1. ქკ~ნსა 292 (1072) - მიცვალა პანკრატ კურატპალატი.
2. ქკ~ნსა 315 (1095) - დავით აღმაშენებელი მეფედ დაჯდა.
3. ქკ~ნსა 327 (1107) - იწყო შენებად გელათისა.
4. ქკ~ნსა 343 (1123) - მიიცვალა დავით აღმაშენებელი და ძე მისი დიმიტრი მეფეთ დაჯდა.
5. ქკ~ნსა 375 (1155) - მიიცვალა დიმიტრი და ძე მისი დავით მეფეთ დასვეს.
6. ქკ~ნსა 375 (1155) - მიიცვალა დავით მეფე ოთხ თვე მყოფი მეფობისა მის წილ და ძე მის გიორგი მეფე იქმნა.
7. ქკ~ნსა 403 (1183) - მიიცვალა მეფე გიორგი და ძე მისი თამარ მეფეთ დასვეს.
8. ქკ~ნსა 414 (1194) - ლაშა იშვა ძე მეფისა თამარისა და იქმნა სიხარული დიდი.
9. ქკ~ნსა 427 (1207) - თამარ მეფე მიიცვალა და ძე მისი ლაშა მეფე იქმნა.
10. ქკ~ნსა 443 (1223) - ლაშა გიორგი მიიცვალა. დაჲ მისი რუსუდან მეფე იქმნა.
11. ქკ~ნსა 448 (1228) - ნოინნი მოვიდეს საქართველოსა ზედა.
12. ქკ~ნსა 466 (1246) - რუსუდან მეფე მიიცვალა.
13. ქკ~ნსა 144 (1456) - უზონ ასან მოუხდა ქართლსა და ამოსწყვიტა და იავარ ყო ყოველივე ტასის კარამდე.
14. ქკ~ნსა 132 (1444) - კოსტანტიპოლი დაიჭირეს ოსმანთა.
15. ქკ~ნსა 171 (1483) - თვესა აგვისტოსა ცამეტსა მეფე კოსტანტინე და ათაბაგი ყვარყვარე შეიბნეს არადეთს და ათაბაგს გაემარჯვა.
16. ქკ~ნსა 191 (1503) - მეფე კოსტანტინე მიიცვალა.
17. ქკ~ნსა 201 (1513) - მეფე დავით ქართლისა და მეფე გიორგი კახეთის შეიბნეს მუხრანს და მეფეს დავითს გაემარჯვა და გიორგი ხელთ დარჩა და მასვე წელსა მოკლეს.
18. ქკ~ნსა 214 (1526) - მეფე დავით მიიცვალა ქალაქსა.
19. ქკ~ნსა 200 (1512) - ხვანთქარი მოვიდა, ლიხთ იმერეთი და გელათი დაწვა და ქუთათისი.
20. ქკ~ნსა 225 (1537) - შეიბნეს მუ~ნჯთს ათაბაგზედ მეფეს ბაგრატს გაემარჯვა.
21. ქკ~ნსა 225 (1537) - კახი მეფე ბატონი ალექსანდრე იშვა. მეფე სვიმონ იშვა.
22. ქკ~ნსა 229 (1541) - შაშთამაზ ყაენი მოპარვით ქალაქს მოვიდა, ამოსწყვიტა, აღაოხრა.
23. ქკ~ნსა 242 (1554) - შაშთამაზ ყაენი ქალაქს მოვიდა და ამოსწყვიტა ქუეყანა იგი ქართლისა.
24. ქკ~ნსა 232 (1544) - ბასიანს შეიბნეს და ურუმთ გაემარჯვა. მეფენი მეოტნი მორჩნეს.
25. ქკ~ნსა 244 (1556) - გარის შეიბნეს ქართველნი ყიზილბაშნი. ქართველთ გაემარჯვა. და ქრისტეს მოწამე ლუარსაბ მუნ აღესრულა. და ძე მისი სვიმონ მეფე იქმნა.
26. ქკ~ნსა 249 (1561) - იქმნა ომი ციხე დიდსა და თათართ გაემარჯვა. და ძე მეფისა ლეონისი მოკლეს.
27. ქკ~ნსა 255 (1567) - მეფე სვიმონ და დაუთხან შეიბნეს დიღვამს და მეფეს გაემარჯვა.
28. ქკ~ნსა 245 (1557) - მეფე სვიმონ და დაუთხან შეიბნეს სამადლოს და მეფეს გაემარჯვა.
29. ქკ~ნსა 257 (1569) - იქმნა ომი ფარახეთს. და მეფე სვიმონ ხელთ დარჩა ყიზილბაშთა.
30. ქკ~ნსა 263 (1575) - ღვთის მოყუარე მეფე ლეონ მიიცვალა.
31. ქკ~ნსა 263 (1575) - მეფე კახთა ალექსანდრე და ძმისწულნი მისი შეიბნეს ჭაურს და მეფეს ალექსანდრეს გაემარჯვა და ძმის წულნი მისნი დაიხოცნეს.
32. ქკ~ნსა 266 (1578) - ლალა ფაშა გამოვიდა, რომელ არს ლალა გამზრდელი ხუანთქრისა, აგვისტოსა.
33. ქკ~ნსა 266 (1578) - მეფე სვიმონ მოვიდა ტყუეობიდამან. და ციხე გორისა აიღო და დაიპყრა ქართლი, სომხითი და ლორე.
34. ქკ~ნსა 269 (1581) - მეფე სვიმონ და მეფე კახთა ალექსანდრე შეიბნეს მარტყოფს ჭოტორს და მეფეს სვიმონს გაემარჯვა.
35. ქკ~ნსა 269 (1581) - მოვიდა სარდარი რომელსა ეწოდა მაჰმად ფაშა. დახუდა მეფე სვიმონ. მუხრანს შეიბნეს და მეფეს სვიმონს გაემარჯვა და ფაშა ლტოლვილი ქალაქს მივიდა.
36. ქკ~ნსა 273 (1585) - მეფე სვიმონ და ფაშა ლორის შეიბნეს და მეფეს გაემარჯვა. და მოისრა ურუმი ვითარ 472.
37. ქკ~ნსა 273 (1585) - მეფემ აღიღო ლორეს ქვაბი ვითარ ცხრა.
38. ქკ~ნსა 273 (1585) - მეფე სვიმონ მოადგა ციხესა ლორესსა, აპრილსა 1-სა და აღიღო ივნისისსა ათსა.
39. ქკ~ნსა 274 (1586) - მეფე სვიმონ და ფაშა ქალაქისა ასან შეიბნეს ტაბახმელას და მეფეს გაემარჯვა. მოისრა ურუმი ვითარ 500. ამავე ქკ~ნსა აიღო გალავანი ტფილისისა და უკან ციხე.
40. ქკ~ნსა 279 (1591) - მეფე სვიმონ და მეფე ლეონ შეიბნეს გოფანთას და მეფეს სვიმონს გაემარჯვა.
41. ამავე ქკ~ნსა (1591) - ლევან მეფე დაიჭირა მამია დადიანმან და მუნ აღესრულა.
42. ქკ~ნსა 280 (1592) - მეფემ სვიმონ აიღო ციხე ქუთათისისა. და ბაგრატ გამოიყვანს ძმისწული გიორგი მეფისა. და ფაშა ქალაქისა დააყენა.
43. ამავე ქკ~ნსა (1592) - იმერელთა აიღეს ქუთათისი.
44. ამავე ქკ~ნსა (1592) - წარვიდა სვიმონ მეფე დაჭირვად იმერეთისა და აიღო ციხე კაცხისა, კვარა, სკანდა და ქუთათისი.
45. ამავე ქკ~ნსა (1592) - შეიბნეს მეფე სვიმონ და მამია დადიანი და იმერელნი. დადიანსა და იმერელთა გაემარჯვა. და ძე კოსტანტინესი როსტომ მეფედ დასვეს ქუთათის.
46. ქკ~ნსა 292 (1604) - მიცვალა ძე პატრონის კოსტანტინესი ღვთის მოყუარე მეფე როსტომ.
47. ქკ~ნსა 287 (1599) - მეფემ სვიმონ აიღო ციხე გორისა. ამავე ქკ~ნსა მოვიდა სარდარი ჯაფარ ფაშა და ლაშქარი ურიცხუ. იქმნა და ომი ძლიერი. მეფემ სვიმონ ხელთ დარჩა და დაიპყრა ყოველი სომხითი და ლორე.
48. ქკ~ნსა 289 (1601) - მეფე კახთა ალექსანდრე სნეულებითა შეპყრობილ იქმნა და მიიღო მეფობაი მის წილ ძემან მისმან დავით ერთ წელ და მიიცვალა.
49. ქკ~ნსა 293 (1605) - მოკლა მეფე კახთა ალექსანდრე უმრწემესმან ძემან კოსტანტინე და ძე მისი გიორგი და იმეფა მათ წილ კოსტანტინე ერთ წელ და მოიკლა ლაშქართაგან თვისითა.