნუგეშად დღეს
მარტოღა ცრემლნი მე დამშთენიეს.
19 თებერვალი, 1859 წ. პეტერბურგი
(ბოლო რედაქცია 1860წ.).