ევგენი ონეგინი
პატივმოყვარეობით შეპყრობილი, განსა-
კუთრებულად ამაყიც იყო, ამიტომაც ერთ-
ნაირი გულცივობით აღიარებდა თავსი რო-
გორც კეთილ, ასევე უგვან საქციელს -
ასე ჩაგვაგონებს უპირატესობის გრძნობა,
თუნდაც იგი მოჩვენებითი იყოს.
პ ი რ ა დ ი წ ე რ ი ლ ი დ ა ნ (ფრანგ.)
არ ვფიქრობ ამაყ წრის შესაქცევად,
ვეტრფი გულისხმას ტოლ-მეგობართა,
მსუს საწინდარი, პატივისცემად,
შენი ღირსების სწორი მოგართვა.
ღირსსწორი სულის მშვენიერების,
ამხდარი ნატვრის წმინდა სათავის,
ცოცხალ და ნათელ ლექსის ფერების,
მაღალი აზრის და სისადავის.
მაშ ასე იყოს, ჩემგან თვალღებად
მიიღე ფერად თავთა კრებული -
ხან სასაცილო არის ნახევრად
და ხან ნახევრად დარდმორეული,
სრულქმნილ და სადა ხალხურ ჰაგებად
თავშექცევისას შთაგონებული,
უძილობისას სწრაფად ნაწერი,
უმწიფრად დამზრალ წლების ნაფიქრი,
ცივი გონების თვალით ნაზვერი
და მწუხარებად გულზე ნატვიფრი.
თ ა ვ ი პ ი რ ვ ე ლ ი
ცხოვრება ჩქარობს ა
ისწრაფვის კიდეც შეიგრძნოს.
პ. ა. ვ ი ა ზ ე მ ს კ ი
I
"ბიძაჩემს, განთქმულს აღზრდით, ღირსებით.
როცა ძალღონე აღარ შესწევდა,
წასვლა ენება პატივისცემით
და უკეთესად რაღას შესძლებდა.
მის ქცევას ბევრი სიბრძნედ იწამებს,
მაგრამ, ღმერთმანი, გულს გაგიწყალებს -
ავადმყოფს დღე-ღამ ეჯდე საწოლთან,
არ შორდებოდე წამით საცოდავს!
მონებდე მზაკვრულ ძალას უმდაბლესს,
მომაკვდას სიკვდილს აღარ აცლიდე,
ართობდე, ჭმუნვით წამალს აწვდიდე
და უსწორებდე თავსასთუმალებს.
ოხრავდე და თან გულში ამბობდე:
ეშმაკი ლაგამს როდის ამოგდებს!"
II
ცეტი ჭაბუკი ასე ფიქრობდა
და მტვერს აფენდა ეტლი კელ-მინდვრებს,
ანდერძად ზევსის ლოცვა მიჰქონდა
ნათესავებში ყვლას მემკვიდრს.
ვინც ლუდმილას და რუსლანს აღმერთებთ!
ჩემი რომანის გმირსაც აგრეთვე,
თქვენი ნებართვით, უწინასიტყვოდ,
ახლავე, ამავ წუთში გაიცნობთ.
ონეგინია ჩემი ძმობილი,
ნევის ნაპირთან დაბადებული,
ეგებ ბავშვობა თქვენც იქ გეგულვით,
ანდა ბრწყინავდით ქვეყნად ცნობილი,
ჩემო მკითველო, მეც ის შორეთი
მალხენდა, მაგრამ მწყენს ჩრდილოეთი.
III
სინდისიერად, წრფელად იღწვოდა,
ვალით ცხოვრობდა მისი მშობელი,
ბალს წელიწადში სამჯერ იწვევდა,
ბოლოს გაკოტრდა კეთილშობილი.
ევგენის ბედის ერთობ სწყალობდა,
ჯერ Madame-სგან ანბანს სწავლობდა,
მერმე მან Mansieur-ს გადააბარა,
თავნება, მაგრამ სათნო პატარა.
Monsieur l’Abbe, ფრანგი ღატაკი
არ აწუხებდა ბავშვს და თამაშით
იოლად წვრთნიდა ყველა საგანში,
თავს არ აწყენდა მორალ-არაკით,
ცელქობისათვის ოდნავ ძრახადა
და საზაფხულო ბაღში დაჰყადა.
IV
ჟამი ჭაბუკურ ვნებათაღელვის
როცა ევგენის ენთო სამხილად,
ჟამი იმედის, ტკბილი ნაღველის,
მაშინ გააგდეს Mansieur სხლიდან.
შევებამ აქცია კაცად ყმაწვილი,
ახლა მოდაზე თმადავარცხნილი,
ლონდონელ dandy-ს მსგავსად ჩაცმული
და ბოლოს უკვე ხალხში გასული.
სრულად, უნაკლოდ დაუფლებოდ
ფრანგულ ენაზე წერას, საუბარს;
ლაღად ცეკვავდა იგი მაზურკას,
პირზე ღიმილი არ უქრებოდა;
მეტი რა გნებავთ? დიდებულებმა
უქეს სიბრძნე და ზრდილი ბუნება.
V
ცოტა რაღაცას ყველა ვსწავლობდით,
როგორც შეგვეძლო, სახელდახელოდ,
ჩვენში არა ჭირს, ღმერთის წყალობით,
თავი იოლად რომ ისახელოთ.
ევგენი იყო (ბევრი მათგანის
მოურიდებელ, მკაცრი ნათქვამით)
განათლებული, ოღონდ პედანტი,
მომადლებული ჰქონდა ტალანტი -
შეეძლო ლაღად სიტყვის თამაში,
ყოველ საგანზე სხარტად მსჯელობა; -
მცოდნეს იერით ემარჯვებოდა
ბრძნული დუმილი ნამდვილ კამათში,
უცბად იწვევდა კეთილ დამების
ღიმილს ცინცხალი ეპიგრამებით.
VI
დღეს ლათინური გადის მოდიდან
და მართალს გეტყვი, ჩემი გაგებით,
მას ძველი ენის ცოდნა ყოფნიდა,
რომ გაერჩია ეპიგრაფები,
ეხსენებინა იუვენალი,
წერილის ბოლოს დაესვა Vale,-
ენეიდადან ენის წვალებით
ზეიპრად ეთქვა ლექსის ბწკარები.
ქვეყნის წარსულზე მცირეოდენი
ცოდნის წყურვიიც კი არ ებადა,
ქრონოლოგიურ მტვერს არ ქექავდა,
მაგრამ მას ძველი ანეკტოდები -
რომულის დროდან დმღედე ნათქვამი,
კარგად ახსოვდა ყველა მათგანი.
VII
დიდი განცდები არ აწამებდა,
რომ მიეტანა მსხვერპლად ლექსამდე, -
იამბს ქორესგან ვერ ანსხვავებდა,
თუმცა სწავლებას ბევრჯერ ვეცადე.
ჰგმობდა ჰომეროსს, თეოკრიტესაც,
მაგრამ ადამ სმიტს ჩაჰკირკიტებდა,
ეკონომიკას კარგად იცნობდა,
მან ესე იგი განსჯა იცოდა:
ქვეყანა რარიგ, როგრო მდიდრდება,
რითი არსებობს, რატომ ან რა გზით
აღარ სჭირდება ოქროს მარაგი,
როცა პროდუქტით არ ღარიბდება. -
მამას უჭირდა ამის გაგება
და მიწებს ვალში აგირავებდა.
VIII
რაც უსწავლია კიდევ ევგენის,
უცბად ჩამოთვლა არ შემიძლია,
მაგრამ რა მადლიც ეცხო გენიის,
უბადლო ცოდნად რაც შეიძინა,
რასაც წამოზრდის დღიდან მონედა,
რაც რჯიდა, სწვავდა, სიამოვნებდა,
რასაც სწირავდა მთელ დღეს მოცლილი,
რა ნაღველითაც იყო მოცული -
მეცნიერება იყო ტრფიალის,
ნაზონმა ხოტბა რასაც შეასხა,
რითაც არყოფნად გარდაესახა
ჟამი ბრწყინვალე, ქარიშხლიანი -
შორს, მოლდავეთის ყრუ ტრამალებში,
იტალიაზე კვნესა-კაეშნი.
IX
. . . . . . . . .
. . . . . . . . .
. . . . . . . . .
X
რა ადრე შესძლო მან მაცდურობა,
გამჭვალვა იჭვით, ფარულ იმედით,
გადარწმუნება და დარწმუნება,
განგებ მოღუშა ძალუმ მიბნედვით.
რა გულქვაობა იყო და რა მორჩილი,
რა ქედმაღალი და რა გულჩვილი,
ხან სდუმდა იგი, როგორც კედელი,
ხან ქადაგებდა, ვით მჭევრმეტყველი;
უსტარს თამამად წერდა ტრფიალზე,
მაგრამ ერთ ბარათს გულზე იწერდა,
რარიგ შეეძლო თავდავიწყება!
მის მკვირცხლ მზერაში ენთო სინაზე,
კდემა, მორცხოვა, კადნიერება,
ხან ძალად ცრემლი და ცბიერება.
XI
მან რარიგ შესძლო ფერისცვალება,
ხუმრობით ყმაწვილ ქალთა დათრობა,
სასოწარკვეთის შიშით წვალება,
ქათინაურით მათი გართობა,
და გულჩვილობის წამის ჩავლებით,
გრძნობის, გონების ბასრი ბრჭყალებით
უნდობ უმანკოს როცა დასძლევდა,
ალერსს ელოდა, ხან აძალებდა,
ხან სთხოვდა გულწრფელ აღიარებას,
მოსმენას გულის პირველ ჩქამისას,
კვალდაკვალ სდევდა ტფიალს ქალისას,
ბოლოს იდუმალ დაიბარებდა
და ყუჩ ადგილას სუნთქვაგაკმენდილს
დაასწავლიდა ჩუმად გაკევეთილს.
XII
რა ადრე შესძლო მან აღელვება
კეკლუცად ცნობილ ლამაზმანების!
როცა სურვილი გაახელებდა
მას მოლქიშპეთა დასამარების,
რა გესლს ატანდა ლანძღვა-ძაგებას
რარიგ ცდილობდა მახის დაგებას!
თქვენ კი, ნეტარო ქმრებო, განცხრომით
მასთან მეგობრულ სმას განაგრძობდით:
ფობლასის ძველი ნამოწაფარი
თავს ევლებოდა ჭაბუკს ცბიერი,
დეჭვებული ქმარი ხნიერი
და თვით რქოასნთა დიდი მთავარი,
მუდამ აღსავსე კმაყოფილებით,
სადილისა და ცოლის იმედით.
XIII. XIV
. . . . . . . . .
XV
ზოგჯერ საწოლში დილაადრიან
შემოუტანდნენ ჩემს გმირს ბარათებს.
რაო? მიწვევენ? დიახ, ნამდვილად.
სამგან ნადიმი? თავს ვინ გაართმევს?
ერთგან ბალია, სხვაგან ძეობა.
პირველად რომელ სახლს ეწვეოდა?
სულ ერთი იყო საით გასწევდა.
ყველგან ასწრებდა იგი დასწრებას.
და ჯერჯერობით, რომ მოირგებდა
დილის სამოსთან ფართო ბოლივარს,
ჩაუყვებოდა ბულვარს თოვლიანს,
უყვარდა ცხენით გასეირნება,
ვიდრე ბრეგეტის ზარი ხმატკბილი
არ მოუხმობდა: "გიცდის სადილი".
XVI
შებინდდა: მიჰქრის იგი მარხილით,
"გასწის" ძახილი შვენის პეწიანს
და მის საყელოს ფიფქი დაყრილი
ავერცხლისფერებს თახვის ბეწვიანს.
Talon-თან მიდის, სჯერა ნამდვილად
მას კავერინი უცდის ნადიმად.
შედის: საცობი ჭერში შეხტება,
მოჩქეფს "კომეტას" ღვინო შხეფებად,
ორთქლავს როსტ-ბიფი სისხლით ნაცვარი.
დევს ტრიუფელი - ყრმობის ოცნება,
რითაც ფრანგული სუფრა ცოცხლდება,
და სტრასბურგული ცხენი ნამცვარი
შუაში შვენის, როგორც ამალას,
ლიმბურგულ ყველს და ოქროს ანანასს.
XVII
წყურვილი ისევ სასმისს მოითხოვს,
ცხლად რომ ჩარეცხოს ქონი კატლეტის,
მაგრამ ბრეგეტის ზარი მოიხმობს, -
ვინც ტრფიალია ახლა ბალეტის.
სცენის ბოროტი კანონმდებელი, აზრცვალებადი მადიდებელი
მსახიობ ქალთა, მათი გულისთქმა
და საპატიო წევრი კულისთა -
ჩვენი ევგენი მიჰქრის თეატრში,
სადაც თავს იშვებს დიდიც, პატარაც,
უსტვენენ ფერადს და კლეოპატრას,
enterchat-ს1 ნთქავენ ტაშის გრიალში
ვიღაც მოინას უხმობს (ეგების
მზერა მიიპყროს მაყურებელის).
XVIII
ზღაპრული მხარე! სადაც ადრიან
თავისუფლების ოდა წარმტაცი
თქვა ფონვიზინმა - მეფემ სატირთა,
და კნიაჟნინი წერდა წაბაძვით.
სად ოზეროვი, ვით ხარკს უნებურს,
ცრემლებს ხალხისას, ტაშს გახურებულს
სემიონოვის ქალთან იყოფდა;
სად კატენინის ღვაწლით გვიპყრობდა
დიდი კორნელის აღორძინება,
სად შახოვსკოის ენაგესლიან
კომედიათა გუნდი გვესია,
სად ვნახეთ დიდლოს ამობრწყინება,
მეც იმ კულისთა ჩრდილში სიამით
ვქროდი ყმაწვილი ხალისიანი.
XIX
ჩემო ქლღმერთო! სად ხართ? როგორ ხართ?
ყური დამიგდეთ სევდით ანავსებს,
კვლავ ნაზები ხართ? არ გამოცვლილხართ?
ვერ შეუცვლიხართ სულ სხვა ლამაზებს?
თქვენი გუნდის ხმას ისევ მოვისმენ?
რუს ტერფსიქორებს ვნახავ როდესმე -
მათ სულჩაბერილ მაღალ აფრენას?
თუ სევდით მზერა დამეზაფრება,
ოდეს ვერავის გპოვებთ სცენაზე,
ცივად მივაპყრობ ლორნეტს უცნობებს,
დავემსგასები ლხენაუგრძნობელს,
არც შევირხევი მე მათ ცეკვაზე
და განხიბლული, ჩუმი მთქნარებით
ისევ წარსულში გავემგზავრები?
__________
1 ნახტომი (ფრანგ)
XX
ელავს ლოჟები სავსე თეატრში;
ზღვა დუღს პარტერის და სავარძლების;
ქანდარის სულსწრაფ ტაშის გრიალში
ისმის ხმაური ფარდის აწევის.
ბრწყინვალე, როგორც ლაჟვარდსმოჭრილი,
გრძნეულ ქამანის მონა-მორჩილი,
ნიმფების გუნდით გარემოსილი,
დგას ისტომინა ანგელოსივით.
ცალ ფეხს ეყრდნობა ცეკვით სულდგმული
და მეორეთი ბრუნავს ოცნებად,
უცებ ნახტომჯით სცენას მოსწყდება,
ვით ეოლისის ბაგეს ბუმბული.
ტანს ხან მოსალტავს, ხან ტანგაშლილი
ფეხს ფეხზე სწრაფად დაჰკრავს ტაშივით.
XXI
ხალხი არ ცხრება. შედის ევგენი,
სავარძლებს შორის ფეხებს აწყდება,
ლორენტის ცივი თვალი შევლებით
უცნობ დამების ლოჟებს გასცება.
ყველა იარუსს უმზერს შესვლისას,
ყველას ტანსაცმელს, სახეს შენიშნავს,
უკმაყოფილო და უსაშველო
მიესალმება კაცებს გარშემო.
დაბნეულ მზერას აპყრობს ევგენი.
ასწონ-დასწონის სცენას თვალებით,
წამს მობრუნდბა, იტყვის მთქნარებით
"შესაცვლელია ყელა ევგენი;
ბალეტი რაღა სანახავია,
დიდლოც მომბეზრდა კარგახანია".
XXII
ჯერ კიდევ სცენა ქუხს დამათრობლად,
ახტუნებს ქაჯებს, გველებს, ამურებს,
ჯერ კიცევ სძინავთ სადარბაზოსთან
ქურქში გახვეულ, დაღლილ მსახურებს,
დარბაზს ჯერაც სძრავს ციებ-ცხელება;
ცხვირის მოხვინვის ხმა და ხველება
გაისმის ტაშის ხმაში ნარევი,
ჯერ შინ და გარეთ კრთიან ფარნები;
ჯერ შეციებულ ცხენებს ათრთოლებს,
ლაგამ-მოსართავს ვეღარ ითმენენ,
ჯერ მეეტლენი ხელებს იფშვნეტენ
და აგინებენ ცეცხლთან ბატონებს.
ამ დროს სჩვევია ჩვენს გმირს გამოსვლა
და ტანსაცმელის სახლში გამოცვლა.
XXIII
თუ შევძლებ ცხადად დავასურათო
მყუდრო ოთახი ძვირფასნივთება,
სადაც მოდების პირმშო უბადლო
ირთვება, იხდის და კვლავ ირთვება?
რაც ზღვა სურვილის გამო საღდება,
რასაც ლონდონი წვრილმან საგნებად,
ჩვენი ხე-ტყს და ქონის წამღEბი,
გვაწვდის ბალტიკის მღელვარ ტალღებით,
პარიზის ეგზომ ხარბ გემოვნებას,
რაც სასარგებლო შვენის ნაწარმი,
სიამოვნების მგვრელი რაც არის,
რაც ეამება სულს და გონებას,
რაც ფუფუნების საგნად ფოლორცობს -
ჰქონდა თვრამეტი წლის ფილოსოფოსს.
XXIV
ქარვა სტამბოლურს ამკობს ჩიბუხებს,
მოჩანს ბრინჯაო და ფაიფური,
ფაქიზ გრძნობათა მგვრელად იგუბებს
სუნამოს ბოლოს თლილი ჭიქური.
ძევს მაკრატლები: სწორი, გახრილი
და ჯაგრისები დგამზე დაყრილი:
ზოგი ფრჩხუილების, ზოგი კბილების,
იქვეა რვალის წვრილი ქლიბებიც.
რუსოს უკვირდა - როგორ გაბედა.
მასთან (აღვნიშნავ გაკვრით, ზოგადად)
ენაბასრ გიჟთან, დაუზოგავთან
ზვიადმა გრიმმა ფრჩხილის გაწმენდა.
მცველი სიმართლის, თავისუფლების
სწორი არ იყო მაშინ სრულებით.
XXV
საქმიან კაცსაც შვენის, როდესაც
არ ავიწყდება მოვლა ფრჩხილების,
რად გვინდა კიცხვა ჩვენი დროისა?
ჩვევებს მონურად ვემორჩილებით.
ჩადაევს ჰგავდა ჩვენი ევგენიც
და მოშიშარი მწარე ენების
თავს აჩვენებდა ხალხს პედანტივით,
როგორც ამბობენ - ხახვის ფრანტივით.
იგი სამ საათს მაინც არსაით
სარკეს, ტუალეტს არ სცილდებოდა,
გამოსვლა გვიან ახსენდებოდა,
თავქარიანი ვენერასავით;
საოცრად ჰგავდა ქალღმერთს გამოცვლილს
სამასკარადო ვაჟურ სამოსით.
XXVI
ბოლოდროინდელ მოდურ ჩაცმაზე
თქვენს მწყურვალ მზერას რომ ვაჩერდები,
სწავლულთ წინაშე გმირის ტანსაცმელს
აღვწერდი კიდეც მთელი მშვენებით.
შემწევდა ძალა, გაბედულება,
მაგრამ რუსულში არ მეგულება
ფრაკი, ჟილეტი და პანტალონი, '
არ გვაქვს სიტყვანი სხვა საბადლონი,
ვხედავ და წრფელად გებოდიშებით,
ენითაც ღარიბს ეს მენაღვლება -
ლექსი არ მომდევს უფრო ნაკლებად
აჭრელებული უცხო სიტყვებით;
აკადემიურ სიტყვარს ადრევე
თვალყური თუმცა დიდხანს ვადევნე.
XXVII
ახლა სხვა რამე მინდა ჩავითქვა:
გვიჯობს ბალისკენ თუ ავჩქარდებით,
ჩვენი ევგენი უკვე საითაც
მიჰქრის იამსკის სწრაფი კარეტით.
ბნელსახლებიან, მთვლემარ ქუჩაზე
ფარნები წყვილად კრთიან შუქსავსე,
ერთურთს მიჯრილი კარეტებიდან
ცისარტყელები თოვლზე ბნდებიან.
და გარეშემო სახლი ლამაზი
შემოურკალავს მბრწყინავ კანდელეს.
დიდი სარკმლების მიღმა ლანდების
მიმოსვლას აფენს ფართო დარბაზი,
აჩენს პროფილებს ნაზ ქალებისას
და ახალზნიან კავალრებისას.
XXVIII
დაიძრა ჩვენი გმირის კარისკენ;
შვეიცარს გასცდა თავმოწონებით,
გრძელ მარმარილოს კიბეს აიფრენს,
ისარზე სწრაფად, თმების სწორებით;
შედის, დარბაზი სავსე დახვდება,
უკვე დაღლილი უკრავს მუსიკაც,
ხალხი ხმაურში როკავს მაზურკას,
სიმჭიდროვეში ტყდება ტალღებად;
მხედართ დეზების ისმის წკრიალი,
ფრენენ ფეხები ლამაზმანების.
მიისწრაფვიან მან ნაკვალევზე
თვალები - მწველი ცეცხლით მზირალი;
ქალთა ჩურჩულში ჭორად რაც თქმულა -
ვიოლინოთა ხმაში ჩანთქმულა.
XXIX
ბალებს ვეტრფოდი გადარეული,
ქცეული ლხენად და გატაცებად,
მსგავსი ადგილი არსად მეგულვის
სიტყვის, წერილის გადასაცემად.
ო, მეუღლენო, პატივსაცემნო!
თქვენი შველაა საქმე საჩემო;
გთხოვთ შეისმინოთ შეგონებანი:
გირჩევთ, ფრთხილობდეს ყველა თქვენგანი.
დედიკოებო, თვალი ფხიზელი
ქალიშვილთაკენ გეპყრათ ყოველთვის,
სწორედ გეკავოთ თქვენი ლორენტი!
თორემ. . .ო, თორემ. . . ღმერთო გვიხსენი!
ამას რატომ ვწერ, საკითხავია?
არ შემიცოდავს კარგახანია.
XXX
ვაი რომ, დღეებს შეუბრალებლად
ლხინს და გართობას ვანაცვალედი,
თუმცა, ზნე-წესთა შეუბღალველად,
მეყვარებოდა ახლაც ბალები.
ვუმხელ დამთხვეულ ყრმობას სიყვარულს,
დიდ სიახლოვეს, ბრწყინვას, სიხარულს,
და ლაზათიან ქალთა სამოსსაც;
ვეთაყვანები ფეხეს საოცარს;
თუმც მთელ რუსეთში ვერსად შეხვდებით,
ვერ ნახავთ სამ წყვილს სწორ ფეხს ქალისას.
ეჰ, მხოლოდ ერთმა გამიხალისა
დუნე სიცოცხლე თლილი ფეხებით.
არდავიწყება მათი მაწვალებს
და სიზმარშიაც გულს მიფანცქვალებს.
XXXI
რა დრო, რა მხარე, ან რა უდაბნო
გადაგავიწყებს შენსავ გადამრევს?
ნაზო ფეხებო! რომელ უბადლო
ველის ყვევილებს თელავთ ნაადრევს?
გასათუთებდათ აღმოსავლეთი
და ჩრდილოეთის თოვლში არც ერთი
ნაფეხურიც კი არ დაგრჩენიათ,
ლბილ ხალიჩებზე გავლა გჩვევიათ
და ფიანდაზად მათი გაგება.
თქვენს გამო მქონდა მივიწყებული
ქების, დიდების ჟინი გრძნეული,
ჩემი მამული, დატუსაღება?
გაფრენილ იმ წლებს ვინღა შეჰყურებს,
ვით ველზე წაშლილ თქვენს ნაფეხურებს.
XXXII
ო, მეგობრებო, მშვენიერია
დიანას მკერდი, ღაწვნი ფლორასი,
მარგამ რატომღაც მათ მირჩევნია
თლილი ფეხები ტერფსიქორასი.
მზერას წინასწარ იგი უბედბს
ზღაპრულ საჩუქარს ფასდაუდებელს
და სურვილების გუნდი თავნება
მომხიბვლელთაკენ მიექანება.
ჩემო ელვინა, ის მაქვს იმედად
გრძელი სუფრის ქევშ და გაზაფხულის
ბიბინა ველზე ნაზად გართხმული,
ზამთარში - ბუხრის თუჯის კიდესთნა,
ძვირფას პარკეტის მბწყინავ სარკეზე
და ზღვის ნაპირას, ფიქალ სალ კდეზე.
XXXIII
მახსოვს ზღვის ღელვა გაავდრებამდე;
რარიგად მშურდა შმაგი ტალღების:
ნეტავ მის ფერხთა ახლოს ვბედავდე
გაწოლას ტრფობით და გალაღებით.
რარიგ მეწადა ერთად შხეფებთან
წარმტაც ფეხებზე ბაგის შეხება.
არა, აროდეს, იმ ცხრა წუთებში,
ჩემს დაუდუღარ სიჭაბუკეში,
არ მსურვებია მსგავსი განცდებით
არც ბაგეები ნორჩ არმიდების,
არც მკერდი - სავსე კოცნის იმედით
და არც ვარდები მწველი ღაწვების,
არა, ასეთი ღელვა ვნებათა
სულს არასოდეს არ მიბნევდავდა.
XXXIV
ვიხსენებ სულ სხვა დროი სიამეს!
ზოგჯერ სანუკვარ, ტკბილ ოცნებებში
ეგზომ ბედნიერ უზანგს ვაკავებ. . .
და ვგრძნობ იმ ფეხის სითბოს ხელებში,
ისევ დუღილმა წამოსახვისამ,
ისევ შეხებამ ერტი ქალისამ
აღმიგზნო ჩამქრალ გულში ალმური,
მასვა ვარამი და სიყვარული.
მაგრამ მეყოფა ყველა ქედმაღლის
ქება და ყბედი ჩანგის ჟღერება,
მათგან შთანაბერ წრფელ სიმღებად
და გატაცებად ერთიც არა ღირს.
გრძნეულთა მზერა, სიტყვა, დასტური
მათ ფეხთა მსგავსად არის მაცდური.
XXXV
ევგენი რას იქმს? . . . ეტშლი მთვლემარეს
ლოგინი ელის. ბალი დამთავრდა
და სანკტ-პეტერბურგს მარად მღელვარეს
უკვე აღვიძებს დაფი დაფთადფთა.
დგება ვაჭარი, მიდის ბაყალიც,
მეეტლე ბირჟის გზით მიყანყალებს, '
ოხტელი ქალი ქოთნით იჩქარის,
ფეხქვეშ უხვნეშის თოვლი ცისკარის,
ისმი სიფხიზლის ხმები ხალასი,
დარაბებს ხსნიან, კვამლი მილიდან
ლილისფერ სვეტად ამოლივლივდა.
და გერმანელი ზუსტი ხაბაზი,
რომ არ იცილებს ქუდს ქაღალდისას,
ისევ აღებდა თავის "ვასისდას".
XXXVI
ბალის ხმაურით, ცეკვით დაღლილი
და შუაღამედ დილის მსწორები
იწვა საამო ჩრდილში ბალღივით
პირმშო განცხრომის, ლაღი ცხოვრების.
ნაშუადღევზე გაიღვიძებდა,
იგი დილამდე ასე იწყებდა
კვლავ ერთფეროვან და ჭრელ ცხოვრებას,
დღეს გუშინდელის განმეორებას.
მაგრამ ევგენის ანეტარებდა
თავისუფლებით დანამშვენები
წლები, ბრწყინვალე გამარჯვებები,
ყოველდღიური დროის ტარება?
მას ღრეობებში ეცნო ნასაციც
დაუდევრობის და სიჯანსაღის?
XXXVII
არა: ვნებათგან ადრე განელდა,
ადრე მოსძაგდა ქვეყნის გაგანი,
ლამაზებს განა დიდხანს დანებდა
მისი ჩვეული ფიქრის საგანი.
ბევრგზის ღალატმა დაამუნათა,
მობეზრდა ძმობა ძველ მეგობართა,
რადგან სუფრაზე თავგაბრუებულს
ცხელი ბივშტექსის და სტრასბურგული
ნამცხვრის შემდეგ ზოგჯერ უჭირდა
შამპანიურის ბოთლის გამოცლა
და პილპილიან სიტყვის გამოცრა,
თუმც ფიცხი იყო, მკლავიც უჭრიდა.
მაინც მობეზრდა ბოლოს ტიალი
დუელი, ტყვია და ხმლის ტრიალი.
XXXVIII
ავადმყოფობის ერთი სახეა,
რომლის მიზეზის უჭირთ მიგნეა,
ინგლისელების სპილნს ეძახიან,
რუსულად მოკლესდ "ხანდარ" იქნება.
მას სენი იგი ნელა ადნობდა,
და თავის მოკვლა, უფალს მადლობა,
ვერ გადაწყვიტა და მოხუცივით
ცხოვრებისადმი გახდა გულცივი.
Child -Harold-ის მსგავსად მიბნედილ
და ფერმილეულ სტუმარს ქალებიც
ჭორებით, ცეკვით და ვერც თვალების
ნაბვით და ოხვრით მოურიდებლით
ვეღარ ართობდნენ, სევდა დასჩემდა.
ირგვლივ ვერაფერს ვეღარ ამჩნევდა.
XXXIX. XL. XLI
. . . . . . . . .
XLII
თქვენც, მაღალი წრის ბანოვანებო!
იგი ყველაზე ადრე მოგცილდათ;
გითხრათ სიმართლე, ჩვენს დროს, საერთოდ,
ეგზომ მაღალი ტონი მოსწყინდა;
კიდევ ნახავ დიაცს მშვენიერს,
სეის და ბენტამს რომ იშველიებს;
მათი მსჯელობა თუმცა წრფელია,
საერთოდ დიდი სისულელეა.
რარიგ არიან უბიწოები,
რა ჭკვიანები, რა დიადები,
რა წმინდანები, რა ზვიადები,
რარიგ ფრთხილები, რარიგ სწორები,
რა მიუწვდომლად ჩანან კაცებთან,
ნახავთ და სპლინი შემოგაწვებათ.
XL III
თქვენც, ახალგაზრდა ლამაზმანებო,
გვიანღამ ეტლით გაფრენილები
ვინც ლაღობთ, ვისაც საასპარეზოდ
გაქვთ პეტერბურგის ქვაფენილები,
ჩემმა ევგენიმ თქვენც მიგატოვათ,
დასთმო მშფოთქვარე ლხენა, გართობა,
შინ ჩაიკეტა დრონატარები,
ხელი მოჰკიდა კალამს მთქნარებით,
წერა ეწადა, მაგრამ ეძნელა,
სძაგდა სირთულე, შრომა ალალი,
ვერაფერს ქმნიდა მისი კალამი
და მათ ამქარში ვერ ჩაეწერა,
რომელთა მიმარტ აბა რა მეთქმის,
თანამზრაველნი ვართ ერთმანეთის.
XLIV
კვლავ უსაქმობა დასდევს ლანდივით,
ატკივებული სულით იცლება,
და ჯდება იგი - წფელი წადილით
სხვათა აზრების სურს მითვისება.
წიგნებს თაროზე აწყობს დასტებად,
კითხულობს, კითხვით უქმად გაცდება:
ზოგის მოსაწყენ ბოდვებს, სიცრუეს,
ზოგის სინდისს და აზრს არ ირწმუნებს.
ყველას თავისი სძლევს ბორკილები,
სიძველეს ძალავს ძველთაძველობა;
სიძველით ბოდავს დღევანდელობა;
მან ქალებივით დათმო წიგნები
და თაროს, მტვრიან ტომთა სამარეს,
სამგლოვიარო თამთას აფარებს.
XLV
როს შევიცვალე წესი ცხოვრების,
ფუსფუსი მისებრ როს აღვიკვეთე,
დავუმეგობრდი მაშინ ონეგინს,
მომწონდა მისი ბევრი სიკეთე:
ოცნების მონაც ვცანი და მწამდა,
უცნაურობით სხვას არ ბაძავდა,
უჭრიდა მკაცრი, ცივი გონება;
მე რაც მამღვრევდა - მას აღონებდა;
ვნებათ თამაში ერთად მოვლიეთ,
საწუთრომ ორთავ მწარდ გვაცხოვრა,
ორთავეს სისხლმა გვიწყო დაცხრომა
და დაგველოდა გესლი ორივეს
ბრმა ფორტუნის და ადამიანთა,
როდესაც ჩვენმა დილამ ინათა.
XLVI
ვინც სცნო საწუთრო, ის ვერ შეიძლებს
ადამიანთა არშეზარებას,
ვინც განიცადა ისევ შეიგზნებს
დაუბრუნებელ დღეთა ზმანებას.
გრძნობა ხიბლისა აღარ ებადა,
სძრავდა მას გველი გახსენებათა,
გულს სინანულის კვნესა უღრღნიდა
და ყოველივე ეს საუბრიდან
გამოსჭვიოდა მთელი მშვენებით.
ჯერ მიცბუნებდა მასთან კამათი,
მერე მომნუსხა თავისთავადი
მახვილი ენით, მჭევრმეტყველებით,
ლაღ ხუმროაში გესლის გარევით
და ღვარძლიანი ეპიგრამებით.
XLVII
ხშირად, როდესაც ძალზე ნათელი
და გამჭირვალე ღამე ზაფხულის
იდგა ნევაზე ათინათებით,
როცა არ იყო გამოსახული
დიანა წყალის მცინარ მინაზე,
ჩვენ ძველ რომანთა სითბო, სინაზე
გვახსენდებოდ ტრფობად, წარსულად,
ისევე ვთრთოდით ახალგაზრდულად
მგრძნობიარენი და მოლხენილნი,
სუნთქვა ღამისა ჩუმად გვატკბობდა,
და ვით ტუსაღი სატუსაღოდან
სიზმრად ხშირ ტყეში გადმოფრენილი,
ოცნებით ასე ბევრჯერ ჩავეშვით
ჩვენი სიცოცხლის ლუჯრ სათავეში.
XL VIII
სასოწარკვეთით, შუაღამისას
ფიქალ გრანიტზე მკლავდაყრდნობილი
იდგა ევგენი, როგორც თავისთავს
ერთი პიიტი ხატავს ცნობილი.
ყრუ სიჩუმეში, მხოლოდ ხანდახან
ღამის გუშაგნი ერთურთს ხმამაღლა
გადასძახოდნენ და შორს დღოშკებიც
არღვევდნენ დუმილს დროგამოშვებით.
ბაიდა ობლად, ნიჩბების რხევით
მიუყვებოდა მთვლემარე ნევას,
შორს იტაცებდა ჩვენს ყურთასმენას
სალამურით და ლაღი სიმღერით. . .
და მაინც ღამის ჰაგთა მოთავეს
ვეტრფეთ ტორკვატოს ხმატკბილ ოქტავეს
XLIX
ადრიატიკა ცისფერტალღება,
ო, ბრენტა! არა, გნახავთ როდისმე
და შთაგონება კვლავ მეახლება
ოდეს ჯადოსნურ თქვენ ხმას მოვისმენ.
წმინდად რაცხს მოდგმა მას აპოლონის,
ვუმადლი ამაყ ჩანგს ალბიონის,
ის რო გამაცნო, ვით მსობლიური.
და იტალიის ღამე ღვთიური
ამავსებს ტრფობით, ამიხდენს სურვილს, -
ნორჩ ვენეციელ ქალთან დავტკბები,
მის ბაასს და მის დუმილს გვყვები,
გავწევთ იდუმალ გონდოლის ცურვით:
ამიმღერდება მისგან ბაგენი
პეტრარკას ენით - ტრფობის ჰანგებით.
L
თავისუფლება არ მეღირსება?
დროა მომხედო - მას ვეხვეწები;
ფიქრით ხომალდთა აფრებს ვიზიდავ,
დარს ველი, ზღვისპირ დავეხეტები.
გრიგალმოსხმული, ტალღებსშებმული,
ზღვის მებოძირში გადაშვებული;
განავარდებას როსღა მოვასწრებ?
როსღა გავშორდე ნაპირს მოსაწყენს,
დავთმო სტიქია - ჩემი მოძულე
და შუადღის ზღვის ფრონვით ვილაღო,
ჩემი აფრიკის ცისქვეშ ვინაღვლო
რუსეთი - მრუმე მწუხრით მოცული,
სადაც ვცან ტრფობა და სივაგლახე,
სადაც ტანჯული გული დავმარხე.
LI
ეწადა ჩემთან ერთად ონეგინს
ნახვა, გაცნობა მრავალ ქვეყნისა,
მაგრამ გაგვყარა ბედმა ტოლები.
შეხვედრა დიდხანს აღარ გვეღირსა,
მაშინ მოუკვდა მამა მშობელი,
და მის გარშემო გაუძღომკელი
მევახშეების შემოკრბა რაზმი,
ყველამ გამოთქვა თავისი აზრი;
ევგენი მათთან კი არ დაობდა
თავისი წილ-ხვედრის იყო ყაბული,
დასთმო სამკვიდრო ადგილ-მამული,
დანაკლისს დიდად ან არ დარდობდა
ან წინათგრძნობის ამცნეს წამებმა
მოხუცი ბიძის გარდაცვალება.
LII
და უცებ, მართლაც, ბიძის ამბავი
მოურავისგან მოსდის ონეგინს,
რომ ბერიკაცი წევს მომაკვდავი -
ნატრული მასთან დამშვიდობების.
გადაიკითხავს წერილს მწუხარეს
და ჩემი გმირი ელვის უსწრაფეს
საფოსტო ეტლით გაემგზავრება,
წინასწარ თანგავს გზაზე მთქნარება.
ფულის გულისთვის ელის დღეიდან
ოხვრა-კვნესანი, თვალთმაქცობანი,
(რითაც დავიწყე ჩემი რომანი)
მაგრამ სოფელში როცა შევიდა,
მან მაგიდაზე ცხედარს ბიძისას
დახედა, ვით ხარკს დედამიწისას.
LIII
მას სამზადისის დახვდ სახლკარი;
ცხედრისკენ მძიმედ გამოემარტა
მტერ-მოყვრეთა მთელი ლაშქარი -
ტრფიალი სხვათა განსვენებათა.
როცა დაკრძალეს მიცვალებული,
ხალხი სმა-ჭამას მიძალებული
და მღვდლები ბოლოს ისე წამოდგნენ
თითქოს საქმეზე მიისწრაფოდნენ.
ჩვენი ევგენი გახდა სოფლელი;
ტყეთა, მიწათა, ტბათა, მინდორთა
სრული მფლობელი. ერტ დროს ვიდოდა
ამრევ და მფლანგველ კაცად ცნობილი,
და სიხარულით იყო აღსავსე,
ძველ გზას რომ სცლიდა სხვა რაღაცაზე.
LIV
ორ დღეს სიახლედ ეჩვენებოდა
მყუდრო მინდვრები ცვრით გალუმპული,
მუხნარში გრილი მწუხარი ჩეროთა
და ნაკადულის წყნარი ჟღურტული.
მესამე დღესვე მთის და ჭალაკთა
ნახვის სურვილი გაუჩანაგდა.
მერე ძილს გვრიდა მათკენ მიხედვა,
და ბოლოს იგი მწარედ მიხვდება:
თუმცა აქ სევდის, მოწყენის გარდა,
არც ქუჩებია, არც პალატები.
არც ბანქო, არც ბალმასკარადები.
არც ლექსებია და ძველი ხანდრა
დაჰყვება უკან ადევნებული.
ვით ლანდი ანდა ცოლი ერთგული.
LV
დავბადებულვარ, რომ მშვიდ ცხოვრებას,
სოფლის სიყუჩეს ვთვლიდე ედემად,
სადაც ჩანგის ხმა უფრო ცხოვლდება,
სიზმრებს მიცოცხლებს შემოქმედებად.
ყოვლად უცოდველ მოცლას ვნებდები,
უდაბურ ტბისპირ დავეხეტები,
Far niente1 -ს კანონს კი არ ვივიწყებ,
და ყოველ დილით მისთვის ვიღვიძებ,
რომ ვიტკბო შვება, თავისუფლება.
ცოტას ვკითხულობ - ძილი მინდება,
არ ვდევ წარმავალ სახელ-დიდებას.
და განა ასე სულ უზრუნველად,
სულ უმოძრაოდ ჩრდილში შემდგარნი
არ გაქრენ ჩემი დღენი ნეტარნი?
LVI
სულით მოგბარდით ტრფიალს, განცხრომას,
სოფელს, ყვავილებს, მინდვრებს, ბაღნარებს!
ჩემს და ონეგინს შორის სხვაობას
როცა ამჩნევენ, მუდამ მახარებს,
რომ არც მკითხვეილმა გესლის მთხეველმა,
არც რომელიმე გამომცემელმა
ცილისმწამებელურ შედავებისას,
ჩვენთან სახეთა შედარებისას,
არა თქვას უღვთოდ და ირონიით,
თითქოს ვჯღაბნიდე პორტრეტს საკუთარს.
ვიმეორებდე პოეტს სანუკვარს,
რომ გულგოროზი ბაირონივით,
თითქოსდა ვერ ვწერთ სხვაზე პოემას
და ვხატავთ მხოლოდ ჩვენს პიროვნებას.
LVII
აქვე შევნიშნავ: ყველა პოეტი
შორით ტრფიალის მეგობარია.
ზოგჯერ საყვარელ საგანს ვპოვებდი
სიზმრად და მალულ შემომპარვია
სულში იდუმალ სახედ წვეული.
შემდეგ მუზისგან გაცოცხლებული.
რა უზრუნველად ვწერდი ყველაზე:
მთიელ ასულზე, ჩემს იდეალზე.
სალგირისპირელ ტყედქმნილ ქალებზე.
დღეს მოყვასთაგან ხშირად ჩამესმის:
________
1 უსაქმურობა
"ვისი მონა ხარ, ვისი ალერსის,
შენი წუხილი ვისთვის გალექსეს?
ეჭვიან ქალთა დუნგში რომელი
სცან ღირსად შენი საგალობელის?
LVIII
ზეშთაგონება ვინ აგიღელვა
მზერით და ნაზი მოალერსებით?
ვის აღმერთებდი შენი ლექსებით?"
ვის აღმერთებდი შენი ლქესებით?
ო, მეგობრებო, არვის, ღმერთმანი!
ტრფიალის შმაგი ვნებათკვეთანი
გამომიცდია გაუხარებლად.
ნეტარ არს იგი, ვინც უხამებდა
სიყვარულს რითმებს და გაიორა
მან სიყვარულის წმინდა ბოდვები;
პეტრარკას კვალზე თავგამოდებით
დაგვა გულისა გაიიოლა,
და თან დიდება სცნო სასურველი;
მე ტრფობით ვიყავ მუნჯი, სულელი.
LIX
ტრფიალი გაქრა, მუზა მოფრინდა,
ბნელი გონება მისგან განათდა.
მოცლილს თავშეყრა ისევ მომინდა
გრძნეულ ბგერათა, ფიქრთა, განცდათა;
ვწერ და არ გმინავს გული გვემული,
შეწყვეტილ ლექსთან აზრდაბნეული
აღარ ახატავს წვერი კალმისა
არც ფეხებს, აღარც სახეს ქალისას.
და ვნაღვლობ, ვნაღვლობ ცრემლებგამშრალი;
ჩამქრალი ფერფლი ვეღარ იალებს,
მალე ნაკვალევს ნაქარიშხალევს
სულმთლად წარიშლის სული მაშვრალი:
მაშინ დავიწყებ დაუყოვნებლად
ოცდახუთ ჰანგად ახალ პოემას.
LX
ვიდრე გირს სახელს დავანათლავდი
და გეგმა ვაგე დამაფიქვრელი,
ჩამოვათავე კიდეც მანამდე
ჩემი რომანის კარი პირველი.
გადავიკითხე მკაცრად მაშინვე,
მრავალი ნაკლი აღმოვაჩინე,
მაგრამ სწორება არ მომესურვა.
გავუსწორდები თვითონ ცენზურას;
ჟურნალისტებსაც დარჩი საკვებად,
ნაყოფო, ჩემო ნაღვაწ-ნაშრომო,
გასწი ქმნილებავ, ახალნაშობო,
ნევის ნაპირებს გაჰყევ საქებად
და მომიხვეჭე ღირსი დიდება;
მითქმა-მოთქმა და ლანძვა გინება!
თ ა ვ ი მ ე ო რ ე
O rous!
Ho r.
ო, სოფელო! . .
ჰ ო რ ა ც ი უ ს ი (ლათ.).
I
ევგენის სადაც ლევდა მოწყენა,
ულამაზესი გახლდათ სოფელი;
ვინც უწყინარი ლხენის მოძმეა
ღმერთს იქ შესწიროს სამადლობელი.
ბატონის სახლი განზე გამდგარი,
რომ იფარავდა მთა ქარსაფარი,
გადასცქეროდა მაღლით მდინარეს,
ველებს ფესანგად ანაბრდღვიალებს.
შორს ოქროსფერი ენთო ყანები,
კრთოდნენ სოფლები და ფშან-მინდორთა
მწვანეზე ჯოგი ძოვით ვიდოდა,
და ხშირი ჩრდილის შემომღამები
ჩანდა ვერანი, ვრცელი ბაღნარი,
მწუხარ დრიადთა თავშესაფარი.
II
ციხე-დარაზი პატივსადები,
როგორც სჩვეოდათ ერთდროს შენება.
მკვიდრად და დინჯად იყო ნაგები,
ბრძნული სიძველის ეცხო მშვენება.
სავანეები ერთობ მაღლები,
სასტუმრო ატლასშემონავლები,
ყველა კედელზე მეფე უფალი,
ღუმელი ჭრელად ნაჩუქურთმალი.
ეს ყოველივე უკვე დაძლევდა,
არ ვიცი მაინც რისი ბრალია;
და ჩემს მეგობარს, რაც მართალია. . .
არ ეპიტნავა მათთან გაძლება.
იგი მთქნარებით ერთად აავსებს
ძველსა და ახალ მოდის დარბაზებს.
III
მან ჭერად მისი ბინა ინება,
სოფლად ცხოვრება ვინც გამოსცადა,
ორმოც წელს ფარეშ ქალს აგინებდა,
მზერდა სარკმელს და ბუზებს ხოცავდა.
სადას და მუხის იატაკიანს
ოთახს, ბუმბულა დივანს, მაგიდას
და წყვილ კარადას, რაც თვალს ხვდებოდა,
მელნის წინწკალიც არ შეხებოდა.
ერთ კარადაში ხარჯის რვეული,
სხვაში მან ნახა ბლომად სასმელი,
სურები ვაშლის წვენით სავსენი
და კალენდარი რვაწლისეული:
ბიძა ოჯახზე ზრუნვას გადაჰყვა,
სხვა წიგნის აღარ სურდა დანახვა.
IV
მამულში მარტო რომ დაემკვიდრა,
გართობის გარდა, რას დაგიდევდათ,
და მან პირველად ეს მოიფიქრა
ახალი წესის დასამკვიდრებლად:
ვით უდაბნოში ბერად შემდგარმა
ბრძენმა ძველი და მძიმე ბეგარა
შესცვალა იოლ გადასახადით,
ბედზე ალოცა მონა ღაღადით;
სამაგიეროდ ის მტრად იხდიდა
გულმწყრალ მეზობელს, ანგარიშიანს,
ვინც მის საქციელს ავად ინიშნავს,
ზოგმა მზაკვრულად ჩაიხითხიტა,
და იგი ერთხმად, შეთანხმებულად
ჩასთვალსეს საშიშ შექანებულად.
V
ჯერ ხშირად ჰყავდა სახლში სტუმრები,
მაგრამ შინაყმებს მისგან ებარათ,
უკანა კართან მათ ჩვეულებრივ
დონური რაში რომ მოეგვარათ,
რაწამს შარაზე დროგის ხმაურის
ხმას შეიცნობდნენ შორით მსახურნი, -
ნაწყენი ასეთ შეურაცხყოფით,
განზე გაუდგა ყველა ნაცნობი.
- ვიღაც ბრიყვია, გადარეული,
სულ წითელ ღვინოს სვამს ფარმაზონი,
მარტო ჭიქაა მისი ამფსონი.
ხელზე არ კოცნის ქალებს ველური;
"დიახს" ვერ ამბობს "ხოს" იმეორებს.
ერთხმად აღმოხდათ ყოფილ მეგობრებს.
VI
სწორედ იმ ხანად თავის სოფელში
ეტლით მოჭენდა სხვა მებატონეც,
და მისი ქცევაც სამეზობლოში
განსჯის გარეშე არ მიატოვეს.
ვლადიმირ ლენსკი მათთან სახლდება,
გეტინგენელის სრლი სახება,
ლამაზი, თითქმის დაკაცებული,
პოეტი, კანტით გატაცებული.
მან გერმანეთით, ნისლით ნაბურით,
წამოიმძღვარა სიბრძნედ რუსეთში
ლაღად ოცნება, რწმენა, ნუგეში,
სული ფიცხი და თან უცნაური,
სიტყვა - მგზნებარე გულის ძახილი
და შავი თმები მხრებზე დაყრილი.
VII
საწუთროს ცივი, ბილწი შხამგესლით
ჯერ არ მოესწრო ყრმაკაცს დაზრობა,
მოძმის სალამით, ასულთ ალერსით
გაეთბო სულის ახალგაზრდობა.
იყო სათუთი და გაუწვრთნელი,
ასულდგმულებდა რწმენა გულწრფელი;
ქევყნის ბრჭყვიალს და ხმაურს მონებდა
ჯერ კიდევ მრწემი მისი გონება.
და დაეჭვებას გულის მომცარავს
იქრობდა იგი ტკბილი ოცნებით,
მისთვის მიზანი ჩვენი ცხოვრების
ჰგავდა მიმზიდველ, რთულ ამოცანას,
მისთვის იტეხდა თავს განსწავლული,
და მით იეჭვა მან სასწაული.
VIII
მტკიცედ სჯეროდა, სულით ნათესავს
შეიერთედა კეთილ სულივით,
სწამდა - იწოდა წმინდა არსება
მისი ყოველდღე ნახვის სურვილით.
მისი ღირსების გამო ბორკილთა
დებას ირჩევდა გული ძმობილთა,
არ შეკრთებოდა მათი მარჯვენა
ცილისმწამებლის მძიმე სასჯელად.
სწამდა, რომ დგანან ხვედრით რჩეულნი
ადამიანთა წმინდა თავდებად,
რომ მათი კერა, ვით უკვდავება,
თვალისმომჭრელად გაჩაღებული
სხივეს ოდესმე ჩვენც მოგვაშუქებს
და მთელ სამყაროს შვებას აჩუქებს.
IX
მას აღშფოთებამ და სიბრალულმა,
სიკეთისადმი წმინდა ტრფიალმა
და განდიდების ტანჯვამ სალბუნმა
სისხლი ადრევა აუჩქრიალა.
ჩანგით მოხეტეს მაშინ ეღირსა
ცა გოეთესი და შილერისა
თავს დახურვოდა მათთან საერთო,
სული პოეტურ ცეცხლით აენთო
და ხელოვნება სვებედნიერმა
არ შეარცხვინა დიად მუზათა:
შემოუნახავს ზვიადს უზღვავად
მარად მაღალი განცდის სიმღერა.
ძალა სპეტაკი ნატვრით ქროლების
და ბრწყინვა ზვიად უბრალოების.
X
ტრფიალს უმღერდა ყმა სიყვარულის
და მისი ლექსი იყო ნათელი,
როგორც ფიქრები სათნო ქალწულის,
როგორც სიზმრების გზა ყრმობამდელი,
როგორ მშვიდ ცაზე მთვარე ფერმკრთალი
ხვაშიადის და ოხვრის ღემრთქალი.
უმღერდა იგი გაყრას ნაღვლიანს,
რაღაც ბუნდოვანს, სივრცეს ჯანღიანს.
რომანტიკული ვარდის ტრფიალი
უმღერდა იგი ქვეყნებს შორეულს,
სადაც ხანგრძლივად ცრემლეს მორეულს
ყრუ სიჩუმეში ღვრიტა მტირალი;
სიცოცხლე მჭკნარად ესახებოდა,
ოდეს თვრამეტი წლისა ხდებოდა.
XI
იმ უდაბნოში მარტო ონეგინს
შეეძლო მისი ყადრი სცოდნოდა,
ლენსკის ბუნება ახლო სოფლების
ბატონთა სუფრებს ვერ ეწყობოდა.
არ დარჩენილა მათთან საუბრად,
ბრძნული ბაასი როცა გაუბამთ
თიბვაზე, მწევრთა სადგომ-ბაგებზე,
ღვინოზე, ახლო ნათესავებზე.
და, რა თქმა უნდა, მათი მსჯელობა
არც პოეტური აზრით ცხოველით,
არც ხელოვნებით ერთად ცხოვრების,
არც სიმახვილით განირჩეოდა,
მაგრამ ბაასში მათი ცოლები
იყვნენ მით უფრო საბრალოები.
XII
მდიდარ და ლამაზ ლენსკის იწვევდა,
როგორც სასიძოს, ყველა ხალისით;
სოფელი ადათს არ ივიწყებდა;
ყველას ასული სწამდა თავისი
ნახევრად რუს კაცს რომ გაჰყვებოდა;
მისი შესვლისას ეხერხებოდათ
სიტყვის წარმართვა სულ სხვა რამეზე,
ცალად ცხოვრების სივალალეზე:
სუფრა უხმობდა მათ სამოვარით;
დუნია როცა სასმისს უვსედა
"მიჰხედე!" - ვიღაც ჩასჩურჩულებდა.
ბოლოს გიტარას გასათხოვარი
ზედ დაჰკნავლებდა (ჰოი გამჩენო!):
"წამოდი, ოქროს კოშკი გაჩვენო!. . ."
XIII
მაგრამ არ სურდა, ცხადზე ცხადია,
ლენსკის ცოლქმრული ლაგმის მორგება,
გულწრფელი გრძნობით მოიწადინა
მან ონეგინთან დამეგობრება.
შეხვდნენ ერთმანეთს. ტალღა ტანისგან,
ლექსის პროზისგან, ცეცხლი ყინვისგან
არ იყო მათებრ განსხვავებული
და ჯერ სხვაობის ზღვარგავლებულნი,
ერთურთისათვის მოსაწყენები,
ძლივს შეეთვისნენ, მერე ურყევად,
განუშორებლად და განუყრელად
დასეირნობდნენ ერთად ცხნებით:
და ასე (ცოდვა ახლაც მანაღვლებს)
ხალხს უსაქმობა აამხანაგებს.
XIV
ის მეგობრობა, რაც მათ გააჩნდათ,
დავგმეთ ცრურწმენად, ძველ ჩვეულებად,
ნულებად ვნათლავთ ყველას აშკარად,
და მარტო ჩვენს თავს - ერთეულებად.
თვალს ნაპოლეონს ყველა ვუსწორებთ, '
მილიონობით ორფეხს ვუწოდებთ
პირუტყვებს და ვთვლით ერთ იარაღად,
დავცინით ნამდვილ გრძნობას ამაყად.
ევგენი იყო ბევრზე ფაქიზი,
თუმცა იცნობდა კაცთა სიავეს,
ზიზღით უმზერდა ადამიანებს,
მაგრამ (კანონს აქვს გამონაკლისი)
იცოდა ზოგის ყარდი, ღირსება
და სხვისი გრძნობის პატივისცემა.
XV
ლენსკის უსმენდა იგი მღიმარი.
მგოსნის მსჯელობა ალმოდებული,
გონება ჯერ აზრდაუღვინარი,
და მზერა მუდამ შთაგონებული -
ონეგინისთვის იყო სიახლე;
და არ უნდოდა მისი სილაღე
პირსმომდგარ ცივი სიტყვით ჩაექრო.
ფიქრობდა: ფუჭად რად ვაპაექრო,
არ გავუმწარებ წუთს დალხინების;
ჟამი მოუვა მას უჩემოდაც,
ვიდრე ცოცალი არს, დაე სჯეროდეს
ქვეყნიერების სრულყოფილების,
შერჩეს, ყრმა ვიდრე დავაჟკაცდება,
ყრმული ბოდვები და აღტაცება.
XVI
ცხარე კამათის გასაჩაღებლად
მათ საფიქრალი ჰქონდეთ სამყოფი;
ძველ ტომთა ზავი, გაჩანაგება,
ღვარძლი, სიკეთე, ცოდნის ნაყოფი.
ცრუ რწმენა ბნელი და ასწლოვანი,
საბედისწერო სამაროვანის
იდუმალება, ხვედრი, საწუთრო,
არ ელეოდათ ზღვა სასაუბრო.
პოეტი გზნებით, თავდავიწყებით,
აზრში ურთავდა ზოგჯერ ვნებიან
თავებს ჩრდილოურ პოემებიდან;
ჩვენი ევგენი, მცოდნის ღირსებით,
მის ნათქვამს თუმცა ცოტა უგებდა,
ყურს მაინც მთელი გულით უგდებდა.
XVII
მაგრამ მწველ ვნებებს უფრო მონებდა
გონება ორი მეუდაბნოვის.
და ონეგინი მათ იგონებდა
ნიშნად მშფოთვარე დღეთა გამოვლის
უნებურ ოხვრით და დანანებით;
ნეტარ არს, ვისაც მათი ალები
სწვადა და ბოლოს გვიან გაშორდა;
უნეტარეს არს, ვინც მათ არს სცნობდა,
ვინც ანელებდა ცეცხლს განშორებით,
მტრობას - ძაგებით, თან ამთქნარებდა -
ცოლთან და თავის ამხანაგებთან,
ეჭვი არ კლავდა აღმაშფოთები
და კაპიტალი მამა-პაპათა
ბედოვლათურად არსად გაფანტა.
XVIII
როდესაც ალამს შევეფერებით
კეთილგონივრულ დასვენებისას,
როცა ჩაქრება ცეცხლის ალები
და გაგვაცინებს გახსენებისას
ვნება-თავნება, ნაგრიგალევი
და მასზე ბჭობა ნაგვიანევი, -
სიმშვიდეს ვპოვეთ ბევრის მომსწრენმა,
ახლა ხანდახან გვიყვარს მოსმენა,
მღელვარედ მეტყველ სხვათა განცდების,
მაშინ გვერხევა გული დაცლილი.
ის ხეიბარი ბერიკაცივით,
ვინც ულვაშმწვანე ახალგაზრდების
მონათხრობს უსმენს პირდაბჩენილი,
თავის ძველ ქოხში მწირად შთენილი.
XIX
მაგრამ მგზნებარე ახალგაზრდობაც
ვერასგზით შესძლებს რამის დამალვას,
ტრფიალს, სიხარულს, დარდს, ავკაცობას
უცებ გაამხელს, წამში დალალავს.
ტრფობის ხეიბრად გადაქცეული,
იჯდა ზვიადად თავაწეული,
მშვიდად უსმენდა პოეტს ევგენი;
ვით აღსარების მღაღადებელი.
ჭაბუკი წრფელად და გულახდილად
სხვას ახედებდა თავის ნამუსში,
ევგენიმ მალე მის ნაამბობში
გრძნობათ სიუხვით იცნო ადვილად
ტრფობის ამბავი ახალგაზრდული,
ჩვენთვის ძველი და ჟამგადასული.
XX
ეჰ, მას უყვარდა, რომლის შემცვლელი
დღეს სიყვარული აღარსადაა,
რომლის სამსხვერპლოდ ერთი შეშლილი
სულის პოეტი ახლაც მზადაა.
ყველგან, მარადმჟამს ერთი ოცნება,
ერთი სურვილის შესისხლხორცება,
ერთი სჩვეოდა სევდა ყოველთვის.
ვერც გამთოშავმა სუსხმა შორეთი,
ვეერც უცხოეთის მშვენიერებამ,
ვერც განშორების წლებმა ხანგრძლივმა,
ვერც მუზებისთის დროის განწირვამ,
ვერც ლხინმა და ვერც მეცნიერებამ
შესცვალა მისი მიუსაფარი
სული - სპეტაკი ცეცხლით გამთბარი.
XXI
ჯერ გულუნაღვლო, გამოუცდელი
მოხიბლა იგი ოლგამ ყრმობისას,
თან ახლდა ასულს სათნო, გულწრფელი
მოწმე ბალღური ონავრობისას.
მუხნარის ჩრდილში მასთან დარბოდა,
მასთან ლაღობდა, დანავარდობდა,
მათთვის მეზობლეს, მამებს ენებათ
მალე სწვეოდნენ ბედნიერებას.
კდემამოსილი და სხივოსანი
კრთოდა უღრანის წყნარ სავანეში,
ჰყვაოდა ოლგა მშობლის თვალებში,
ვით ხშირ ბალახში ნაზი სოსანი
ჩუმად, მალულად, შუქის მჩენელი,
პეპლის და ფუტკრის შეუმჩნეველი.
XXII
პოეტს მან უძღვნა ყრმობის საამო
პირველი სიზმრით აღფრთოვანება,
მან შთააგონა მგოსნის სალამურს
პირველი კვნესით ახმოვანება.
და ჰა, ბავშვობის წყდება თამაში!
შეუყვრდება ყრმას ხშირ ჭალაში
განმარტოება და სიჩუმეში
ვარსვლავების და მთვარის ნუგეში.
მთვარის, უსაზღვრო ზეცის კანდელის
შუქს მივუძღვნით ღამის მრავალი
გასეირნება და ის ალალი
ცრემლი - იდუმალ დარდის მფანტეველი. . .
ახლა ჩვენს თვალში მთვარე რა არის?
მხოლოდ შემცვლელი მკრთალი ფანარის.
XXIII
ამკობდა კდება და სათნოება,
დილასებრ იყო სავსე ხალისით,
გულღია, როგორც მგოსნის ცხოვრება,
ვით სიყვარულის კოცნა ხალასი.
ლაჟვარდისფერი ლურჯი თვალები,
ხმა, სელისებრი ზილფ-დალალები,
მიმოხვრა ტანის ჰარეოვანი
ამკობდა ოლგას, მაგრამ რომანი
ჯერ არ შექმნილი, მისი იერის
ქალი რომელმაც არ დაგვიხატა;
მეც ის პორტრეტი ძლიერ მიყვარდა,
მაგრამ, მკითხველო, იმ მშვენიერის
ვტოვებ მოსაწყენ დასურათებას
და ვუთმობ უფროს დას ყურადღებას.
XXIV
ერქვა მის უფროს დას ტატიანა. . .
და ამ სახელით პირვესლ უხდება
ჩემი რომანის ფურცლებს ფრიალას,
როგორც მწადია ისე კურთხევა.
რა უშავს? არის კეთილხმოვანი,
მაგრამ მას, ვიცი, ერთვის ხსოვნანი
შორი წარსულის ან სიქალწულის!
უნდა გამოვტყდეთ, რომ დასაწუნი
გვაქვს სახელებიც და გემოვნებაც,
(ლექსები რაღა სახსენებია):
ჯერ განათლება არ შეხებია
კვალდასამჩნევად ჩვენსავ გონებას,
და მისგან დაგვრჩა ავად საცქერი
პრანჭიაობა, - სხვა არაფერი.
XXV
ამრიგად, ერქვას მას ტატიანა,
იგი რც წითელ ღაწვთა ხასხასით,
არც სიხალისით იყო დისთანა,
არ მოგტაცებდათ თვალს სილამაზით,
მორცხვი, სევდასთან მარტოდ შთენილი,
უტყვი, მშიშარა, მფრთხალი შველივით,
მშობლიურ სახლშიც ფიქრად წასული
გეგონებოდათ სხვისი ასული.
დედ-მამას ტკბილად ვერ უფერებდა;'
არ გაჰყოლია ბავშვებს არასდროს
არც სათამაშოდ, არც სანავარდოდ;
ბავშვი ბავშვობას ვერ იფერებდა.
და ხშირად ტოლებს გრიდებული
სარკმელთან იჯდა გარინდებული.
XXVI
ფიქრიანობა მას აკვნიდანვე
არ შორდებოდა, როგორც დობილი,
სოფლის ცხოვრება უქმად მდინარე
ახლდა ოცნებით შემამკობელი.
უფაქიზეს, ნასათუთევი,
ნემსსშუჩვევი მისი თითები
ვერ აცოცხლებდა სახლში შრომისას
ტილოზე ნაყშებს აბრეშუმისას.
ბავშვს მბრძანებლურინ ყათა ემჩნევა,
როდესაც თავსი მორჩილ ტიკინას
თამაშით აჩვევს ქცევებს რიგიანს,
მაღალ წრის წესებს მასთან ეჩვევა,
მას ზვიადურდ, ენაგაკრეფით
ასწავლის დედის ყველა გაკვეთის.
XXVII
მაგრამ ტანიას ბალღურ ასაკში
ტიკინა ხელში არ ჰკავებია
არ უმართავდა ბაასს: ქალაქში
რა მოდები და რა ამბებია.
ბავშვურ ცეტობას ვეღარ უძლებდა;
გაფაციცებით, ხარბად უსმენდა
საშინელ ამბებს ღამით, ზამთარში,
გული რჩებოდა ნათქვამ ზღაპარში. . .
როცა ოლგასტან სოფლის ბავშვობას
შეკრებდა ძიძა ფართო მდელოზე,
იგი სტოვებდა ტოლ ანგელოზებს,
დაჭერობანას არ თამაშობდა,
თავს აბეზრებდა ბავშვს მხიარული
მათი ხმაურიდა ჟრიამული.
XXVIII
რარიგ უყვარდა მას აივანზე
მზის შეგებება აღმომავალის,
როცა ფერმკრთალი დასალიერზე
წყდება ფერხული ვარსკვლავ ამალის,
როცა ნათელი ხმელეთს შემოსავს,
ქარი გვაუწყებს დილის შემოსვლას
და დღე თანდათან დაიბადება.
ზამთარში, როცა ჩრდილი ადგება
ნახევარსფეროს შავად ნაღვენთი,
ქვეყნის ნაწილი თვლემს სიწყნარეში
და ნისლმოხვეულ მთავარის არილში
ისვენებს ზანტი აღმოსავლეთი.
ჩვეულ დროს, ძილში უცებ კრთებოდა,
იგი სანთლების შუქზე დგებოდა.
XXIX
ადრე იწონებს იგი რომანებს
და სხვას არაფერს აღარ ისურვებს,
თავს შეაყვარებს, აღფთოვანებას
რიჩარდსონის და რუსოს სიცრუეც,
მამამისს კეთილს, სანთო გულისას
და მძევალს წარსულ საუკუნისას,
წიგნეზე ცუდი არ დასცდენია,
თუმცა დრო კითხვით არ გასცდენია,
მათ სათამაშოდ თვლიდა ბავშვთათვის
და არც ეძებდა, თავის ქალიშვილს
რა საიდუმლო ედო ბალიშქვეშ
მთვლემარე ტომი გარიჟრაჟამდის.
ცოლი მეუღლეს სულაც არ ჰგავდა,
რიჩარდსონისთვის ჭკუას კარგავდა.
XXX
შეჰყვარებია ქალს რიჩარდსონი,
არა მისთვის რომ კითხვით გარჯილა
და არა მისთვის, რომ გრანდისონი
რამე ღირსებით ლოვლასს არჩია,
არა! მოსკოვის მკვიდრმა ალვინამ -
თავადის ქალმა დეიდაშვილმა
მათი გარები ბევრჯერ გაბუქა,
როცა ჯერ კიდევ ქმარი არ ერქვა
მის ძალად საქმქროს, როცა თავის დროს
ოხრავდა სხვაზე, როცა გონება
და გული მისი სხვას იწონებდა,
შორით ეტრფოდა იგი გრანდისონს -
გვარდიის სერჟანტს განთქმულს ფრანტობით,
ბანქოს თამაშით, დარდიმანდობით.
XXXI
სატრფოს ბაძავდა მოდურ სამოსით,
მუდამ მშვენივრად, კოხტად ჩაცმული,
მაგრამ არც უთქვამს აზრი თავისი,
დააქორწინეს ხვაზე ქალწული.
მისი წუხილის განსაქარვებლად
ცოლითურთ მალე გამეგზავრება
ჭკვიანი ქმარი თავის სოფელში,
სადაც დასჩემდა ქალს უცნობებში
ცხარე ქვითინი, მოთქმა პირველად,
გაყრა არჩია მეუღლეობას,
ბოლოს მიხედა მეურნეობას,
შეჩვევით იგრზნო კმაყოფილება.
ჩვენც ზენაარის მადლით შეგვრჩება
ბედნიერების ნაცვლად - შეჩვევა.
XXXII
შეჩვევა - მისი სევდის მკურნალი
მოურჩენელსაც შესძლებს მორჩენას,
და დამშვიდდება ქალი სულ მალე,
როცა მიაკვლევს დიდ აღმოჩენას:
უსაქმობის და საქმის შუახანს
ცოლს რაღაც ფანდი გამოუნახავს,
რითაც ესურვა ქმარზე ემეფა
და აღისრულა, რაც მას ენება:
სამუშაოებს მხნედ უძღვებოდა,
ამარილებდა სოკოს ზამთრისთვის.
თავს იცხელებდა ხარჯის დავთრისთვის,
შაბათს აბანოს უნდა სწვეოდა,
მოახლეთ სცემდა გაანჩხლებული,
ქმრის უკითხავად განსჯას ჩვეული.
XXXIII
ნაზ ქალწულებთან ერთ დროს ჰქონია
ალბომში სისხლით წერის უნარი
და პრასკოვიას ხმობდა პოლინად
ამღერებული ხმით მოუბარი. . .
კორსეტსი იყო გამოკვართული
და რუსულ H -ს მსგავსად ფრანგული
N-ის გამოთქმა ცხვირით ძალუძდა,
მაგრამ სულ მალე ყადრი გაუწყდა:
კორსეტს, თავადის ასულს ალინას.
ალბომს, ვნებიან ლექსთა რვეულსაც
ივიწყებს იგი და ძველებურად
ისევ აკულკად ნათლავს სელინას,
და ბოლოს, თუმცა დიდხანს ინახა,
ჯუბა და ჩაჩი ძლივს განიახლა.
XXXIV
მაგრამ ქმარს ცოლი წრფელად უყვარდა,
ქალს გასაქანი მისაც ხალვთი,
მისი ყოველმხრივ სწამდა უნაღვლოდ,
თვითონ ჭამა-სმად იჯდა ხალათით.
სდევდა დინებას მშვიდი ცოვრების
და ხშირად მათთან საღამოებიც
უტარებიათ კეთილ მეზობლებს,
ცერემონიას უჩვევ მეგობრებს;
დარდს იქარვებდნენ, დროს აძაგებდნენ.
სხვათა კილვაში და მასხრობაში
ვიდოდა ჟამი, ამსობაში,
"ოლგა, დაადგი ჩაი", - ბრძანებდნენ,
და ვახშმის შემდეგ, ძილნატრულები
გადაივლიდნენ ეზოს სტურები.
XXXV
წყნარი ცხოვრების გზაზე მშვენიერ '
წარსულის წესებს ვერ ელეოდნენ,
ისინი ყოველ მსუყე ყველიერს
რუსულ ბლინები ეგებებოდნენ;
ყოველ წელს ორჯერ მარხვის ერთგულნი
სუფრულ სიმღერებს ცვლიდნენ ფერხულით,
უყვარდათ მრგვალი საქანელები;
და სამება დღეს მათსოფლელები
როცა უსმენდნენ წირვას მთქნარებით,
ისინი სხივებს განთიადისას
დააპკურებდნე სამ ცრემლს ფაქიზად;
ბურახს ხაფავდნენ მსგავსად ჰაერის,
და მოყვარულნი სტუმართ მიღების
კერძებს აწვდიდნენ ჩინის მიხედით.
XXXVI
სიბერეს ნახეს მათ ერთმანეთის
და ბოლოს ის დღეც დადგა რიგივით,
ქმრის წინ გაიღო კარი შავეთის, '
იხილეს იგი ახალ გვირგვინით.
მან სადილისწინ დასთმო ქვეყანა
და მეზობლებთან ერთად შეყარა
ქალიშვილები, ცოლი ერთგული -
ყველაზე წრფელად ატირებული.
ბატონი იყო გულსმინდოილი
და სადაც მისი ნეშტი ისვნებს,
საფლავის ძეგლი ასე იხსენებს:
ამა ქვის ქვეშე, მწირი ცოდვილი
მონა უფლისა და ბრიგადირი
არს სასუფეველს დმიტრი ლარინი.
XXXVII
თავის მამულში დაბრუნებული
ვლადიმირ ლენსკი ძეგლს მეზობლისას
მოინახულებს და უნებური
ოხვრა დასცდება ნიშნად გლოვისა.
დიდხანს უკვნესდა გული ტკივილით,
ბოლოს Poor Yorick - თქვა სიმძიმილით,
ბევრჯერ ვჭერივარ ხელში, როდესაც
მის მკერდზე მედალს ოჩაკოვისს
ვათამაშებდი ბალღი პატარა;
მე მიბედებდა ოლგას ნეტარი,
მოვესწრებიო იმ დღეს ნეტავი?. . .
და უწმინდესი სევსის ამარა
ლენსკი იმავე წუთში ნაფიქრალს
საფლავის ქვაზე დასწერს მადრიგალს.
XXXVIII
და იგი იქვე ცრემლით დაღარულ
წარწერას უძღვნის დარდით აღსავსე
მშობლების სამარხს პატრიარქალურს. . .
ვაჰ, რომ საწუთროს ნაკვალ-ნახნავზე
წუთით იმკება ყველა თაობა,
რომ იდუმალი გარდუვალობა
მათ ზრდას, მწიფობას, კვდომას აგვარებს,
სხვები მისდევდნენ ძველთა ნაკვალევს
და ჩვენი მოდგმაც ქარიფანტია
იზრედება, ღელავს, დუღს და წრიალებს,
კუბოსკენ ხიზნავს ცოცხალ წინაპრებს.
მალე ჩვენი დროც მოვა, ცხადია.
და შვილთაშვილთა დაიმედებით
წუთისოფლიდან განვიდევნებით!
XXXIX
ჯერ რიგიანად, ტკბილად შეირგეთ,
ძმებო, მსუბუქი ჩვენი ცხოვრება!
არარაობა მისი შევიგნე
და შეგუება მეუცხოება:
ჩვენებებს ვდევნი თვალდახუჭული,
მაგრამ იმედის შორი ჩურჩული
გულს მიფრთხიალებს ზოგჯერ უჩვევად.
წუთისოფლიდან კვალდაუმჩნევლად
წასვლაზე ფიქრი მავსებს ნაღველით.
ვცოცხლობ, ვწერ განა განდიდებისთვის,
მაგრამ მე ჩემი მწარე ხვედრისთვის
მეწადა, ვგონებ, მეტი სახელი,
რომ მხოლოდ ერთი ბგერა წარმტაცი
დამრჩეს ხსენებად, როგორც ძმაკაცი,
XL
ვიღაცას გულზე მაინც მოხვდება
და ქვეყანაზე ბედად შთენილი,
ალბათ, ლეთეში არ აღმოჩნდება
სტროფი ლექსისა ჩემი შექმნილი.
ალბათ (იმედად ესეც ბევრია!),
შემდეგ მოსული იტყვის ხევრია,
შემყურე ჩემი ცნობილ პორტრეტის:
ჰო, მაგრამ მადლი სცხია პოეტის!
მიიღე ჩემის სამადლობელი
ტრფიალო წყნარი ანოიდების,
ვის ხსოვნაშიაც ამოვიზრდები
ჩემი ფრთამალი საგალობლებით,
ვინც გადაუსვამს ხელს და დაიცავს
გვირგვინებს ერთი ბერიკაცისას!
თ ა ვ ი მ ე ს ა მ ე
ქალწული იყო, შეყვარებული (ფრანგ.)
მ ა ლ ფი ლ ა ტ რ ი
"საით? ჰო, რა ხართ, თქვენ პოეტებო!" -
"ნახვამდის. დროა, წავალ, ონეგინ". -
"არ გიჭერ, მაგრამ თქვი, სად გეძებო,
სად გილხინდება საღამოები?"
"ლარინებთან ვარ". - "ძალზე კარგია,
მაგრამ, გეთაყვა! მძიმე ხარკია
ყველა საღამოს იქ დაღამება?" -
"ოდნავაც არა" - "მიჭირს გაგება.
აქედან მათკენ რომ ვიყურები,
ცხადად ჩანს (გჯერა ჩემი ნათქვამი?)
უბრალო რუსულ ოჯახთაგანი,
სადაც ძალიან უყვართ სტუმრები,
მურაბა, ბჭობა სოფლის ამბებზე,
წვიმაზე, სელზე, ძროხების ბაკებზე. . ."
II
"ეგ ჯერ სიგლახედ არ მიმაჩნია" -
"ძმაო, მოწყენა არის სიგლახე" -
"შემძულდა თქვენი ხალხი მანჭია,
შინაური წრის ვარ მეინახე.
იქ შემიძლია. . ." - "ისევ ეკლოგა!
უფალს გავედრებ, კარგი, გეყოფა!
რა ვუყოთ, მიხვალ, გული მეწვება,
მისმინე, ლენსკი, თუ შეგეძლება
შენი ფილიდა რომ ვინახულოთ,
საგანი სენი ფიქრის, კალამის,
ცრემლის, რითმების და სხვა მრავალი.
მიმგვარე". - "ხუმრობ" - "არა, არ ვხუმრობ".
"წავიდეთ" - "როდის? - "თუნდაც ახლავე
ჩვენი მიღება მათ გაახარებს.
III
გავწიოთ".
ორნი ქროლვით ფიცხელით
მიიჭრენ, სადაც ქეიფს გიძნელებს
ზოგჯერ უზომო გამასპინძლებით
სტუმართმოყვრული ჩვენი სიძველე.
იცავენ სუფრის ცნობილ ადათებს:
დგამენ მურაბით სავსე ლამბაქებს,
ტკბილს - გასანთულული, სავსე ხელადა
მოცვის ნაყინით შემოემატა.
. . . . . . . . . . .
. . . . . . . . . . .
. . . . . . . . . . .
. . . . . . . . . . .
. . . . . . . . . . .
. . . . . . . . . . .
IV
ყველაზე მოკლე გზაზეც ძალუმად
შინ მიაქროლებს ეტლი მეგობრებს,
ახლა დავუგდოთ ყური მალულად,
რას ეუბნება ერთი მეორეს:
"რაო, ამთქნარებ უკვე, ონეგინ?"
"დამჩემდა, ლენსკი". "უფრო ღონდები
ახლა, რატომღაც", - "ვარ სულ ერთგვარად,
თუცა ველს ბინდი გადაეფარა;
ჩქარა, ანდრუშკა, გასწი, მოკურცხლე!
ეს ადგილები რა ვერანია!
მართლაც უბრალო არის ლარინა,
ძალზე კეთილი, კარგი მოხუცი,
მაგრამ მაშინებს მოცვის ნაყენით
არ შემეყაროს რამე საწყენი.
V
რომელი იყო იქ ტატიანა?" -
"აი სწორედ ის, სევდით მოცული,
დადუმებული, როგორც სვეტლანა,
სარკმელთან დაჯდა გვიან მოსული" -
"ნუთუ ორთაგან გიყვარს უმცროსი?" -
"რაო?" - "მერჩივნა მასზე უფროსი,
შენებრ მგოსნად მქნა, მისთვის ვილოცებ.
აკლია ოლგას სახეს სიცოცხლე,
ვით ვან-დეიკის ნახატ მადონებს:
პირმრგვალი არის, ღაწფვებწითელი,
ვით ეს უაზრო მთვარე ყვითელი
ამ სულელური ცის კაბადონზე".
ჯერ პასუხობდ ლენსკი უნდილად,
მერე მთელი გზა იქცა დუმილად.
VI
და ონეგინის სტუმრად მიღებამ
ლარინებისას შექმნა საერთო
დაუვიწყარი შთაბეჭდილება,
სამეზობლოშიც ყველა გაერთო.
ვარაუდს მოჰყვა ვარაუდები,
ჩუმად მსჯელობდნე და გამუდმებით
ხუმრობდნენ, ბჭობდნენ ენითმცოდველნი,
ვით ტატიანას ბედის მცნობელნი.
ზოგი იძახდა არაეჭვებით,
რომ ქორწინების საქმე მზადაა,
მაგრამ გადასდეს, რადგან მზადაა,
მათთვის ახალი მოდის ბეჭდები.
ხოლო ხალხისგან ლენსკის ქორწილი
ადრევა იყო სვედალოცვილი.
VII
უსმენდა ამგვარ ჭორს ტატიანა,
სწყინდა კიდევაც, მაგრამ ფარული,
შეუცნობელი გრძნობა ეამა.
ანაზდეული სცნო სიხარული.
გაღვივდა ფიქრი გულსჩავარდნილი,
დრო დადგა - მოჰყვა ტრფობა ნამდვილი,
ასევე მარცვალს ხნულში ნასვენეს
გაზაფხულის მზე აღმოაცენებს.
დიდი ხანია მის წარმოსახვას,
რომ სწვავდა სევდა, ნნებიერება,
საბედისწერო საზრდო ენება;
და განიცდიდა განა ცოტახანს
იგი სათუთი გულის გმინასაც.
დიდხანს ელოდა სული. . . ვიღაცას.
VIII
და, ჰა, ეღირსა. . . თვალთ აეხილა,
ქალწულს აღმოხდა: სწორედ ის არის!
მაგრამ მის გულში დღეღამ ცეცხლია
და მარტოობის მწველი სიზმარიც
მისით ევსება, მისთვის ღონდება,
მისნური ძალით ის აგონდება;
ბეზრდება ტკბილი სიტყვის ლამუნი,
მზრუნველ მოახლის მზერა მალული,
ნებდება ნაღველს, დარდით წამებას,
სევდიანდება ნაზი ასული,
სტუმრებს არ უსჯმენს ფიქრში წასული
და სწყევლის იგი მათ მოცალობას,
მათ მოულოდნელ, უცბად სტუმრობას,
მათ ჩამოსხდომას უსასრულობას,
IX
კითხულობს ახლა რა გატაცებით
იგი ტკბილ რომანს გამაბრუებელს,
რა მომხიბლავად, რა დაწაფებით
სვამს ტყუილს ლამაზს და მაცდუნებელს!
ბედნიერ ძალით ლაღმა ოცნებამ
სული შთაბერა გასაცოცხლებლად -
სიყვარულისთვის შექმნა ვოლმარი,
მალეკ-ადელი და დე ლინერი,
ვერტერი შმაგი, გაწამებული,
და გრანდისონი, გმირი, რომელიც
გახლავთ უბადლო,ძილის მომგვრელი, -
ნაზ მეოცნებეს მათი კრებული
ყველა ერთ სახედ ექცა მთლიანად,
ერთ ონეგინში გაერთიანდა.
X
ქალიშვილს თავი შეყვარებული
მწერლების გმირად წარმოედგინა,
მის სულთან იყვნენ შეხამრებული
თვით იულია, კლარა, დელფინა.
საშიში წიგნით ტყვედ ეხეტება,
წიგნში დაეძებს, წიგნში შეხვდება
თავის იდუმალ წვას და სურვილებს,
გულის სისავსეს ნაყოფს უტკბილესს,
ოხვრით და კვნესით თვისად მიითვლის
სხვის აღტაცებას, სხვის აცრემლებას
და იზეპირებს შეუსვენებლად
წრილს მისაწერს ძვირფას გამირთათვის. . .
მაგრამ ის, გმირი მას ვინც ჰგონია
ნამდვილად განა გრანდისონია.
XI
ერთდროს მგზნებარე მგოსანს ემართა -
მთავარი გმირი მისივ ქმნილების
მაღალფარდოვან ენით ეხატა,
ვითარც ნიმუში სრულყოფილების.
იგი ტრფიალის საგანს უბადლოს
გვაცნობდა, როგორც დევნილს უმართლოდ.
ჭკვიანად, სახესანდომიანად,
სათუთი სულის ადამიანად.
და უწმინდესი განცდით დაზაფრულს
გმირს აღტაცება ძალას მატებდა,
მუდამ მზად იყო თავდასადებად,
და მუდამ ბოლო თავის დასასრულს
ბოროტს ხვდებოდა ხვედირ ძლეულის,
კეთილს - გვირგვინი გამარჯვებულის.
XII
დღეს ბურუსშია ყველას გონება,
ძილს გვგვრის მორალი და განცხომაში
ბიწიერება გულს ეფონება,
უფრო დიდ ზეიმს მართავს როანში.
ბრიტანულ მუზის იგავ-ზღაპრებმა
ქალწულს დაუფრთხო ძილი-ზმანება
და ახლა მისგან კერპადხმობილი
ან ვამპირია გულჩათხრობილი,
ან მელმონტია გზად მოწრიალე,
ბრძენი ურია, ანდა კორსარი
ან ხვაშიადით სავსე სბოგარი.
ლორდ ბაირონის ჟინი ბრწყინვალედ
რომანტიზმისვე ურვას მოასხამს
თვით ეგოიზმის უსასობასაც.
XIII
ძმებო, რას ვპოვებთ აქ სასიკეთოს?
ეგებ მიპირებს ზეცა მაღალი,
რომ პოეტობა მთლად აღმიკვეთოს,
სულს ჩამისახლოს ეშმა ახალი,
და ფების ზავთთა არადჩამგდები,
მდაბალ პროზამდე რომ დავმდაბლდები,
ძველი ყაიდის რომანს ხალისით
განავრცობს დღეთა ჩემთა დაისი.
არა მრისხანე საოცრებანი
და ავკაცობის ტანჯვა ფარული.
მსურს სადად გამცნოთ ჟამგარდასული
რუსული კერის გადმოცემანი,
ჯადო-სიზმარი ძველთ სიყვარულის
და წეს-ადათნი ჩვენი წარსულის,
XIV
მამის ან მოხუც ბიძის ნაუბარს
მოგვითხრობთ ახლა ერთობ უბრალოს,
შვილებს შეხვედრის ადგილს დავუთქვამთ,
სადაც ბერცაცხვეს წყარო უგალობს;
აღვწერ ბედითი ეჭვის კირთებას,
გაყრას, ცრემლიან მათ შერიგებას,
ჯერ წავაჩხუბებ, ბოლოს წყვილები
შეერთდებიან დაქორწინებით.
ისევ სიამით გამახსენდება
მწველი სიტყვები ძველი ტრფიალის,
მათ წარმოვთქვამდი გულის ფრიალით;
უმშვენიერეს სატრფოს ფეხებთან
უთქმელად ერთიც არ დამრჩენია,
ახლა კი ყველას გადავჩვევივარ.
XV
შენსავით დამდის ცხარე ცრემლები,
შენთან ვტირივა, ო, ტატიანა!
შენივე ნებით, შენი სვე-ბედი
ხელ იპყრო ახლა მოდის ტირანმა.
და განწირული, ჯერ იმედების
დამაბრმავებელ ძალით, ვედრებით
უხმობ სიძნელით მოცულ განცხრომას,
სოფლის სიამის ლამობ გაცნობას,
შხამს სვამ ჯადოსნურს და გსიამოვნებს,
ყველგან ოცნება დაგდეს ნებიერს
და წარმოდგენა ყველგან ბედნიერ
მასთან შეხვედრი ადგილს გაგონებს;
ყველგან ის ჩნდება შენთან უცვლელად,
საბედისწერო შემაცდუნებლად.
XVI
ტრფიალის სევდა ძრავს ტატიანას,
და სადარდობლად ბაში შესულმა
უცებ დახარა თვალნი მტირალმა,
ნაბიჯის წადგა აღარ ესურვა.
მკერდი აზიდა - ნაღვლით აღევსო,
ღაწვნი უეცარ ალით აღეგზნო,
სმენა დაეხშო, თვალთ გაუბრწყინდა,
სუთქვაშეკრული ღამეს უცდიდა. . .
ღამეც დადგება, მთვარე გაჰყვება
ცის დასალიერს, როგორც ებგური,
და ბნელ ბაღნარსი გახელებული
ბულბულის ლაღი სტვენა ჩაღდება,
ტატიანასაც ძილი უკრთება
და ძიძას ჩუმად ესაუბრება:
XVII
"არ მეძინება: ოჰ, რა ღამეა,
მცხელა, გააღე, ძიძა, სარკმელი.
გვერდზე მომიჯექ". - "რა გჭირს, ტანია?"
"წარსულზე თქვი რამ დარდის წამგვრელი" -
"რა ვთქვა, გეთაყვა? ძველთა ნათქვამი
ბევრი მახსოვდა ტყუილ-მართალი,
ამბებს ვყვებოდი ხან ავსულებზე,
ხან ალქაჯებზე და ქალწულებზე;
რაიც ვიცოდი, წარსულს მივანდე,
ახლა რას ვხედავ, გარდა სიბნელის
და ჩემი ჯერი სადღაც მიმელის,
დაჩაჩანაკდი". . . - "ძიძა, მიამბე,
თქვენდროინდელი, ძველი რაც არის:
მაშინ ტრფიალით იყავ დამწვარი?"
XVIII
"რა თქვი, ტანია, რას გავბედავდით
იმ დროს ტრფიალის წამით ხსენებას;
რომ გაეგონა საწყალ დედამთილს,
წუთისოფლიდან გამაძევებდა". -
"ვით მოხდა შენი დაქორწინება?" -
"უფალმა, ალბათ, ასე ინება.
ვანია იყო ჩემზე პატარა,
მე კი - ცამეტი წლის კაფანდარა.
ორ კვირას ვლიდა ჩვენთან მაშვალი,
ბოლოს საშველი როცა არ მოგვცა
ჯვარდასაწერად მამამ დამლოცა.
ცხარედ ვტიროდი შიშით გამშრალი,
ჩამომიშალეს ბავშვ ნაწნავები
და საგალობლით საყდარს წავედით.
XIX
და აი, უცხო ოჯახს მიმგვარეს. . .
გატყობ, მოსმენა აღარ გწადია. . ." -
"ოხ, კარგო, ვარამს რა განმიქარვებს,
გული მელევა, ჩემო გადია.
ქვითინი მინდა, მზად ვარ სატირლად".
"ავად ხარ, ჩემო ბალღო, ნამდვილად.
ღმერთო, მოხედე და შეივრდომე.
რა გინდა შვილო? რამე ინდომე. . .
კარგია წმინდა წყალის პკურება,
ერთიან იწვი. . ." "არ ვარ სნეული,
ჩემო ძიძა, ვარ. . . შეყვარებული" -
"ღმერთმა გარიდოს უბედურება!" -
გამდელი მის წინ იქცა ღაღადად
და მიმჭკნარ ხელით პირჯვარს სახავდა.
XX
"მიყვარს", - კვლავ ესმის ძიძას ჩურჩული
და თვალნი ასულს ცრემლით აღევსნენ.
"ჩემო ნუგეშო, გთანგავს უჟმრუი". -
"შეყვრებული ვარ და დამეხსენ".
ამ საუბრისას დისკო მთვარისა
აღვრიდა მიმკრთალ ნათელს ქარვისას
ნაზ ტატიანას ფერმკრთალ მშვენებას,
მხრებზე ჩამოშლილ თმების ჩქერებსაც
წვეთებს ცრემლისას და სკამ-სავარძელს
და იმ ყმაწვილი ქალის პირდაპირ
ჭაღაროსანი, თავსაფრიანი
ბებრის დაბამბულ და გრძელ ტანსაცმელს;
ყოვილმომცველი თვლემდა სიწყნარე
შთამაგონებელ მთვარის წინარე.
XXI
და ტატიანა მთვრის ცქრისას
გულსმინდობილი ცხრა მთას გადევლო. . .
უეცრად, აზრის გაელვებისას,
იტყვის: "დამტოვე მარტო, გამდელო.
მაგიდა ახლოს მოდგა წასვლამდის,
მომეც კალამი, სუფთა ქაღალდიც.
მალე დავწვები. ახლა ნახვამდის".
და, ჰა, მარტოკა მთვარე დაჰნათი. . .
წერს მაგიდაზე მკლავდაბჯენილი,
თავს დასტრიალებს ფიქრით ონეგინს,
ქალწულურ ტრფობის უმანკოებით
ნაუცბათევი სუთქავს წერილი.
კეცავს, ბარათი უკვე მზადაა.
თქვი, კარგო! ვისდა ალერსადაა?
XXII
ვიცნობდი ტურფებს - ხელუკარებლებს,
ცივებს, ვით ზამთარს, და უბიწოებს.
უანგროებს, შეუბრალებლებს,
ჩვენი გონების თვალმიუწვდომლებს.
მათი მოდური უხიაკობა
და ბუნებრივი გულღიაობა
კიდეც მაფრთხობდა, გამოგიტყდებით,
მათ შუბლზე შიშისმგვრელი სიტყვებით
ჯოჯოხეთური დამღა მაკრთობდა:
"სამარადისო დასთმე იმედი".
სიყვარულს გმობდნენ ავბედითები,
შვებას მატებდათ ხალხის დაფრთხობა.
ნევის ნაპირას მათი მსგავსები,
ალბატ, გინახავთ თქვენც ლამაზები.
XXIII
პირმშვენიერთა თაყვანისმცემელთ
წრეშიც ვხდებოდი ქალებს უცნაურს, -
თავმოწონებით, ცივად ისმენდნენ
ვნებიან ოხვრას და ქათინაურს.
და რა შევნიშნე მათ გაოცებით?
ისინი გულგრილ, მკაცრი მოქცევით
ჯერ აშინებდნენ სათუთ სიყვრულს,
მერე, თითქოსდა გრძნობდნენ სინანულს,
ხმაგანაზებით, ლამაზ სიტყვებით
შეეძლოთ გულის მონადირება,
მოჩვენებითი მონანიება.
და ყრმა მიჯნური თავდავიწყებით,
ბრმად აყოლილი მათ სათნოებას
მისდევდა წარმტაც ამაოებას.
XXIV
რა არის ცოდვა ტატიანასი?
ის, რომ არაა ტყუილს ჩვეული
მისი ბუნება ნაღდი, ხალასი
და სწამს ოცნებით გულის რჩეული?
რომ ფანდს ვითარსი სიყვარულისას
არ ცნობს, მორჩილად მისდევს გულისხმას,
რომ არის იგი ასე მიმნდობი,
ღვთისგან აღსავსე მიამიტობით,
წარმოსახვათა ამძვინვარებით,
გონებისა და ნების სილაღით,
თავისებური აზრის სიახლით,
სულის სინაზით და მგზნებარებით?
მას განუსჯელი ეს აღტყინება
ნუთუ არც თქვენგან ეპატიება?
XXV
კეკლუცი ქალი განსჯის გულცივად,
წრფელია ტრფობა ტატიანასი
და მინდობია უხმოდ, უძალოდ
სიყვარულს, როგორც ბავშვი ხალასი.
იგი არასდროს იყტვის: გადავდოთ,
სიყვარულს მეტი ფასი დავადოთ,
ხლართში რომ უფრო ნაღდად გაებას,
ჯერ გავუკენწლავთ თავმოყვარებას
იმედით, მერე სასოწარკვეთით
გულზე წამებად აღვებეჭდებით,
კვლავ გავაცოცხლებთ ამოდ ნათენთი
და ბორკილების მონა მზაკვრი
გამოსასხლტომად მუდამ მზად არი.
XXVI
სხვა სიძნელეთაც ვხედავ წინასწარ:
ქვეყნის ღირსება დაუმცირებლად
უნდა დავიცვა და ტატიანას
წერილი ვთარგმნო აუცილებლად.
რუსულის ცუდად მცოდნე ქალიშვილს
არც ჩაუხედავს ჩვენს ჟურნალებში,
ძალზე უჭირდა მას წინაპართა
ენაზე სწორად აზრის გამართვა.
დიახ, ფრანგულად წერდა ტანია. . .
რა ვქნა! გახსენებთ კვლავ დანანებით:
ჯერაც რუსულად ტრფობა დამების
არ გამოთქმულა, რაც მართალია. . .
ჯერ სიზვიადე ჩვენი ენისა
საფოსტო პროზას ვერ შეეთვისა.
XXVII
ვიცი: ბანოვანთ ძალით აჩვევენ
რუსულად კითხვას. აი საშველი!
მაგრა ვინაა მათში, მაჩვენეთ,
"Благонамеренный-ს" გამშლელი.
ჩემო მგოსნებო! დამემოწმებით:
ხომ მართალია, თქვენი ოცნების
საგანთ შესწირეთ ჩუმად ოდები,
რომ წაგეშალათ ლექსით ცოდვები.
მათ მიუძღვენით გული სამადლოდ,
მათგან მსჯელობდა ყველა რუსულად,
მაგრამ რა ტანჯვით, რა უსუსურად
ამახინჯებდნენ ენას საამოდ,
და უცხო ენა მათდა ბაგეთგან
მშობლიურ ენად არ გადაკეთდა?
XXVIII
ღმერთს ვთხოვ, ბალზე ან ხალხის დაშლისას
ჩემთან შეხვედრა არ გაეფიქროს
სემინარიელს ყვითელშალიანს
ან თალფაქიან აკადემიკოსს.
როგორც ლალისფერ ბაგეთ - უღიმართ,
მე გრამატიკის წესდაურღვევლად
არ ავირჩევდი რუსულს ტრფიალად
და შეიძლება ჩემდა ტიალად
ახალთაობის ლამაზმანებმაც -
ჟურნალთ მუდარის ხმა შეიწყალონ,
რომ გრამატიკა მათგან ვისწავლოთ;
ლექსმა ივარგოს გასახმარებლად.
მე კი. . . მე აბა რა მენაღვლება?
მე და. . . წარსულზე ხელის აღება?!
XXIX
სიტყვა უსწორო, გაუმართავი
და დაუდევრად ატიკტიკება
უწინდებური გულის ფართქალით
მკერდში წარსულად ამიტირდება.
მონანიებით ვერ ვიღაღადებ, -
გალიციზმებსაც ვერ ვუღალატებ,
ყმაწვილურ ცოდვებს ვერ გავექცევით,
ვერც ბოგდანოვიჩს - ტავის ლექსებით.
მაგრამ დამაცათ, ჯერ სათარგმნელად
ჩემი ლამაზის მელის უსტარი,
პირობა დავდე, ახლა უარი
მზადა მაქვს სიტყვის გადასათქმელად.
ვიცი: კალამი ნაზი პარნისა
ახალმა მოდამ იუკადრისა.
XXX
ლხინის და სევდის მგოსნად ცნობილო,
ახლოს რომ მყავდა დღეს სანუკვარი,
შეგაწუხებდი, ჩემო ძმობილო,
მოურიდებელ ხვეწნა-მუდარით.
ეგებ შეგეწყო ჰანგი გრძნეული
ვნებათაღელვად გადაქცეული
ქალწულის უცხო ენით ვალალთან.
სადა ხარ? მოდი მინდა სალამთან
ერთად გამდმოგცე ცემი უფლება. . .
მაგრამ მწუხარე კლდეებს ეული
უმზერს შექებას გადაჩვეული,
თავზე ფინეთის ცა ექუფრება,
დაეხეტება, და მის დაღვრემილ
სულს არ ჩაესმის ჩემი ნაღველი.
XXXI
ხელთ მაქვს წერილი ტატიანასი;
ვივალე მისი წმინდად შენახვა,
ვკითხულობ მალულ დარდით აღსავსე
და გადაკითხვა მინდა ხელახლა.
მან ეს სინაზე ვიშ შეითვისა
ან ეს სილაღე ზარიფ სიტყვისა?
ვინ შთაუნერგა როტვა საამო,
გულსი ღაღადი შეუსაბამო -
ეგზომ წარმტაცი და უკუღმართი?
ვერ გამიგია, მაგრამ მთავრდება
სუსტ და არასრულ ნათარგმანებად
ფერმკრთალი ასლი ცოცხალ სურათის,
ამ მფრთხალ მოწაფე ქალთ დაკარგული
ფრეიშიცივით ხმადაკარგული.
ტატიანას წერილი ონეგინს
წერილს გწერთ, მეტი რა შემეძლება?
სხვა რა სათქმელი მრჩება საშველად?
ახლა კი ვიცი, ნება გეძლევათ -
ზიზღი მოიღოთ ჩემს დასასჯელად.
მაგრამ თუ წამლად მოგეძევებათ
სულ მცირე ცვარიც სიბრალულისა,
არ მიმატოვებთ ბედშავს უღირსად.
თავიდან ჩუმად მოცდა მეწადა;
მერწმუნეთ: ჩემს წვას კდემა-რიდებით
თქვენ ვერასოდეს ვერ გაიგებდით,
იმედის სითბო რომ განმეცადა,
თუნდაც კვირაში ერთხელ, ხანდახან,
მრგებოდა ჩვენსას თქვენი დანახვა.
მხოლოდ მესმინა თქვენი სიტყვები,
მეც მეთქვა რამე, მერე დღედაღამ
კვლავ შეხვედრამდე ერთზე მენაღვლა,
ერთზე მეფიქრა თავდავიწყებით.
მაგრამ შევიტყე: არვის კადრულობთ,
გთანგავთ სოფელი სევდის მომგვრელი.
ჩვენ კი. . . ჩვენ რა გვაქვს სასიქადულო,
და მაინც წრფელი გულის მოგელით.
მაშინ რად, რისთვის შემოგვიარეთ?
ყრუდ და ტიალად შთენილ სოფელში
არ ვიგემებდით ტანჯვის სიმწარეს,
არ მეცნობოდით ჩემს სიცოცხლეში,
სული, უჩვევად რომ მაწრიალებს,
დამშვიდდებოდა (მაგრამ ვინ იცის?. . .)
ალბათ, ვპოვებდი გულის მეგობარს,
შევძლედი ნამვილ მეუღლეობას,
გავწევდი დედის ამაგს შვილისთვის.
სხვა ვინმე!. . . არა, მთელს დუნიაზე
გულს ვერავისით ვერ აღვივსებდი,
უზენაესთან ასე იაზრეს. . .
შენი საბედო მე ვარ ღვთის ნებით.
სიცოცხლე ჩემი ექცა საწინდრად
ჩვენს სწორ პაემანს და მწამს მარადის,
განგებამ ჩემთვის ამოგაბრწყინა,
რომ მიმფარველო კუბოს კარამდის.
მომვლინებიხარ ბევრჯერ სიზმარში,
უკვე გეტრფოდი ჯერაც უხილავს,
ვიწამე შენი მზერა წუხილად,
შენი ხმა ჟღერდა სულის სიღრმეში.
ადრე. . . არ იყო, არა, სიზმარი!. . .
შინ შემოსვლისას გიცანი უმალვე,
დავბნდი, მომენტო ალი მხურვალე
და გაილევა ფირმა: ის არის!
ხომ მართალია? შენ სიჩუმეში
გისმენდი ცხადად, განა ოცნებით.
ოდეს ვზრუნავდი ღარიბთ ნუგეში
ან ათრთოლებულ გულს საგულეში
როს ვაბუდებდი ტკბილი ლოცვებით.
და სწორედ იმ დროს, ვით აცხადება,
შენ არ იყავი, ძვირფას ზმანებად
მჭირვალე ბინდში რომ ჩამოეშვი?. . .
ჩემს სასთუმალთან შესდექ უჩუმრად,
შენგან არ მესმის ტრფობის ჩურჩულად
გამხარებელი სიტყვა ნუგეშის?
ვინც ხარ, მზაკვარი და სათაელი,
თუ ანგელოზი ჩემი მფარველი:
გახსენ ეჭვები გადაკვანძული.
ეგებ არაფრად ჩასაგდებია
სულის ცდუნება ახალგაზრდული!
და სხვა წილხვედრი გამმზადებია. . .
რაც მოხდა, მოხდა. ერთი იმედით
ამიერიდან ჩემს ბედს გაბარებ.
შენთან მუდარის ცრემლად ვიღვრები,
მფარველის ფრთებსაც სენ დამაფარებ.
წარმოიდგინე: მარტოდ დარცენილს
გონება მერთმის და მებანგება,
არავის ძალუძს ჩემი გაგება
და ჩუმად სიკვდილს ვერ გადავრჩები.
შენ გიცდი: მხოლოდ ერთი დახედვით
გამიცოცხლებდე ჩამქრალ იმედებს,
ან მძიმე სიზმარს გადამიკვეთდე,
ვაგლახ, საკადრის წამოძახებით.
ვამთავრებ! ვშიშობ კვლავ გადაკითხვას. . .
სირცხვილით ვიწვი და ვიდაგები. . .
მაგრამ თქვენს სინდისს ვენდე განმკითხავს,
და ის იქნება ჩემი თავდები. . .
XXXII
ხან გმინავს და ხან ოხრავს უჩვევად,
უთრთის ტანიას ხელში წერილი.
სიმხურვალისგან პირი უშრება, -
ენა ვარდისფრად აქვს შეფერილი.
გვერდზე დახარა თავი უძლურად,
სიფრი პერანგი ჩამოუცურდა
უმშვენიერეს მხრებზე ქალიშვილს. . .
ჰა, ქრება მთვარის შუქი და ნისლში
ველი თანდათან სახიერედება,
ვერცხლისფერდება შორს ნაკადული
და სალამურის ჰაგნი გაბმული
სოფლის მაღვიძრად ახმიერდება.
ყველა ამდგარა დიდი ხანია,
ტატიანასთვის დილაც ღამეა.
XXXIII
ვეღარ შეხედა შუქს განთიადის,
ზის თავდახრილი და დაქანცული,
თავისი ბეჭდით ჩუქურთმიანით
ჯერ არ აწვება ბარათს ქალწული.
ამდროს კარები ფრთხილად იღება
და თმაჭაღარა ფილიპიევნა
ასულს ლანგარით ჩაის მიართმევს.
"ადექი, ჩემო თვალის სინათლევ:
უკვე მზადა ხარ, ჩემო ხატებავ!
ჩიტი ბუდიდან უცბად ფრინდება!
გუშინ შემზარა შემოღამებამ!
ახლა უკეთ ხარ. უფალს დიდება!
ვერ გამჩნევ ღამის სევდის ნასახსაც,
ყაყაჩოსფერი გშვენის ხასხასა".
XXXIV
"ოჰ დამდე ვალი, ჩემო გადია. . ." -
"ბრძანე, ჭირიმე, თქვი სათხოვარი" -
"ნუ ფიქრობ. . . თითქოს ეჭვი. ნამდვილად . . .
ხომ ხედავ. . ოჰ! არ. . მითხრა უარი".
"ღმერთი გიშველის კეთილ ქალიშვილს".
"მაშ ასე, ჩუმად, შენი ბადიშის
ხელით გაგზავნე ესე უსტარი,
ო. . . ნთან. . . მეზობლად . . . თან დაუბარე
არსად წამოსცდეს რამე ზედმეტი,
არსად მახსენოს, არ გამამხილოს".
"ვისთან გავგზვნო, ჩემო გაზრდილო?
არა მესმის რა, გამოვჩერჩეტდი.
გარშემო ბევრი მეზობელია,
მათი ჩამოთვლაც ეგზომ ძნელია. . ." -
XXXV
"რა მიუმხვდარი რამ ხარ, გადია!" -
"ჩემო კეთილო, ჟამით დაღლილი
დავბერდი, თავი აღარ მაბია,
ერთდროს მიჭირდა აზრი მახვილი,
ერთდროს ბატონის ძალა-უფლებით. . ."
ოჰ, ძიძა, ძიძა, რას მეუბნები?
რა მეკითხება შენი გონების?
წერილს მივაწვდით დღესვე ონეგინს?"
"ჰო, ეგრე გეთქვა, რად გამაწვალე.
უგონო ბებერს ნუ მიცხარდები,
ვეღარ გაგიგე გულის ნადები.
ისევ გაფითრდი, შენ გენაცვალე?"
"არაფერი მჭირს, ძიძა, საშიში.
ოღონდ, გაგზავნე შენი ბადიში".
XXXVI
დღე გადის. ელის პასუხს ქალწული,
მეორე დღესაც უცდის ბოლომდის,
ლანდადქცეული, დილით ჩაცმული
წუხს ტატიანა, უძლეს მოლოდინს.
ხვდებიან ოლგას თაყვანისმცემელს:
"თქვენი მოყვასი აღარ გვიხსენებს,
არც დღეს გვესტურმა, ალბათ გვემდურის?" -
დიასახლისმა თქვა საყვედურით.
შეცბა, ათრთოლდა მთლად ტატიანა.
"იგი დღეისთვის მოსვლას შემპირდა, -
გაეპასუხა ლენსკი შეკითხვას, -
და ალბათ ფოსტამ დააგვიანა".
ტანიას თვალნი ძირს დაეხრება,
თითქოს ჩაესმის კიცხვა-ყვედრება.
XXXVII
ბინდდება. უსმენს სუფრა საღამოს
სამოვრის შიშინს, ზედ რომ ცხელდება
ჩინურ ჩაიდნით ჩაი საამო
და ქვეშ ბოლქვებად ორთქლი ედება.
მუქი ჭავლისფრად გადმონასხური,
ფინჯნებში ოლგას ხელით ჩასხმული
სურნელოვანი ჩაი ქაფქაფებს,
ბიჭი ნაღბიანს აწვდით ლამბაქებს.
დგას ტატიანა განზე - სარკმელთან,
ცივ მინას ორთქლავს თბილი ნასუნთქით,
და მერე იგი - თითებსათუთი
შენისლულ შუშას ხაზავს რკალებად,
ბოლოს ფიქრიან მზერას მოავლებს
თავის სანუკვარ ვენზელს ო-ს და ე-ს
XXXVIII
მას უკვნესოდა სული მაშინაც,
უვსებდა დაღლილ თვალებს ცრემლები,
უცებ თქარუნის ხმამ შეაშინა,
იქვე, ეზოსთან შედგნენ ცხენები.
ევგენი მოდის. "ახ"! - და იმწამსვე
ჩრდილზე მსუბუქად დახტა წინკარზე,
იქიდან იგი ბაღში მოხვდება;
მიჰქრის, აშინებს უკან მოხედვა.
შემოუფრინა გარს ტატიანამ
ტბას, კორდს, ბოგირებს, კორომს, გუბიანს,
ყვავილნარს გულზე გადაურბინა,
იასამანმა გაატიალა.
და ნაკადული სადაც ეგულვის,
იქვე, ზედ სკამზე სუნთქვაშეკრული
XXXIX
დაეცა. . .
- "ჩვენთვან არის . . . ევგენი!
ო, ღმერთო, ნეტავ რა განუზრახავს?" -
და გული სავსე სიმწრით, გვემებით,
იმედის მღვრიე სიზმარს უნახავს.
ქშენს, ტანში ზარავს სიცხით ალეწილს,
უცდის, ის ნახავს? მაგრამ არ ესმის.
ბაღში ბუჩქების კვალს მიჰყვებოდნენ,
კენკრას კრეფდნენ და ძალით მღეროდნენ
მოახლეები (ბრძანეს ზემოდან,
რომ საბატონო ბაღში კრეფისას
მათს ცბიერ ტუჩებს ჭამა კენკრისა
ჩუმად, მალულად არ შესძლებოდათ
დასაქმებულებს ძალად გალობით:
სოფლურ ანგლობის დიდი წყალობით!)
ქალიშვილთა სიმღერა
ხათუნებო, ტურფებო,
დაქალებო, ნანატრო,
იცეკვეთ, ხათუნებო,
დაუარეთ, კარგებო!
წამოიწყეთ სიმღერა,
სიმღერა სანუკვარი,
მოხიბლეთ მზეჭაბუკი,
მოიზიდეთ ფერხულით.
მზეჭაბუკს რომ მოვხიბლავთ,
რომ შევნიშნავთ შორიდან,
გავიფანტოთ, კარგებო,
ერთბაშად დავუშინოთ
მზეჭაბუკს ალუბალი,
ზედ ჟოლოც მივაყოლოთ
და წითელი მოცხარი.
ნუ მოდიხარ სასმენად
სიმღერის სანუკვარის,
ნუ მოდიხარ საცქერად
ხათუნების გართობის.
X
ასე მღრიან და ხმას წკრიალას
უგულოდ უგდებს ყურს სევდიანი,
თან მოუთმენლად სურს ტატიანას,
რომ დაუწყნარდეს გულის ფრიალი,
რომ გაინელონ ალი ღაწვებმა,
მაგრამ მთრთოლვარე მკერდი არ ცხრება,
აღარც ღაწვების ცეცხლის ნავლდება
და უფრო მეტი გზნებით ალდება. . .
ასე პეპელა კრთება საწყალი,
როცა ფრთებს ჭრელად ანაბდღვიალებს
ცელქი მოწაფის ხელით აფრთხილებს.
კურღელსაც ხნულში იტანს კანკალი
როცა შორიდან უცბად გალანდავს
თოფიან კაცის ბუჩქტან განაბავს.
XI
ბოლოს აღმოხდა ოხვრა ქალიშვილს,
ადგა, სკამიდან წამოიმარტა,
ბილიკს დაადგა და მოსახვევში,
ხეივნის ახლოს ამდროს ინათა
მწველი თვალების შუქმა მის მხარეს,
ევგენი აჩრდილს ჰგავდა მრისხანეს.
როგორც დამწვარი და დახანძრული,
ვეღარ დაიძრა, დადგა ქალწული.
მაგრამ იმედით სავსე შეხვედრის
შედეგის თხრობა ახლა ძნელია,
რაც მითქვამს ისიც ამბად გრძელია.
მკითხველო, მიხმობს დრო შესვენების,
გასეირნების, ძილის დრო მოდის:
მერე როგორმე გეტყვით ბოლომდის. . .
თ ა ვ ი მ ე ო თ ხ ე
ზნეობია საგანთა ბუნებაში (ფრანგ).
ნ ე კ ა რ ი.
I, II, III, IV, V, VI. VII
ქალს რაც ნაკლებად ვეტრფიალებით, -
უფრო ძლიერ და ნაზად ვუყვარვრთ
და ვაბამთ უფრო მეტი გაბედვით
მაცთურ მახეში დასაღუპავად.
დრო იყო, სიძვამ, ბიწიერებამ, '
ვით სიყვარულის მეცნიერებამ
ბაქით, ტრაბახით ყველას აცნობა,
რომ უტრფიალო ნებავს განცხრომა.
მაგრამ გართობა ასე, ამგვარად
ბებერ მაიმუნთ უფრო შეფერით, '
ცნობილთ გარდასულ დროთა შექებით;
ლოველასობა წარსულს ჩაბარდა,
როგორც ტარება წითელ ქუსლების
და პარიკები დიდებულების.
VIII
ფარისევლობა ვის არ მობეზრდა,
თქვა ათასგვარად ერთხელ ნათქვამი,
რიხით ამტკიცო, აზრი, რომელიც
ადრევე იცნობს ყველა მათგანი.
უსმენდე ისევ ნაცნობ პასუხებს,
სპობდე ცრუ რწმენას, რაც არ აწუხებს,
რაც არასოდეს არა ჰქონია,
არც აქვს ცამეტი წლის გოგონიას,
ვის არ მოქანცავს ხვეწნა, მუქარა,
ფიცი, ცრუ შიში, ცრემლის ციალი,
წერილი ვრცელი ექვსფურცლიანი,
როტვა ბეჭდები, ჭორი, მუდარა,
დეიდების და დედის თვალთვალი
და ქმრების ძმობა ძნელასატანი.
IX
ასე ფიქრობდა ჩემი ევგენი,
ვინც სიყმაწვილის შმაგ შეცდომათა
და ბობოქარი, მწველი ვნებების
ძალას პირველად დაემონათა.
გალაღებული კეთილ ცხოვრებით
იხიბლებოდა ერთით დროებით,
როს განხიბლული იყო მეორით,
სურვილი ღლიდა ნაირფერობით,
წარმატებებიც ღლიდა თავნებას,
როცა ხმაურში თუ სიჩუმისას
უსმენდა მუდამ დრტვინვას სულისას,
იგი სიცილით სძლევდა მთქნარებას: -
სიცოცხლის ყველა ჟამზე ანკარა
რვა წელიწადი ასე ატარა.
X
ლამაზი იგი აღარ ეტრფოდა,
მაინც დასდევდა ძალის-ძალათი,
უარს ეტყოდნენ - მალე ცხრებოდა
და სულს უთქვამდა მათი ღალატი.
მათი ძებნისას არ უთრთოლია,
მათი დაკარგვა არ უგლოვია,
მათი ტრფიალი და სიძულვილი
ძლივსღა ახსოდა. ასე გულგრილი
სტუმარი მიდის ვისტზე საღამოს,
ჯდება, თამაში ჩქარა მთავრდება,
მერე ეზოდან გაეგმზავრება,
დაეძინება სახლში საამოდ,
და დილით ადრე ვერც კი გაუწყებს,
გული საღამოს საით გაუწევს.
XI
მაგრამ ტანიას ბარათს ევგენი
გულჩვილად ხვდება, გამოცოცხლდება,
ქალწულის ენით მღაღადებელი
ფიქრებს აუშლის წრფელი ოცნება.
მას ახსენდება ტანჯვით აღსავსე
ფერმკრთალი სახე ტატიანსი
და უმანკოეს, ტკბილი ღრმა ძილით
დაიბანგება, როგორც ყმაწვილი.
ალბათ წარსული გრძნობა ცხოველი
მასში წამიერ მაინც ენთება,
მაგრამ საცდენლად არ ემეტება
სული მიმნდობი და უცოდველი.
ახლა კი ბაღში გადავფრინდებით,
სადაც ორთავე დგას დაფიქრებით.
XII
ორ წუთს ორთავე იდგა მდუმარედ,
მერე მივიდა მასთან ევგენი,
უთხრა: "თქვენ მწერდით, არ იუარებთ,
წერილს გულღია აღსარებებით.
მე წავიკითხე წმინდა, უმანკო
ტრფობის ღაღადი, როგორ უარვყო,
ვარ მოხიბლული თქვენი სიწრფელით,
მისი სითბოთი ღელვა ვიგრძენი
დიდიხანის წინათ მიმქრალ გრძნობების,
მაგრამ არ მინდა თქენი შექება;
სამაგიეროდ შევძლო ეგება,
მსგავსად მაგ თქვენი უბრალოების,
აღსარებითვე ვპოვო საშველი
და თქვენის ხელით დამდოთ სასჯელი.
XIII
თუ მოვისურვე ჩემი ცხოვრების
მყუდრო, შინაურ წრეში მოქცევა,
ხვედრს თუ მამობის, მეუღლეობის
უნდა სიამედ ჩემთვის მოცემა,
თუ დამატყვევებს მხოლოდ სულ ერთი
წამით ოჯახურ ყოფის სურათი.
მაშინ თქვენს გარდა, ცხადზე ცხადია,
საცოლედ არვინ არა მწადია.
არ გეუბნებით წარმტაც მადრიგალს:
თუ დავუბრუნდი ჩემს ძველ იდეალს,
ჩემთა მწუხარე დღეთა იმედად
თქვენს მეგობრობას ვარჩევ ნამდვილად,
საწინდრად ყოველ მსვენიერების
და რაც კი ძალმიძს . . . ბედნიერების!
XIV
მაგრამ შობილი სულ სხვა ქმნილებად
განცხორმისათვის უცხო სული ვარ;
უქმად ვცან თქვენი სრულყოფილება:
არა ვარ მისი ღირსი სრულიად
გწამდეთ (სინდისი მიდგას თავმდებად),
ჩვენი ცოლქმრობა მიჩანს ავბედად.
რომ შეგეჩვევით, გადაგიყარებთ,
ტირილს დაიწყებთ: ცრემლის ღვარები
არ შემითრთოლებს გულს არასოდეს,
პირიქით, უფრო თუ გააცოფებს.
თვითვე განსაჯეთ, რომელ ვარდებით
სურს ჰიმენეის ჩვენი შემკობა
და თან დიდიხნით, როგორც ეტყობა.
XV
რა უნდა იყოს ქვეყნად ოჯახზე
ბედითი, სადაც ცოლი საბრალო
ტირის მეუღლის უმსგავსობაზე
და სულ მარტოა დილას, საღამოს;
სადაც მოსაწყენ ქმარს არ ეშლება
მისი ფასი და არც ბედს ეშვება - ნ
წყევლის მუდამჟამს გაავებული,
გულცივი, იჭვით დანაღვლებული!
ასეთი მე ვარ. ეგეთს ეძებდით,
როცა მაგნაირ უბრალოებით
მგზნებარე სულით, ეგეთ გონებით
მე მწერდით თქვენი მთელი შეგრძნებით?
ნუთუ ასეთი ბედის ღირსი ხართ?
ნუთუ ხვედრს ასე შეურისხიხართ?
XVI
წლებს და ოცნებებს თავს ვერ დავუვლით,
ვერ განახლდება სული ანაზდად. . .
მე თქვენ მიყვარხარტ ძმის სიყვარულით
და, შესაძლოა, უფრო ნაზადაც.
მისმინეთ, ოღონდ ნუ გამიწყრებით,
ყმაწვილი ქალი თავდავიწყებით
ცვლის სხვა ოცნებით მსუბუქ ოცნებას,
როგორც მარადჟამს ხე იმოსება
და ფოთლებს იცვლის ყოველ გაზაფხულს.
როგორც ჩანს, ასე ხდება ღვისძალით
თქვენც შეიყვარებთ, მაგრამ . . . ისწავლით:
ნუ გაამჟღავნებთ უცბად განზრახულს.
სხვა ვერ გაგიგებთ ჩემებრ გულწრფელად;
მარცხი ხვედრია გამოუცდელთა.
XVII
უქადაგებდა ამას ევგენი;
სულის ძლივსმოთქმით, ხისგაუცემლად
და ცრემლთა შორის არასმხედველი
მას ტატიანა დიდხანს უსმენდა.
ხელი აშველა მასი და უბრად
(როგორც ამბობენ მაშინალურად)
მკლაზე დაეყრდნო მას ტატიანა,
მძიმედ დახარა თავი მტირალმა.
შინ გაეშურნენ ბოსნის შემოვლით,
ერთად მივიდნენ იქ, სად ფიქრადაც
მათი დაძრახვა არვინ იკადრა.
სოფელიც შვებად მონიჭებული
თავისუფლებით არის თამამი,
როგორც მოსკოვი ამპარტავანი.
XVIII
ჩემო მკითხველო, დამეთანხმებით,
რომ იგი ძლიერ თბილად მოექცა
ტანიას დაღლილს დარდით, ნაღველით:
მისგან პირველად კი არ მოგვესმა
კეთილშობილურ სულის ღაღადი,
თუმცაღა კაცთა შურით, ღალატით
უღვთოდ გამწარდა მისი ცხოვრება;
მოქიშპეებმა და მეგობრებმა
(ვერ გამოარჩევ ერთს მეორისგან)
ზურგსუკან ბევრჯერ ლანძრეს, აძაგეს.
მტრები ყველას გვყავს ამ ქვეყანაზე,
ღმერთო, გვიხსენი მეგობრებისგან.
ეჰ, მეგობრები, ეს მეგობრები!
არ მყვანან უქმად მოსაგონრები.
XIX
რას ვფიქრობ? რას და . . . მსურს მივაძინო
ფუჭი ოცნება, ფიქრი უთავსი,
მხოლოდ ფრჩხილებში მინდა დავძინო,
რომ არ არსებობს ცილი უხამსი -
სხვენზე მეჭორის მოგონებული,
მაღალწრის ბრბოში მოწონებული,
როლმ არ არსებობს არც უაზრობა,
არც ეპიგრამა რამე ბაზრული,
რაც შენს მეგობარს ღვარძლის გარეშე,
წესიერ ხალხში ღიმილმორევით
შეცდომის ასგზის განმეორებით
არ ეთქვას არამტრულ ანგარიშით:
ისე კი, შენდა ფარად, ის არი:
უყვარხარ. . . როგორც ძმა საფიცარი.
XX
ჰე, ჰე, მკითხველო კეთილშობილო,
ნათესავები ხომ გყავთ ჯანმრთელად?
ნება მიბოძეთ შეგატყობინოთ.
რაც ეგებ მმართებს ახლა სათქმელად.
რაა სახელდობრ ნათესაობა,
რა არის მაინც მათი რაობა:
ჩვენ გვევალება მათ ვუალერსოთ,
გვიყვარდეს, სრული ხათრით ავივსოთ,
და ისე, როგორც ხალხში დაწესდა,
ყოველ შობადღეს უნდა ვეწვიოთ,
ანდ მილოცვა ფოსტით შევწიროთ,
რომ წლის დანარჩენ დროში არცერთმა
აღარ გვიკითხოს, თუნდაც ვკვდებოდეთ. . .
მათ დღეგრძელობა ნუ მოკლდებოდეთ.
XXI
მაგრამ ტრფიალი ნაზი ქალისა
მეგობრობაზე და მოყვრობაზე
სანდოა დ თვით ქარიშხალისას
შენი უფლება გრჩება ტრფობაზე.
ასეა, ოღონდ მოდურ არმურთან
და ბუნებასთან ზნეუცნაურთან
და ხალხის აზრთა ღვარის გუგუნთან
ჩანს ტურფა სქესი მსუბუქ ბუმბულად.
ამასთანავე აზრი მეუღლის
კეთილგონიერ, სათნო ცოლისთვის
კანონი უნდა იყოს ყოველთვის.
ისე კი, წუთით თქვენს უერთგულეს
ქალსაც მხიბლავი გრძნობა აიტანს;
ტრფობით ხუმრობა უყვარს შაითანს.
XXII
ვინღა გიყვარდეს? ვისღა მივენდოთ?
ვინ არ გაგვყიდის ჩვენი არჩივით?
საქმეს და სიტყვას ჩვენს სასიკეთოდ
ვინ ზომავს მხოლოდ ჩვენი არშინით?
ვინ არ გვითესავს ცილისწამებებს?
ვინ არის - ზრუნვით რომ არ გვაწყნარებდეს?
ვინ არის ჩვენსავ ნაკლზე დარდობდეს?
ვინ არ მოგვაწყენს თავს არასოდეს?
მოჩვენებატა მდევრად ქცეულო,
ამაოდ გარჯას ნუღარ იკადრებთ,
თქვენ მარტო თქვენი თავი გიყვარდეთ,
ჩემო მკითხველო პატივცემულო.
უფრო ღირსი და მზრუნველთაგანი
მართლაც სად არის ტრფობის საგანი.
XXIII
რაა შედეგი მათი პაემნის?
ძნელი არ გახლავთ გამოსაცნობად.
ცეცხლი უგონო ტნჯვა-წამების
არ უნელდება წამით საცოდავს
ყმაწვილურ სულში ნაღვლად გაშლილი;
არა, არსაით არ ჩანს საშველი!
წუხს ტატიანა, იწვის საწყალი;
ძილს არ იკარებს მისი საწოლი;
ჯანი, სიცოცხლის ფერი, გართობა,
ქალწულებრივი შვება, ღიმილი
გაუქრა უცებ, შორ ძახილივით
და ქრება მისი ახალგაზრდობა.
ქარბუქიც ასე ბინდით დაჩრდილავს
ქვეყნად ახალი დილის გაჩენას.
XXIV
ეჰ, ტატიანა ჭკნება, იცვლება,
ფერმილეული სდუმს და მწუხარებს,
აღარაფერი ეხალისება,
გულს არაფერი აღარ უხარებს.
მისი შემყურე ხალხი მეზობლად,
რომ აქიცინებს თავს მნიშვნელოვნად,
ჩასჩურჩულებდა ერთურთს: დრო არი,
დროა გათხოვდეს გასათხოვარი!
მაგრამ, კარგებო, დროა ნამდვილდ
გავახალისო წარმოსახვანი,
სვიანი ტრფობა ვნახოთ ახალი.
ღრმა სინანული მბორკავს დარდიანს;
თქვენ მომიტევე, მეც უნებურად
ტანიას ტრფობით გავბრუებულვარ.
XXV
დღითიდღე უფრო იხიბლებოდა
ოლგას მშვენებით ყმაწვილქალურით
და ვლადიმირმა ტკბილი ტყვეობა
შეიგრძნო სულით, ზღვასიყვარულით.
ყოველთვის ერთად ქალის სენაკში
ისხდნენ კუნაპეტ ღამის თევაში,
დასეირნობდნენ ბაღში ერთგულნი
დილიტ ხელიხელჩაკიდებულნი.
მერე რა? კდებით როცა ღელავდა
სიყვარულისგან გახელებული,
ოლგას ღიმილით გამხნევებული
იგი ხანდახან თუ გაბედავდა,
რომ შეხებოდა დალალს ჩამოშლილს
ან დაეკოცნა კალთა სამოსის.
XXVI
ზოგჯერ ის ოლგას წიგნსაც უკითხავს,
დამრიგებლური ართობთ რომანი,
რომლის ავტორი გრძნობს უკეთესად
ბუნებას, ვიდრე შატობრიანი.
ამასობაში ორ, სამ ფურცელსაც
(მტკნარბოდვებიანს, აზრებუმეცარს,
ქალიშვილს რაც არ წაეკითხება)
სტოვეს და იგი წამით წითლდება.
ხან შორს სხდებიან განმარტოებით
ჭადრაკის ძალით შეპყრობილები
და მაგიდაზე დაყრდნობილები
ღრმად ფიქრდებიან თანატოლები.
ბოლოს დაბნეულ ლენსკის მცდარი სვლით
აჰყავს პაიკით ეტლი თავისი.
XXVII
შინ როცა წავა, იგი სახლშიაც
ფიქრებით, ზრუნვით დაფრენს ასულთან,
ალბომის მთროლვარ ფუცლეს არშიად
სურათეს მისთვის ავლებს სათუთად.
ხან ლამაზ ხედებს ხატავს სოფლისს,
კიპრიდას ტაძარს, ქვას საფლავისას,
ხან - მტრედს ლირაზე ობლად შეფრენილს -
კალმით და ფუნჯით ოდნავ შეფერილს.
ზოგ ფურცელს ხსოვნის სვენიდ დაისი,
ქვემოთ კი რიგი ხელმოწრათა;
მან იქ დასტოვა წრფელ ოცნებათა
მდუმარე ძეგლად ლექსი ფაქიზი,
წუთიერ ფიქრის გრძელ ნაკვალევად,
ისევ მრავალი წლის წინ გავლილად.
XXVIII
თქვენ, რა თქმა უნდა ბევრჯერ ნახავდით
ალბომებს მაზრელ ასულებთანაც,
დასვრილს მეგობარ ქალთა ნაჩხაპნით
თავით ბოლომდის და სულერთთავად. . . .
მართლწერის ჯიბრზე, როგორც წესია
მათში უზომო, ძველი ლექსია
მეგობრულ გრძნობით აძგერებული,
შემცირებული, გაგრძელებული.
თან პირველივე გვერდზე დაგხვდებათ.
Qu ecrirer-vous ees tablettes,
და ხელმოწერა: t.a. Annetes:1
________
1 რს დასწერთ ამ ფურცლებზე . . . თქვენი ანეტა (ფრანგ.).
ბოლოსი ასეთ ბწკარებს დახედავთ:
"ვინც ჩემზე მეტს გითანარძნობს,
წერას შემდეგ ის განაგრძნობს".
XXIX
აუცილებლად იქვე შეხვდებით
ნახატს ლამპრისას, წყვილსაც გულისას.
ყვავილთა ახლოს ფიცს შეეყრებით
კუბოს ფიცრამდე სიყვარულისას.
ვიღაც არმიელ პიიტს გაუკრავს
ლექსისთვის ხელი ავაზაკურად.
ასეთ ალბომში, ჩემო ღირსსწონო,
მეც მინდა თავი რომ მოვიწონო.
და გულით მჯერა, გამოგიტყდებით,
ჩემს გამოგონილ ყველა სიცურეს
მოწყალე თვალი ხელად ირწმუნებს,
და ღიმიოლნარევ გაბოროტებით
არ დაიწყებენ მერე განხილვას,
ვცრუობ თუ არა ენამახვილად.
XXX
მაგრამ თქვენ გეტყვით, ცალკე ტომებო,
დაცულნო ქაჯთა წიგნთსაცავებით
და ალბომებო უბადლოებო,
მოდურ რითმოსნებს ვინც აწამებდით.
თქვენ, ვინც ტოლსტოის მარჯვედ წასმული
ჯადოსნურ ფუნჯით ხართ მოკაზმული
ან ბარატინსკის კალმის წვერის ხართ,
ყველა ღვთის ცეცხლით დამიწყევლიხართ!
როცა ღიმილით ქალი ბრწყინვალე
მომაწვდის in-quarto-ს თავისას,
უცებ ბრაზი და ჟრჟოლა ამიტანს,
კვლავ ეპიგრამა ამაწრიალებს
სულის სიღრმეში ნატრიალები,
და მოდი წერე მადრიგალები.
XXXI
განა ვლადიმირს სურს მადრიგალით
ოლგას ალბომის გალამაზება,
მისი კალამი სუნთქავს ტრფიალით,
ცივი ციმციმით არ ალმასდება
რასაც მოუსმენს მას და შეამჩნევს
იგი საწერად მასვე შეარჩევს.
და სინამდვილით არის მდიდარი
ელეგიების სავსე მდინარე.
შენც გული თრთოლვით ეგრე გიმღერის
იაზიკოვო, შთაგონებულო,
ვინ უწყის ვისგან გაოგნებულო;
და მაგ ძვირფასი ელეგიების
ერთად თავმოყრით აღარ გვეღირსა
სრული ამბავი შენი ხვედრისა.
XXXII
მაგრამ ჩუ! გესმით ხმა უმკაცრესი
კრიტიკოსისა? "ჩამოეხსენით
ელეგიათა გვირგვინს გაცრეცილს!"
და ჩვენი ძმანი- სხვა მოლექსენიც '
მის ზავთს უსმენენ: "ტირილს შეეშვით
და ერთფეროვან ყიყინს ლექსებში.
გარდასულ დროზე გლოვა, ვარამი
კმარა, იმღერეთ ახლა სხვა რამე!". . .
"სწორი ხარ. მარტლაც გვირჩევ - განახოთ
ძველი ნიღაბი, ბუკი, ხანჯალი,
აზრთ კაპიტალი დაუხარჯავი
ბრძანებ, ყოველმხრივ რომ განვაახლოთ.
ასე გსურს?" - არა ვით შეგაგონო.
"ოდების წერას გირჩევთ, ბატონო.
XXXIII
როგორც მაქებართ ძალუმ დროების
სჩვეოდათ ძველად ხოტბა ეთნიათ. . ."
"სულ საზეიმო ვწეროთ ოდები!
გვეყოფა ძმაო, ხომ სულერთია?
გახსოვს, რაც უთქვამს ერთ სატირიკოსს!
"უცხო ყაიდის" ეშმაკს ლირიკოსს
უფრო აიტან, ვიდრე ჩვენსავე
მლექსავებს - მუდამ სევდით მკვნესარებს?"
"მაგრამ უმწეოდ ჩანს ელეგია
მიზანუსახო, მიზანსაწყალი,
როცა ოდაა მიზანმაღალი,
კეთილშობილი. . ." აქ შემიძლია
კამათი, მაგრამ რაღაც მაჩუმებს;
ორ საუკუნეს არ წავაჩხუბებ.
XXXIV
დიდებისა და თავისუფლების
თაყვანისცემით ოდებს შეთხზავდა
ლენსკი, ამყოლი შმაგი ფიქრების,
მაგრამ ისინი ოლგას შეზარდა.
სატრფოს წინაშე მგოსნებს ცრემლიანს
ლექსის წაკითხვა თუ გღირსებიათ?
ამბობენ, ქვეყნად სხვარამ საჩუქარს
ვერსად ჰპოვებთო მასზე სანუკვარს.
მართლაც ნეტარარს კდემად ქცეული,
თავის ოცნებას ვინც მას უკითხავს
საგანს ლესისას, სიყვარულისას,
რომ ბნდება ამოდ მინაზებული!
ნეტარარს. . . თუმცა ლამაზს იქნება
იმდროს სრულიად სხვა ეფიქრება.
XXXV
მე კი ოცნების ნაყოფს მადლიანს
და კეთილხმოვან სიტყვათქმედობას
ვუკითხავ მხოლოდ მოხუც გადიას,
ჩემი ბავშვობის ძვირფას მეგობარს,
ან რომ მოვრჩებით სადილს შესაწყენს,
მეზობელს ჩვენთან თვალს თუ შევასწრებ,
ჩავეჭედები იმწამს კალთაზე
და ტრაგედიით მივაფალასებ.
ანდა (ხუმრობით კი არ გაცინებთ),
ჩემს ტბას მარტოკა როცა გარს ვუვლი,
სევდით და რითმით ჩამოქანცული,
გარეულ იხვებს შიშით აცილებთ:
ისინი ტკბილი ჰანგით ფრთხებიან
და ფრინდებიან ნაპირებიდან.
XXXVI. XXXVII
ევგენი რას იქმს? ძმებო, დროული
იყო შეკითხვა. გთხოვთ მოთმინებას,
მისი საქმენი ყოველდღიური
ახლავ წვრილ-წვრილად გეცოდნიებათ.
ცხოვრობდა მსგავსად ანახორეტის
და შვიდ საათზე იგი ყოველთვის
ზაფხულსი, დილის ხალათჩაცმული,
მთისძირ ჩქრიალი წყალთან ჩასული,
ჰგავდა გულნარას გულად ტრუბადურს;
ისიც ჰელესპონტს გადასცურავდა,
მერე შინ თავის ყავას წრუპავდა,
თან თვალს ავლებდა ჟურნალს უბადრუკს
და ტანთ იცვამდა. . .
XXXVIII. XXXIX
გავლა-გამოვლა, კითხვა, ღრმა ძილი,
ჩრდილი ტყისა და მღერა ჭავლისა,
კოცნა ცოცხალი, ჯერ არდაცდილი
თვალებგიშერა ქერა ქალისა.
ცხენი - ფიცხელი, აღვირსნაჩვევი,
სადილი - მუდამ გამოსარჩევი,
ზედ თეთრი ღვინო დასაყოლებლად,
განმარტოება და საყდროვნება:
აი ევგენის წმინდა ცხოვრება;
იგი უგრძნობლად რომ დაბალითდა,
ზაფხულის ნათელ დღEებს არ თვლიდა,
ისე განაცხრო სიამოვნებამ;
არ იხსენებდა ქალაქს, მეგობრებს
და არც მოსაწყენ ზეიმ-ღრეობებს.
XL
ჰგავს ჩრდილოეთის ჩვენი ზაფხული
სამხრეთულ ზამთრის კარიკატურას,
ვიცით, წამს ქრება წამს ჩასახული,
წამით არ ვუმხელთ მაინც სამდურავს.
ცა შემოდგომის უკვე ქშინავდა,
უკვე ბრწყინავდა მზე იშვიათად,
უკვე იკლებდა დღე სასურველი,
იდუმალური ტყის საბურველი,
ხმანაღვლიანად იძარცვებოდა.
ველებს ეფინა ნისლის ბანდები
და ქარავანი მკივან ბატრების
სამხრეთისაკენ იძაგრებოდა.
მალე მოწყენის ჟამი დარეკდა,
იდგა ნოემბრის დარი კარებთან.
XLI
ცივ კუნაპეტში დგება რიჟრაჟი,
მინდვრად შრომის ხმა აღარ გაისმის,
გზაზე გამოდის მგელი წყვდიადში,
მოსდევს მშიერი ძუკნა თავისი.
მათ სუნს დაგეშავს ცხენი სამგზავრო,
დაიფრუტუნებს, მგზავრიც სასწრაფოდ
რაც ძალა შესწევ, გორას აჰყვება.
მწყემსს უთენია არ ენაღვლება
ძროხის გარეკვა, ვით დღე წარსული;
ვერც შუადღისას მისი საყვირით
თავს ვერ მოიყრის სოფლის ნახირი.
ქოხში სიმღერით ართავს ქალწული,
და, მეგობარი ზამთრის ღამეთა.
იწვის, ტკაცუნობს კვარი სარკმელთან.
XLII
და აი, ყინვის ტკაცანს ჰბარდებით,
ველებო, ვერცხლი რომ დაგმჩნევიათ!. . .
(მკითხველი ელის რითმას "ვარდებით",
აჰა, წაიღე ჩქარა. . . შენია!
ახალ პარკეტზე უფრო მოდურად
ბრწყინავს მდინარე, თოშით მორთულა.
მცირეწლოვანი და მხიარული
დაციგურაობს ხალხი ხმაურით.
ბატი მსუქანი, წითელლასტება,
ცურვის სურვილით წყალთან მისულა,
აბიჯებს ფრთხილად, დარბაისლურად,
მაგრამ სხლტება და ყინულს ასკდება.
პირველი თოვლის დაკრთის ნათელი,
ძირს ვარსკვლავებად ცვივა ფანტელი.
XLIII
ამ დროს ყრუსოფლად ხარ უსაქმური,
გაისერნებ? არც ეს გიშველის.
და უნებლიეთ თვალს უსახური
ერთფეროვნება ქანცავს შიშველი.
ტიალ ტრამალზე გინდა ჭენება,
მაგრამ შენს ტაიჭს რა ეშველება -
ყინულს რომ წაკრავს ნალებს გაცვეთილს,
დაუცდი - როდის დაენარცხებით?
გინდა უკაცურ ჭერქვეშ იკითხო
წიგნები პრადტის ან ვალტერ სკოტის?
არ გსურს? დალიე ან გაბოროტდი,
ხარჯის დავთარი არ დაივიწყო.
ხვალაც ასეთი გრძელი საღამო
გავა და გალევ ზამთარს საამოდ.
XLIV
ონეგინს თანგავს ფიქრი, სიზანტე,
სულ ჩაილდ ჰაროლდს ბაძავს ამაში;
გამოიღვიძებს და გაფიცვრამდე
ზის ყინულოვან აბაზანაში.
მერე შინ ფიქრებმოჯარებული,
ხელში ბლაგვკიამომარჯვებული
აღარ შორდება იგი დილიდან
ორბურთულიან ძვირფას ბილიარდს.
როცა სოფელში მწუხრი მოდგება,
თმობს ის ბილიარდს, კიას, მაშინვე,
ბუხართან ხვდება სუფრა გაშლილი;
ევგენი სტუმარს დაელოდება.
ლენსკიც მოაფრენს ეტლს სამცხენიანს;
ჩქარა, სადილი სანამ ცხელია!
XLV
კლიკოს ქვირვის თუ მოეტისაა,
სუფრაზე იმწამს, ზედაშესავით,
გათოშილ ბოთლით პოეტისათვის
შემოაქვთ ღვინო შესანიშნავი.
ჰგავს იგი წყაროს ჰიპოკრენისას,
თამაშობს ქაფის მიმოფენისას;
ერთდროს მხიბლავდა, თავს მაწონებდა,
ლაციცი რაღას არ მაგონებდა.
მისთვის რამდენჯერ (გახსოვთ მეგობართ?)
წვლილი გავიღე უკანაკსნელი.
ზღაპრული ჭავლით უკვდავთ სასმელი
ბადებდა ჩვენში რამდენ შტერობას,
რამდენ ხუმრობას, ლექსებს, სიხარულს,
კამათს და რამდენ სიზმარს მხიარულს!
XLVI
კარგია, ოღონდ არას მარგია,
შუშხუნა ქაფით კუჭს მუხანათობს,
ბორდოს სევეწყე მე მის მაგიერ
კეთილგონიერს და უღალატოს.
აის აღარსმა არ მავალალებს,
აი მახსენებს ლამაზ საყვარელს,
ბრწყინვალეს, ცინცხალს, ამბორდალოცვილს,
მაგრამ თავნებას და გონგამოცლილს.
ძმებო, ბორდოა ჩვენი ძმობილი,
ჭირში საშველად და სამსახურად
ყველგან, ყოველთვის ამხანაგურად
იდგა, ახლაც დგას გულსდანდობილი,
წყნარ მოცალების დროსას იდგება.
მაშ ჩვენს მეგობარ ბორდოს, დიდება!
XLVII
ცეცხლი ჩამქრალა; ძლივს ეფარება
ოქროს ნაკვერჩხალს ნავლი-ნაცარი,
ძლივსშესამჩნევად იწევს რკალებად,
ტრიალებს ბუღი და ალდამცხრალი
ბუხარი სითბოს ძლივსღა გამოსცემს,
ჩიბუხების კვამსლ თვისკენ აცოცებს.
სუფრაზე ბროლის თასი შიშინებს,
მწუხრი იერთებს ჩრდილთა სიხშირეს.
(მიტაცებს ძმურად აყბედებული
სუფრა, ღვინის სმა ტოლ-მეგობრებთან,
მაშინ როდესაც ჟამი მოდგება
მგელს და ძაღსლშუად სახელდებული,
რატომ? არ ვიცი, მეც ვიმეორეგბ!)
დროა დავუგდოთ ყური მეგობრებს.
XLVIII
"სხვა? მესობლები და ტატიანა
როგორ არიან? მითხარ, მაღირსე;
როგორ გყავს შენი ოლგა ცქრიალა?"
"ჭიქა ნახევრად კიდევ ამივსე.
კმარა, გეთაყვა, გაგიხარიან
სალამს გითვლიან, კარგად არიან.
აჰ, ოლგას მხრები, მკერდი რა ნაზად,
რარიგ აევსო!. . . რა გალამაზდა! . . .
რა სულგრძელია! ერთად ოდესმე
მივალთ, მოგხიბლავს დების მშვენება:
თორემ რასა ჰგავს, მათ მოჩვენებად
ორჯერ ეჩვენე და ჩამოეხსენ.
ოჰ, შტერს მღალატობს თავი წყეული:
იმ კვირას მათთან ხარ მიწვეული".
XLIX
"მე?" - დიახ, სწორედ ტატიანასი
შაბათ საღამოს არის დღეობა;
ვერაფრით ახსნი მოუსვლელობას", -
"ხალხი დაგვხვდება იქ უამრავი.
ბრბო მოსაწყენი და გულამრევი", -
"მჯერა, მომსვლელი მათთან არ არის,
შინაურების გარდა, არავინ!. . .
წამო, თუ გინდა ხათრის გაწევა!" -
"მოვალ". - "კარგი ხარ"! - თქვა და მგოსანმა
ჭიქა ასწია, მთლად გამოსცალა
მეზობლის ქალის პატივსაცემად,
და კვლავ ოლგაზე მოჰყვა საუბარს:
ასე სჩვევია ტრფობას სანუკვარს.
LX
ხარობდა. . . ვადამ გაახალისა,
რაც ორი კვირის შემდეგ დგებოდა;
მას ხაშიადი პირველ ღამისა
ტრფობის გვირგვინით ეგებებობა,
ელოდა სიტკბოდ და აღტაცებად.
ჰიმენეს ზრუნვას, ნაღვლით ავსებას,
გულგაციებულ რიგს მთქნარებათა
იგი სიზმარშიც კი არ ხედავდა.
ჰიმენეს მტრისთვის ერთფეროვანი
ცოლქმრულინ ყოფა მუდამ შეიცავს
წყებას შესაწყენ სურათEბისას,
ვით ლაფონტენის თარგის რომანი. . .
საბრალო ლენსკი, გულსმინდობილი
ამ ცხოვრებისთვის იყო შობილი.
LI
უყარდა იგი, ასე ეგონა,
სწამდა და თვლიდა თავს ბედნიერად;
ასგზის ნეტარარს, ვინც დაემონა
რწმენას, და სიტკბოს ნათქვამს ნებიერად
ცივი გონების, ეჭვის გარშე,
ვით მთვრალი მგზავრი ღამის სათევში,
ვით გაზაფხულზე ნაზი პეპელა
სწოვს მათრობელა ყვავილ ნელ-ნელა.
მაგრამ ცოდოა, ვინც წინასწარვე
განჭვრეტს ყველაფერს, თავბრუ არ ესხმის,
და რაც მოძრაობს, სიტყვად რაც ესმის -
გააზრებული სძაგს და ამწარებს.
მის გულს საწუთროს სუსხი მისწვდება
და ეკრძალება თავდავიწყება.
თ ა ვ ი მ ე ხ უ თ ე
ო, ნურც გეხილოს ის საშინელი,
ბნელი სიზმრები, ჩემო სვეტლანა!
ჟ უ კ ო ვ ს კ ი
I
იმ წელს ავდრებით ვერ გველეოდა,
ვერ სცილდებოდა კარს შემოდგომა:
ბუნება ზამთარს დისხანს ელოდა
და ორ იანვარს ღამით მოთოვა.
გამოიღვიძებს და ადრიანა
სარკმლით შეავლებს თვალს ტატიანა
დათოვლილ ეზოს, თეთრყავრიანებს, '
მსუბუქ არშიებს სარკმლის მინაზე.
ხეებს - ზამთრისგან ვერცხლით დაფერილს,
კაჭკაჭებს ლაღად თოვლზე დაფრენილს,
გორაკებს მოსავს ლბილი სინაზე,
ზედ აფენიათ ნოხი ელვარე,
თეთრად მოურთავს თოვლს არემარე.
II
ზამთარი! გლეხი ამდროს ზეიმობს
და გზას ანახლებს თოვლში მარხილით,
მისი ბეხრეკი ცხენი ზერგვინობს,
ძლივს მიჩაქჩაქბს ჩორთით დაღლილი.
ფაფუკი კვალის ამფეთქებელი
მოქრის კიბიტკა დაფეთებული,
კოფოს მეეტლე უზის წახრილი,
წითლად უელავს ქურქზე სარტყელი.
აი, ციაგზე ცუგო დაუსვამს,
დარბის პატარა ბიჭი მსახურის,
თავი აქვს ცხენად წარმოსახული,
ცელქისთვის ყინვას თითი აუწვავს,
კიდეც სტკივა და კიდეც უხარის,
სარკმლიდან დედა უმზერს მუქარით.
III
მაგრამ იქნება თქვენს ყურადღებას
აღარ იზიდავს ასეთ იერის
ბუნების სადა დასურათება,
ცოტა რამ სცხია მას მშვენიერის:
ღვთისგან გამთბარი ზეშთაგონებით,
მდიდრულ სიტყვებით სულ სხვა პოეტი
გვიხატავს პირველ თოვას ბრწყინვალედ,
ზამთრის სიამის ყველა წვრილმანით.
მის მწველ ლექსებში მოგინადირებთ,
მჯერა, ნამდვილად ასე იქნება,
მარხილით ჩუმად გასეირნება:
მაგრამ ჯერ ბრძოლას როდი ვაპირებ
არც მასთან და არც შენთან. მგოსანო,
ფინელი ყმაწვილქალის მლოცავო!
IV
ტანია (რუსი სულით, შეგრძნებით,
რატომ, თვითონაც როდი იცოდა)
იხიბლებოდა ცივი მშვენებით,
რუსული ზამთრის ტრფობით იწვოდა.
უყვარდა ყინვა, ქროლვა მარხილით,
მზისგულიანი დღე რთვილდაყრილი,
ნაცისკრალს - თოვლის კრთომა ვარდისფრად,
ნათლისღებისს ბინდი დაისთა.
მათი ოჯახი დღესასწაულით
ხვდებოდა ხოლმე ამ საღამოებს,
მარჩილეებად ხმობდნენ მსახურებს,
მათგან ყოველ წელს ჩვენი ქალწულნი
ელოდნენ, ოდენ გასცდნენ ბავშვობას,
მხოლოდ სამხედრო ქმრებს და ლაშქრობას.
V
ტატიანასაც სწამდა, სჯეროდა
ძველისძველ ხალხურ გადმოცემათა,
სიზმრის, ბანქოთი მარჩიელობის,
მანგით მომავალის ამოცნობათა:
ენიშნებოდა ცუდი ამბავი
და ხვაშიადით ყველა საგანი
მისთვის რაღაცას მოასწავებდა,
წინათგრძნობანი გულს უწამებდა,
ღუმელზე თათით კატა გრეხია
პირს თუ იბანდა და კრუტუნებდა:
მიანიშნებდა გაუმტყუნებლად,
რომ შინ სტუმრები უნდა ეხილა.
ზეცის მარცხენა მხარეს ახალი
მთვარე თუ ჩანდა წყვილრქანაყარი,
VI
მაშინ ის თრთოდა და ფითრდებოდა.
როცა ვარსკვლავი მრუმე ზეციდან
ქვემოთ მოქროდა ად იპნეოდა,
შემკრთალ ტანიას უცებ ეწადა
მისთვის გაძენდო ჩუმად სათქმელი,
ვიდრე ცდომილი ქროდა ნათელი.
ზოგჯერ შემთხვევით ასეც ხდებოდა,
როცა შავოსან ბერს შეხვდებოდა
ან მინდვრებს შუა გზას გადუჭრიდა
კურდღელი სწრაფი, როგორც ისარი,
ის იდგა შიშით ნათილისმარი.
გზაზე ნაბიჯის წარდგმა უჭირდა:
წინათგრძნობებით სავსეს მაშინვე
გული უგრძნობდა რაღაც საშინელს.
VII
მერა რა? ფარულ სიამოვნებას
პოვებდა იგი სასინელებით;
წინაღობანი მოსგამს ბუნებას,
ასე ვართ მისგან გაჩენილები.
შობას მოჰყვება ლხენა, გართობა.
მკითხაობს ცეტი ახალგაზრდობა,
არ ედარდება მას არაფერი.
მის წინ საწუთროს გზაა საცქერი,
თვალმიუწვდენი: ხოლო სიბერე
სათვალეებით უმზერს სიცხადეს,
მკითხაობს თავის კუბოს ფიცარზე,
მისმა დღეებმა შორს გაიგელვე.
დაუბრუნებლად; მაინც იმედი
ატყუებს ბალღურ ატატინებით.
VIII
ცნობისმოყვარე თვალს არ აშორებს,
დასცქერის დამდნარ ცვილს ტატიანა,
უმზერს ჩამოსხმულ ზღაპრულ არშიებს,
მას რომ საოცრად შეეხმიანა.
პირამდე წყალით სავსე3 თეფშიდან
ბეჭდები მწკრივად წამსვე ჩნდებიან:
როცა ერთ ბეჭედს იღებს ასული,
სიმღერა ესმის ჟამგადასული:
"აღთქმულ მხარეში გლეხიც მდიდრდება,
ვერცხლი ნიჩბებით აეხვეტება:
ვისაც ვუმღერით - დაებედება
მხოლოდ სიკეთე,მხოლოდ დიდება!"
მაგრამ ავს ამცნობს მას ხმა მწუხარე,
გულს ფისუნია უფრო უხარებს.
IX
ღაემა. ყინავს. გუნდი მთიებთა
მოწმენდილ ცაზე რარიგ საოცრად,
რარიგ თანაბრად მოედინება
და ტატიანაც ამ დროს გამოჩნდა
ეზოში, შილიფ ხალათჩაცმული,
მთვარეს უმიზნებს სარკეს ქალწული;
მაგრამ სარკეში ობლად მთრთოლვარე
და ნაღვლიანი მოჩანს მთოვარე.
ჩუ. . . თოვლი ხმას ძრავს . . . სადღაც მგზავრია:
ცერებზე დგება, გარბის ასული,
ისი ძახილი ჰანგად დაძრული
ტკბილ სალამურზე ხმანარნარია.
ვინ ხარ? რა გქვია? ხმა გამაგონე!
უცხო პასუხობს: "ვარ აგაფონი".
X
ტანია ძიძის რჩევას მოისმენს,
ღამის მისნობის იწყებს გაცნობას
და ბრძანებს ჩუმად, მხოლოდ ორისთვის
შიგ აბანოში სუფრის გაწყობას.
მაგრამ შემკრთალი თრთის ტატიანა,
მეც მეშიია - ჩემი სვეტლანა
რომ მახსენდება, მაგრამ შევდგებით. . .
მასთან სამისნოდ არ გავჩერდებით.
მოისხნის სარტყელს ყალამქრიშის,
სამოსს გაიხდის, საწოლს გაიშლის,
წვება, გარს უვლის ლელი ქალიშვილს,
სარკეს ბუბულის აწევს ბალიში,
როგორც სიჩუმე - ღამეს მთვარიანს;
სდუმს არემარე, სძინავს ტანიას.
XI
და ხედავს იგი სიზმარს საოცარს:
გზად უძევს ველი თოვლით მოსილი,
მოდის და ინდორს ვეღარ გამოსცა
მწუხარე ბინდით გარემოცული.
ნამქრებს შორის, მის წინ მქუხარებს,
ზვირთებს აზავთებს რისხვით მდუღარე,
ფაფარჭაღარა, ტალღებმოშავო
ღვაი ზამთარში გაუთოშავი.
ორი ლატანი ყინვით შეკრული
მასზე გადებულ ხიდად ირწევა,
იძვრის, ქანაობს საბედისწეროდ,
ღრიალებს ღვარი გაშმაგებული,
და ტატიანა მაშინ შედგება,
აოგნებს მღვრიე საშინელება.
XII
ვით განშორებას დასანანებელს,
ღვარს ტატიანა მდურვას აყრიდა:
არავინ არ ჩანს, დასახმარებელს
გამოუწოდოს ხელი გაღმიდან.
უცებ შეირხა თოვლის გორაკი
და მის ქვეშიდან, როგორც ქომაგი
დათვი გამოძვრა დიდი, ბომბორა,
ტანია კივის, მხეცი მოგორავს,
თათს ტატიანას უწვდის ბღავილით,
თათს ხშირბალნიანს და ბასბრჭყალებას,
ქალწული ბედავს ხელის ჩავლებას:
შიშით, ცახცახით უფსკრულს გაივლის;
გაღმა გადადის, მაგრამ რა ხდება?
ქალიშვილს უკან დათვიც გაჰყვება.
XIII
ჩქარობს, მიჰყვება გზას ტატიანა,
ისწრაფვის უკანმოუხედავად,
მაგრამ ლაქიამ შავბალნიანმა
არ მიატოვა, მისდევს ერთთავად. . .
წინ ტყე გაშლილა, ფიჭვებს ლამაზად
დამძიმებიათ თოვლით შტოები,
დგანან მშვენივრად მოღუშულები.
შიშველ ცაცხვების, არყის ხეების,
თეთრი ვერხვების მაღალ მწვერვალებს
შორის მთიებთა შუქი ელვარებს,
გადასუდრულან ტყისპირ ხევები;
გზები, ბუჩქნარი და ყველაფერი
ღრმად დაფარულა თოვლის ნამქერით.
XIV
ტყეში ტანიას დათვიც შეჰყვება,
თოვლი მუხლამდე სწვდება ქალიშვილს,
უცებ ხან გრძელი როკი ეხლება
კისერზე და ხან ოქროზარიშის
საყურეს სტაცებს, როგორც მძარცველი,
ხან ლამაზ ფეხზე მას ფეხსაცმელი
სძვრება სოველი, ხან ცხვირსახოცი
დაუვრდება ღონეგამოცლილს
და ასაღებად ვერ დასწვდენია,
შიშობს, ფეხის ხმა ესმის დათვისა,
ცდილობს აწევას კაბის კალთისას
მთრთოლვარე ხელით, მაგრამ სცხვენია.
მოსევს ნადირი, ჩქარობს ქალწული
და ვეღარ მირბის ჩამოქანცული.
XV
თოვლში წაიქცა; დათვი ებდღვნება
და გაიტაცებს ასულს ძუნძულით;
ვერც შეირხევა, ისე ნებდება,
ვეღარც კი სუნთქავს უგრძნობ-უძლური.
მას ტყის ბილიკით მიჰყავს ქალწული,
უცებ უღრანში ერთი საყლური,
შორს გარიყული ქოხი შეხვდებათ,
ქვეყნის ნამქერი ზედ რომ ეხვევა.
ბრწყინავს სარკმელი და შიგ გაისმის
ჯოჯოეთური ხმები ნამდვილად.
დათვი ბურდღუნებს: "აქ მყავს ნათლია:
მასთან გათბები, ცოტას დაიცდი!" -
იძახის იგი და ტატიანას
წინკარის ზღურბლზე სტოვებს ტიალად.
XVI
ერკვევა, ახელს თვალს ტატიანა:
დათვი წასულა; ისმის ზღუბლსმიღმა
ზრინვა, გნიასი ჭიქის წკრიალთან.
ვით ხალხმრავალი ჭირის სუფრის ხმა.
სად წევს - გარკვევა უჭირს ტანიას,
შეიჭვირეტს იგი ჭუჭრუტანიდან
და რას შეხედავს: სუფრას სტუმრები
უსხედან ირგვლივ - სულ ურჩხულები
ჩანს სახეძაღლი ერთი რქოსანი,
მეორეს მამლის თავი აბია,
იქვე დგას ჩონჩხი მკაცრი, ავყია,
გვერდზე ქაჯი თხის წვეროსანი,
კუდა ჯუჯასთან სხარტად გახედავს
ნახევრად წეროს, კატას ნახევრად.
XVII
თვალს იგი შემძრავ სურათს შეავლებს:
ბობღავს ობობა კიბოს მზიდველი,
ბატის კისერზე ქალი ტრიალებს,
ზედ დამხობია ჩაჩი წითელი.
ქარის წისქვილი ცეკვავს, ბუქნაობს,
ფრთებს ატკაცუნებს, არხევს უქაროდ;
ისმის ხარხარი, ყეფა, ხმაური,
სიმღერა, კაცთა ხმა, ცხენთა თქარუნი.
ხედავს ტანია, მათთან რომ არის
ის ვინც შორიდან იცნო სტუმრებში,
მისთვის საშიში, მისივ ნუგეში -
მთავარი გმირი ჩვენი რომანის.
ზის ონეგინი და ალმაცერი
მზერით სუფრიდან კარებს გასცქერის.
XVIII
იგი ანიშნებს - ყველა ირჯება;
იგი სვამს - ყველა სხვამს და გიჟდება;
იგი იცინის - ყველა ბჟირდება,
წარბს შეკრავს - ყველა წამში დინჯდება.
იგი ბატონობს მათზე, ეტყობა.
ტატიანასაც უკეთესობა
ემჩნევა, ფრთხილად კარს ხელს შეახებს,
ცნობისმოყვრულად, ოდნავ შეაღებს.
უცებ დაბერავს ქოხში გრიგალი,
ჭაღებს ჩააქრობს და ავსულები
შეშფოთდებიან გალურსულები;
მათ ონეგინი თვალთა ბრიალით
აჰყრის, სუფრიდან გრგვინვით ადგება
და კარებისკენ გაემართეა.
XIX
შიშით ილევა და ტატიანა
მალე გაქცევას ლამობს აკრძალულს,
მოუთმენლობამ ააწრიალა,
კივილი უნდა, მაგრამ არ ძალუძს.
ევგენი აღებს კარებს ხმაურით
და ჯოჯოხეთის მავნე მსახურნი
მოვლენილ ასულს, როგორც მსახვრალნი
ხვდებიან ველურ, ბოროტ ხარხარით.
დაკლაკნილ ენებს, კუდებს ბამბურებს,
ეშვებს, ულვაშებს, თვალებს ანთებულს,
რქებსა და თითებს გადაძვალებულს,
ხორთუმებს ყველა მისკენ აბრუნებს
და ყველას პირი დაუბჩენია,
- ჩემია! - ყველა ყვირის - ჩემია!. . .
XX
ჩემია! - მკაცრად ბრძანა ევგენიმ
და უცებ გაქრა ხროვა ავსულთა,
ბნელ და გაყინულ ქოხს ონეგინი
შერჩა მეგობარ სათნო ასულთან;
მიიყვანს იგი მორჩილ ტანიას
კუთხეში, სადაც კოჭლი სკამია.
ზედ დაასვენებს, მერე იხრება
მისი მკერდისკენ; უცებ იღება
კარი და ხედას - ოლგა ესტუმრათ,
ლენსკიც შემოსდევს; შუქი ენთება,
ონეგინს გულზე ცეცხლი ედება,
ხელს აქნევს, თვალებს ქაჩავს მხეცურად
და ძალად სტუმრებს ლანძღავს ყვირილით,
წევს ტატიანა გარდავლილივით.
XXI
დავა თანდათან უფრო აზავდა,
უცებ გრძელ დანას დასწვდა ევგენი;
ლენსკი დაეცა, და შემზარავად
დაბნელდა; გულის შემქანებელი
კივილისგან ქოხი შეირწა. . .
ტანიას ელდით გამოეღვიძა. . .
ხედავს: ოთხი სუნთქავს სინათლით;
მეწამულ სხივებს ჰფენს განთიადი
გაფიცრულ სარმკმლებს, კარი იღება
და ჩრდილოეთის ცისკრის ციალად,
ფრთამალ მერცხალზე სწრაფი, ცქრიალა
ოლგა შემორბის და ეკითხება:
აბა, ვინაა, თქვი, გამიმხილე,
ის ვინც წუხელის სიზმრად იხილე.
XXII
მაგრამ ვერ ამჩნევს დას ტატიანა,
წევს სასთუმალზე თავმიდებული,
წიგნი უჭირავს და მის შრიალა,
ფურცლებს მიჰყვება გარინდებული.
თუმცა ეს წიგნი არ გადმოსცემდა
არც მგოსნის ფიქრებს, არც ნაოცნებარს,
არც სიბრძნეს და არც სცენებს ლირიულს,
მაგრამ არც რასინს, არც ვირგილიუსს,
არც ლორდ ბაიორონს და არც სენეკას,
არც სკოტს, არც ჟურნალს ქალთა მოდების
ელტვიან მსგავსი თავგამოდებით,
როგორც მას, ძმებო, მარტინ ზადეკას,
სიზმართამომხსნელს, ყოვლის წინამთგრძნობს,
ქალდეველ ბრძენთა ცნობილ წინამძღოლს.
XXIII
ეს ღრმა თხზულება განმარტოებულ
სახლში ქორვაჭარს მოუტანია,
ცალკე მალვინას ძველი ტომებიც
შეუსყიდია მისგან ტანიას
ძლივს, სამ მანეთად და ათ შაურად.
ჩარჩი უსართოდ არ დაჩაგრულა:
გაშორებია წიგნის კარადა
სრული კრებულის ბაზრულ იგავ-არაკთა,
ორ პეტრიადას და ტომს მეასმეს
მარმონტელისას და გრამატიკას. . .
შემდგომ ამისა მარტინ ზადეკას
უმხელს ასული ნაღველს მკვნესარეს,
მას შესციცინებს, მას არ იცილებს,
მასთა წვება და მასთან იძინებს.
XXIV
წუხელ ნანახი ზარავს სიზმარი -
არ უწყის, როგორც ურავს იმალავს:
საშიშ ოცნების ნაგულისხმარის
მალე შეცნობა სურს ტატიანას.
დახედავს მოკლე სარჩევს ასული,
ანბანთა რიგში ხვება: ავსული,
ბინდი, ბურუსი, დათვი, სავალი,
უღრანი, ხიდი და სხვა მრავალი. . .
ვერ განუქარვებს ეჭვებს ზადეკა:
მაგრამ ბოროტი და საზიზღარი
კარგს არ უქადის არას სიზმარი,
გრძნობს, სამწუხარო რაღაც მზადებას. . .
რამდენიმე დღეს არ ასვენებდა,
სიზმარი იგი თავს ახსენედა.
XXV
ცაზე აისი ჩნდება ალისფრად,
თავისი ხელით ფერმეწამულით
დილის ველებზე მზედ და ხალისად
დღეობა მოჰყავს დღესასწაულით.
ლარინთა სახლში ხალხი მოგროვდა
დილიდან, მოდის სამეზობლოდან,
ყველა ოჯახით მოაჯირითებს
ეტლებს, მარხილებს, ბრიჩკებს, კიბიტებს.
დრეფანს მომსვლელთ ტალღა აწყდება,
უცნობებს ერთურთს აცნობს სასტუმრო,
ლეკვთ ყეფა, ქალთა კოცნა მატულობს,
ზღურბლთან ჭედვაა; წუთით არ წყდება
ზრინვა, ხარხარი, სტუმართ სალამი,
გამდელთა, ბავშვით კივილ-ვალალი.
XXVI
მოდის მეუღლით ჩათქვირებულით
პუსტიაკოვი - ცოლზე მსუქანი,
სოფლის მეურნედ ხალხში ქებული
გვოზდინი - ღატაკ გლეხთა უფალი.
ჭაღარა ცოლ-ქმრის სკოტინინების
კვალდაკვალ ჯოგი მოდის შვილების,
ოცდაათი წლის მოსდევს ორწლიან,
ნახავთ პეტუშკოვს მაზრელ კოპწიას
და ჩემს განაყოფ ძმას ბუიანოვს,
ბუმბულით მოსისლ, გრძელკრტუზიანს,
ყველასთვის ნაცნობს, როგორც ტუზიანს,
ნახავთ გადამდგარ მრჩეველ ფლიანოვს -
ბილწ ჭორიკანას, გაქნილ აშაქარს,
მექრთამეს, ხარბს და ტაკიმასხარას.
XVII
ოჯახს პანფილე ხარლიკოვისას
ჩამოჰყვა ახლა და ტამბოვიდან
ოხუნჯი, წითურ პარიკოსანი
მუსიე ტრიკე მათთან მოვიდა. . .
როგორც ჭეშმარიტ ფრანგს თან ეგულვის
ტატიანასთვის გამზადებული
კუპლეტი ბავშვთა ჰანგზე სამღერი:
Revellez vous, belle endormie 1
ძველ ალმანახში იყო მანამდე
ლექსად ნაბეჭდი ესე კუპლეტი.
ვით მიხვედრილი, მარჯვე პოეტი
ტრიკე მას ხელად მკვდრეთით აღადგენს
და იგი ნაცვლად belle Nina2
თამამად ჩაწერს belle Tatiana3.
XXVIII
ახლო დაბიდან მათთან მობრძანდა
___________
1 გაიღვიძეთ, მძინარე მზეთუნახავო.
2 მშვენიერი ნინა.
3 მშვენიერი ტატიანა
როტის უფროსი - დგება სტუმრებში,
კერპი მოწიფულ გასათხოვარტა
და მთელი მაზრის დედათ ნუგეში.
იგი ეწვიათ ნამ,დვილ სიახლეთ,
პოლკის მუსიკის ხმაზე ვილაღებთ!
თვით პოლკოვნიკმა ასე ინება!
ყველას უხარის, ბალი იქნება!
ქალიშვილობა ხტის სულწასული,
მაგრამ საჭმელი მოაქვთ. წყვილებად
სუფრის გარშემო ხალხი მწკრივდება.
ტანიას მხრეს დასხდნენ ასულნი,
კაცნი პირისპირ, პირჯვარს იწერენ
და ბრბოს ბზუილში სუფრას იწყებენ.
XXIX
წუთიერ წყდება ხმები საუბრის:
ჭამა ჩაღდება; აწი იწყება
დანა-ჩანგლის და ჭურჭლის ჩხარუნი
და წვრილ სასმისთა არიწკინება.
მერე ატყდება კვლავ მხიარული
სტუმართ ხმაური და ჟრიამული:
ყურს არ უგდებენ ერთურთს ისინი,
სუფრა კამათობს, ხვნეშის, იცინის,
უცებ იღება კარი ყურთამდის,
შემოუძღვება ლენსკი ონეგინს.
"მადლობა უფალს თქვენის მოვლენით!" -
დიასახლისი ყვირი პურადი.
მისწი-მოსწევენ თეფშებს და სკამებს,
მოსულ მეგობრებს ერთად დასხამენ.
XXX
მათ ტატიანას თვალწინ დასვამენ
და დილის მანგზე ფერგადასული,
მფრთხალი შველივით ტანმოცახცახე,
ზირს ხრის მინისლულ თვალებს ასული.
სუნთქვას უჩქარებს კვეთე ვნებათა,
ბნდება და ორთა მისალმებათაც
ვერ ისმენს, ლამის ცრემლი დაღვაროს,
ლამის წაერთვას გრძნობა საბრალოს,
მაგრამ გონება და ნებისყოფა
დააძლევინებს წამებს გამოცდეის,
იგი ორ სიტყვას ჩუმად გამოსცრის,
თავშეკავების ძალა ეყოფა,
ძალა - უმწარს წუთის დაძლევის
და უსიამო სუფრის გაძლების.
XXXI
ტრაგინერვიულ გამოვლენების,
ქალწულთ გულისყრის, ცრემლის ქალწულთა,
კარგახანია არ სწამს ევგენის,
მათს რაობაში ბევრგზის დარწმუნდა.
თუმცა ესწრებოდა დიდ დარბაზობას,
ეს უხიაკი მაინც ბრაზობდა,
მაგრამ ქალიშვილს თრთოლვა მალული
შენიშნა და ხრის თვალს სინანულით.
წამს გაიფხორა გაჯავრებული
და დაიფიცა მან შურისგება,
ლენსკის გაკენწვლა, გაგულისება.
ახლა წინასწარ გამარჯვებული
გასცქერის სტუმრებს, როგორც ნატურებს
და ფიქრში ხატავს კარიკატურებს.
XXXII
და რა თქმა უნდა, ევგენის გარდა
ტანიას ჭმნვის მოწმე სხვაც არი,
მაგრამ სამზერლად, განსჯის საბაბად
ამჟამად იქაც მსუყე ნამცხვარი. . .
(საუბედუროდ გადამწათხული)
და აი, ბოთლით თავგასანთულილით
მოაქვთ შემწვარს და ბლაან-მანჟეს შუა
ციმლიანკური ღვინო შუშხუნა,
მასთან სასმისნი წვრილნი, მაღალნი,
შენი ნარნარი, ნაზი ტანივით;
ზიზი, მიმზევებ სულს კრისტალივით,
ხარ ჩემთა წმინდა ლექსთა საგანი
და მომხიბლავი ვნებათ ფიალა,
ბევრჯერ დამათრო შენმა ტრფიალმა!
XXXIII
როცა ავარდა სველი საცობი,
ბოთლიდან ღვინომ წამოიჩქეფა;
და აი, რისხით ჩვენი ანცნობი
მუსიე ტრიკე წამოიჭრება,
კუპლეტით დიდხანს გაწამებული.
სმენად იქცევა სტუმართ კრებული;
ცოცხალ-მკვდარივით ზის ტატიანა.
ფურცელი მისკენ მიატრიალა
ტრიკემ, სიმღრით ყალბად მიმართა.
აქუხდა ტაში, ვაშას ზახილი,
ტანიაც შეხვდა მას თავდახრილი.
პოეტმა მორცხვმა, მაგრამ დიადმა
პირველმა ლოცვა უძღვნა გულწრფელი
და მას გადასცა უცბად ფურცელი.
XXXIV
უსმენს მილოცვებს და მისალმებებს,
მათ ტატიანა უხდის მადლობას.
ევგენი ამჩნევს ნაღველს მწამებელს
და როს აპირებს სიტყვით ადგომას,
მის სულში მკრთალი, ჩამოქანცული
სიბრალულს ბადებს სახე ქალწულის.
ქალიშვილს უხმოდ მიესალმება,
ოღონდ სინაზე მისმა თვალებმა,
აელვეს რაღაც თბილი იმედით;
ეგებ გრძნობები მართლა ართობდა
ან კეკლუცობდა ან თამამობდა.
ან უნებლიეთ ანდა სიკეთით,
მან მზერით სიბთო ამოდ გამოსცა,
ტანიას გული გამოაცოცხლა.
XXXV
დგებიან, სკამებს ახმაურებენ;
სასტუმრო უცბად ხალხით ივსება:
ასე ტკბილ სკინდა გულნი ფუტკრების
ველზე ზუზუნით გაიხიზნება.
ქებით სადილის შემამკობელი
მეზობლის ცხვირწინ ქშენს მეზობელი.
ბუხარს უსხედან დასად ქალები,
კუთხეში დგანან ლამაზმანები.
მწვანე მაგიდა ბევრგან გაშლილა;
მოხუთ ბოსტონი უცდიდ ლომბერის.
სულწრაფთ განთქმული ვისტი მოელის.
გვანან ერთმანეთს, რაც თამაშია.
ერთფეროვნებით, მოცვეთილობით
პირმშონი ხარბი მოწყენილობის.
XXXVI
გაითამაშეს ვისტის გმირებმა
მერვე რობერი და მათ ადგილიც
რვაჯერ იცვალეს, ჩაი რიგდება.
დროსი განსაზღვრა მიყვარს სადილით,
ჩაით და ვახშმით, ჩვენ ანგარიში
დროისა ვიცით ჯაფის გარეშე,
არა გვჭირდება გამრჯე ზედმეტი
კუჭია ჩვენი ზუსტი ბრეგეტი.
აქვე ფრჩხილებში უნდა აღვნიშნოთ,
რომ ჩემს სტროფებში ხშირად ვახსნებ
მეჯლისებს, ლხინებს, საჭმელ-სასმელებს,
სუფრებს, საცობებს უანგარიშოდ.
ვით შენ, ღვთიურო დიდო ომირო,
სამი ათასი წლის ოქროპირო!
XXXVII, XXXVIII, XXXIX
ჩაი შემოაქვთ და ლამაზთაგან
ლამბაქთა დინჯად გადმოღებისას,
უცებ ისმენენ ხმას დარბაზიდან
ფლეიტების და ფაგოტებისას.
მუსიკის ჭექა აღაფრთოვანებს,
თმობს პეტუშკოვი ჩაის რომნარევს,
მიდის პარისი დაბა-ქალაქთა
ოლგასთან, ლენსკი - ტატიანასთან;
მუსიე ტრიკე უწყებს ფრანტობას
ძველ შინებარეს ხარლიკოვსისა,
მყის გააქანებს ვალსის ხმობისას
ბუიანოვი პუსტიაკოვას.
მალე დარბაზში ყველა გაცვივდა:
დაწყვილდნენ, ბალი ხელად გაბრწყინდა.
XL
მქონდა რომანი წამოსაწყებად
(ნახეთ პირველი ჩემი რვეული)
პეტერბურგული ბალის აღწერა
ალბანის მსგავსაც ჩაფიქრებული.
მაგრამ გავფრინდი შორს ოცნებებით
და გამიტაცეს მოგონებებით
თლილმა წვივებმა ნაცნობ ქალების.
ამყოლი თქევნი მომცრო კვალების,
წვივებო, კმარა, აღარ შევცდები!
გზა სიყრმის გაცვლით უნდა ვიცვალო,
ნამდვილად დროა - ჭკუა ვისწავლო.
სიტყვის და საქმის მართვას ვეცდები,
და ამ მეხუთე რვეულს უთვალავ
წიაღსვლას კალმით გამოვუკვალავ.
XLI
ერთფეროვანი და დამთხვეული,
ციცხალ სიცოცხლის მსგავსი გრიალით
ქუხს და ტრიალებს ტალღად რხეული,
წყვილებს ალევებს ვალსის გრიგალი.
შურისძიების ჟამი ღვივდება,
ონეგინს ჩუმად ჩაეღიმება,
ოლგასთან იდის, თავს აიცეტებს,
სტუმართა ირგვლივ მასთან იცეკვებს.
მერე ჩამოსვამს სკამზე ქალისვილს,
ათას რამეზე უწყებს საუბარს,
და როცა ვალსი ისევ დაუკრავს,
კვლავ მასთან ცეკვას აღად დაიშლის,
სახტად დარჩება ყველა ამჯერად,
ლენსკის საკუთარ თვალის არ სჯერა.
XLII
მაზურკა გრგვინავს და ჟამს გავხედავ,
ოდეს მაზურკა უცებ ნაფეთქი
ვეებერთელა დარბაზს არყევდა,
და ტკაცუნებდა ქუსლქვეშ პარკეტი
ძრავდა ჩარჩოებს კარს-სარკმელებისას,
ახლა კი, მსგავსად ნაზ ქალებისა
სრიალით ვცვითავთ ფიცართ გალაქულს,
ქალაქში წესებს ვიცავთ ქალაქურს.
მაგრამ გვიფარავს ისევ სოფელი,
შემოუნახავს მას მაზურკაში
ისევ ქუსლები, ხტუნვა, ულაში.
მაზურკაის პეწი პირველყოფილი
არ შებღალულა მტარვალ მოდისგან,
სახადით რუსთა ახალ მოდგმისა.
XLIII- XLIV
ფიცხ ბუიანოვს - ჩემსავ ბიძაშვილს
მოჰყვება ოლგა და ტატიანაც.
ჩვენი რომანის გმირი იმ წამში
ოლგას აცეკვებს ლაზათიანად,
თან დაუდევრად მისდევს სრიალით,
მას ჩასჩურჩულებს პირმომცინარი
რაღაც უშვერ და უზრდელ მადრიგალს,
ხელზე ხელს უჭერს, უბრდღვიალდება
ქალიშვილს სახე ამპარტავნული,
ლენსკი ყველაფერს უმზერს: ენთება,
ეჭვის ალმური გულზე ედება,
წყრება პოეტი თავდაკარგული,
უცდის მაზურკის უცბად ჩახშობას,
კატილიონზე ოლგას თანხმობას.
XLV
მაგრამ უარობს ოლგა. არ ძალუძს?
რა მოხდა? სიტყვა მისცა ონეგინს.
ღმერთო, რას ისმენს?. . . როგორ სასწაულს!
ვით შესძლო?. . . წამი დგას გაოგნების.
მას ჩვილის ჩვრები შარსან გასცლია,
ცეტ და მანჭია ბავშვად გაზრდილა,
შეუსწავლია უკვე მზაკვრობა,
გაცვლა, ღალატი, უკუღმართობა!
ელდის გაძლების ძალა არ დარჩა
და ლენსკი თვალთმაქც ქალთა წყველისას,
გადის, მოითხოვს მოგვრას ცხენისას;
მსწრაფლ გაჭენდება. წყვილი დამბაჩა
და წყვილი ტყვია - სხვა გზა არა ჩანს,
რომ ხვედრის მისი სწრაფად გადაჭრას.
თ ა ვ ი მ ე ე ქ ვ ს ე
იქ, სადაც დღენი მოღრუბლულნი და
ხანმოკლენი არიან, იბადება ხალხი, რომე-
ლიც უტკივილოდ კვდება. (იტალ).
პ ე ტ რ ა რ კ ა
I
ნახავს რა ლენსკის ჩუმად გაპარვას,
ონეგინს ისევ დარდი ჩამოღლის,
ოლგასთან ახლოს ურვა დაღარავს
შურისძიების წამით კმაყოფილს,
ევგენის ოლგაც აჰყვა მთქნარებით,
ლენსკის ეძებდა ლამაზ თვალებით,
ავ სიზმარივით მას გულს ულევდა
კატილიონი დაუსრულებლად.
ცეკვა დამთავრდა. ვახშმად გადიან,
წინა კარიდან ქალწულთ ბინამდის
სწოლებს შლიან სტუმრებისათვის, '
სუყველას მშვიდი ძილი სწადიან.
ჩემი ევგენი მათ გასცილდება,
შინ მარტო გასწვს დასაძინებლად.
II
ყველა მილაგდა და სასტუმროში
ხვრინვა გაუდის სქელ პუსტიაკოვს
თავის სქელ ცოლთა. სასადილოსი
სკამებზე სძინავს ჩვენს ბუიანოვს,
პეტუშკოვს, გვოზდინს, სნეულ ფლიანოვს.
ცაჩშელანძღული, თბილსაცვლიანი
მუსიე ტრიკე წევს იატაკზე.
დების სენაკში სძინავთ ლამაზებს.
სარკმელთან ობლად დგას ტატიანა,
აღარ ასვენებს მწარე ნაღველი,
შემოვლებია თავზე ნათელით
შარავანდედის მსგავსად დიანა,
მის თვალზე ძილი არ ისადგურებს
და ბნელით მოცულ არეს გაჰყურებს.
III
მათთან ევგენის უცბად სტუმრებამ,
მის თვალთა თბილმა შუქმა იმედის,
ოლგასთან ქცევის უცნაურობამ
გამსჭვალა იგი სულის სიღრმემდის.
არა, არ ძალუძს მისი გაგება,
იჭვნეულ სევდით ფორიაქდება,
თითქოსდა გულზე ცივ ხელს უჭრენ,
თითქოს უფსკრული თვალებს უჭრელებს,
მის ქვეშ ღრიალებს მღვრიე ღვარცობად. . .
"დავიღუპები, - ამბობს ტანია,
მაგრამ სიკვდილიც მომხიბლავია,
მისგან დაღუპვას ვიღებ განცხრომად.
არ ვდრტვინავ, რად ვიქმ ბედის ყვედრებას?
ვერ მიძღვნის იგი ბედნიერებას".
IV
წინ, წინ, გაუდექ გზას ისტორიავ!
ახალი პრი ახლა გეცნობათ;
ხუთ კილომეტრზე კრასნოგორიდან,
ლენსკის მამულის ახლომეზობლად,
დღემდე დღეგრძელობს მყუდრო სოფელში
ფილოსოფიურ უდაბნოეთში,
ერთ დროს ამრევთა ავან-ჩავანი,
მებანქოეთა ბრბოს ატამანი
ზარეცკი შმაგი, ტრაქტირთ ამკლები,
ახლა კეთილი, სადა, უბრალო,
ოჯახის მამა, მაგრამ უქალო,
წყნარი ბატონი, ძმობის გამგები,
პატიოსნადაც რომ იწოდება:
ეს საუკუნე როგორ სწორდება!
V
ერთ დროს ქლესა ხალხს მისი ბოროტი
სიმამაცისთვის ქება უძღვნია:
მართლაც მარჯვობდა და პისტოლეტით
ხუთ საჟენიდან ხვრეტდა ტუზიანს.
ამასაც გეტყვით, ველზე რბოლისას,
ნამდვილად მთვრალმა ცხარე ბრძოლისას,
გამოიჩინა თავი მედგრულად.
კალმიკურ ცხენზე ამხედრებულმა
ტალახში სტკუცა თავი ვაგლახად,
ფრანგებს ჩაბარდა: ძვირი მძევალი!
ღირსების ღმერთი, ახალრეგალი,
დასატყვევებლად ახლაც მზად გახლავთ,
რომ კვლავ გაუწყოს სამ ბოთლს სინსილა
ვერისთან1, ყოვლე დილას ნისიად.
VI
ადრე ხუმრობდა ენამახვილი,
ბრიყეს აიგდებდა იგი მასხარად,
გააბრიყვებდა ჭკვიანს ბალღივით,
ხან შემპარავად და ხან აშკარად,
თუმცა ზოგ ოინს ვერ გადაურცა,
ხუმრობდა ბევრჯერ ძვირად დაუჯდა,
ზოგჯერ თვითონაც დამარცხებული
ბრიყვივით დარჩა გამასხრებული.
დავა შეეძლო მას მხიარულად,
ბასრი, ხან ბლაგვი სიტყვის გარევით,
ხან განგებ სდუმდა, ცივ ანგარებით,
ხან წაქეზებით, განგებ, მზაკვრულად,
გაახელებდა, ყმაწვილ მეგობრებს,
მტრად რომ შეყროდნენ ერთიმეორეს.
_________
1 პარიზელი რესტორატორი.
VII
იგი ხან ძალით დააზავებდა
მათ, საუზმეზე დაყოლიებით, -
მერე საქვეყნოდ ამასხარებდა
ლაღი ხუმრობით და ტყუილებით.
Sed alia tempora! და მამაცობა
(ტრფობის სიზმარი ან სხვა ანცობა)
ქრება კვალდაკვალ ყმაწვილკაცობის.
ასე ზარეცკიც, ჩვენი ნაცნობი,
აკაციებს და შოთხვებს იჩრდილებს,
გადარჩენილი გრიგოლ რბოლაში,
ბრძენივით ცხოვრობს და რგავს ბოსტანში
ჰორაციუსის მსგავსად ჩითილებს.
ამრავლებს იხვებს, ბატებს თავისთვის
და ბალღებს ანბანს აჩვევს ხალისით.
VIII
არ იყო ბრიყვი, და ჩემს ევგენის
მისი სიწრფელის არა სჯეროდა,
მოსწონდა მისი მოსაზრებები,
ყოველ საკითხზე საღად მსჯელობა,
მეზობელს იგი ხშირად ხვდებოდა,
მუდამ სიამით ეახლებოდა,
დილით ოდნავაც კი არ გაოცდა,
როცა ზარეცკი მასთან გამოჩნდა.
იგი პირველსავ მისალმებისას
შეაწყვეტინებს ბაასს დაწყებულს,
დაუბრიალებს თვალებს ნაწყენი.
თან მიაწოდებს წერილს ლენსკისას.
ევგენი წუთით ცალკე გადგება
და ჩაიკითხავს ბარათს სარკმელთან.
IX
იყო საამო, კეთილშობილი,
მოკლე გაწვევა, ანუ კარტელი:
მას სთავაზობდა დუელს ძმობილი
სიტყვაფაქიზი და სუსხნათელი.
ევგენიმ დიდხანს არ აცდევინა,
ზედმეტი სიტყვა არ დასცდენია,
ელჩს მიუბრუნდა და დააბარა,
რომ საამისოდ მუდამ მზადაა.
ზარეცკიც მასთან აღარ შეყოვნდა,
უთქმელად ახსნა-განმარტებათა
წამოდგა იგი და გაემართა,
შინ უამრავი საქმე ელოდა.
იდგა ევგენი და თავს საკუთარს
გულით უთვლიდა ათას სამდურავს.
X
და იგი მართლაც მკაცრი გარჩევით
თავს საიდუმლოდ ასამართლებდა,
მას ბევრ რამეში დასდო სასჯელი:
ჯერ ერთი, ჰკადრა მასხრად აგდება
სიყვარულს სათუთს, წმინდას, რომელსაც
წუხელ უნდილად, ბილწად მოექცა,
მეორეც ის რომ: პოეტს უმრწემესს
და თვრამეტი წლის ყრმაკაცს უწრფელესს
არ აპატია ყრმული ცეტობა,
გულით მისი თუ სწამდა ონეგინს,
რად იქცა ბურთად ცრუ წარმოდგენის,
რად არ აღირსა ბრძნული შენდობა?
ანჩხლი ბიჭივით რამ გააცოფა?
რად ჰყო ღირსება, ჭკუა, კაცობა?
XI
მას ხომ შეეძლო გრძნობის განდობა,
არა ნადირის მსგავსად აჯაგვრა,
ყმაწვილი კაცის გულის გათბობა,
გულის მოგება, არა დაჩაგვრა,
ახლა გვიანღა არის ვალალი,
რადგან ამ საქმის შუამავალი
ძველი ოსტატი გახლავთ დუელის,
ბოროტი ჭორის, ლანძღვის, ტყუილის. . .
და, რა თქმა უნდა, ზიზღის ღირსია
ლაზღანდარული მისი სიტყვებიც.
მაგრამ ხითხითი, ცილი ბრიყვების. . .
ხალხის საერთო თვალსაზრისია!
პატიოსნების ჩვენი ზამბარა!
სამყარო ბრუნავს მის ანაბარა!
XII
მოუთმენელი მტრობით მდუღარე
პოეტი ახლში პასუხს მოელის
და ჰა, ზეიმით, ღრძოდ მოუბარი
დასტურს მიუტანს მას მეზობელი.
იჭვნეულს ძრავდა დღესასწაული!
იგი შიშობდა, ფლიდს რომ მზაკვრული
რამე გზით თავი არ დაეძვრინა,
ხუმრობით ტყვია არ აეცდინა.
განქარვებია ახლა ეჭვები,
აღარც მოქიშპის ფანდი ადარდებს,
წისქვილთან ხვალვე, განთიადამდე
შეხვედრა დათქვეს მათ უეჭველი.
ერთერთის ჩახმახს გასახვრეტელი
ბარძაყი ელის ან საფეთქელი.
XIII
ჯერ გადაწყვიტეს აღარ ეხილა,
ორთაბრძოლამდე აღარ უნდოდა
ლენსკის ენახა ოლგა გრეხია,
უმზერდა მზეს და საათს უნდობლად:
მან ჩაიქნია ხელი ბოლოს და
აღმოჩნდა ისევ სამეზობლოსთან.
გაუფიქრია, როგორც ეტყობა,
უცბად სტუმრობით ოლგას შეკრთობა,
მაგრამ ამაოდ; ნახვა, ეამა
საბრალო მგოსნის მისვლით შეფრინდა,
ოლგამ ისკუპა ძირს დერეფნიდან,
როგორც იმედმა თავქარიანმა,
ისევ უცვლელმა, კეთილმსურველმა,
ცელქმა, ცინცხალმა და უზრუნველმა.
XIV
"რად გაიპარეთ წუხელ ადრიან?" -
ოლგას პირველმა კითხვამ მოღუშა,
ლენსკი ერთიან უცებ აიმღვრა,
მდუმრემ ცხვირი ძირს ჩამოუშვა.
გაქრობა წყენა, ეჭვის ეღირსა
წინარე მისი წრფელი მზერისა,
წინარე სათნო უბრალოების
და თამამ სულის უმანკოების.
მზერა უტკბება, ხდება გულჩვილი,
ხედავს, რომ იგი უყვართ ისევე,
ღრღნის სინანული, ვეღარ ისვენებს,
მობოდიშება სურს და მუნჯივით
თრთოლვით უქრება სიტყვა სათქმელი.
ბედნიერია, თითქმის ჯანმრთელი. . .
XV. XVI. XVII.
და კვლავ ფიქრიანს, ისევ დაღვრემილს
ვლადიმირს ახლა ძალა არ ჰყოფნის,
რომ თავის ოლგას ის წუხანდელი
წუთი უხსენოს შეურაცხყოფის.
ფიქრობს: "ვიქნები მისი დამცველი,
როგორ მოვითმენ - ბილწმა დამწველი
მაცდური ოხვრით, ქათინაურით
შებღალოს გრძნობა ყმაწვილქალური.
ასე შროშანის ღერო საღრღნელად,
შხამის სანთხევად რჩება მადლისა,
ჭკნება ყვავილი ორი დილისა,
ვერ ეღირსება გაშლა ნახევრად".
ეს ყოველივე ნიშნავს, ცხადია,
ლენსკის მოყვასთან სროლა სწადია.
XVIII
მას რომ სცოდნოდა, რა უკურნავი
ჭრილობა უწვავს გულს ტატიანას,
რომ გამოეცნო ასულს გუმანით -
ხვალის დღე როგორ ელდას იმალავს,
რომ ყრუ სამარის გამო მოელის
დილით ლენსკისთან ბრძოლა ონეგინს,
ეჰ, ეგებ მისი ტრფობა-კვეთება
მეგობრებს ახლად შეაერთებდა,
მაგრამ ეს გრძნობა ალალბედადაც
არ გაუცია მათგან არავის,
ევგენი სდუმდა მსგავსად სამარის,
ტანიას ჩუმი ალი ფეფლავდა,
იქნებ სცოდნოდა მხოლოდ დედაბერს,
მაგრამ ვერ მიხვდა ძიძა ვერაფერს.
XIX
მთელი საღამო ლენსკის, დაბნეულს,
ხან ლხენა სძლევდა და ხან წუხილი,
თუმცა მუზისგან სვეგანაზებულს
ყველას ესა სჭირს: წარბშეჭმუხვნილი
კლავიკორდებზე ახლა მარტოდენ
უკრავდა იგი მაღალ აკორდებს,
ხან ჩურჩულებდა ოლგას მზერისას:
ხომ ნამდვილია? ბედი მეღირსა!
მაგრამ წასვლის დრო უკვე დგებოდა,
ეკუმშებოდა მას ნაწვალები
გული, - ქალწულთან გამოსალმების
წუთებში თითქოს ეფლითებოდა.
ოლგამ შეხედა: "რა დაგემართათ?"
"არაფერია". - თქვა და გაემართა.
XX
სახლში მისვლისას სანთლის პარპარში
სინჯას დამბაჩებს, ყუთში ალაგებს,
სამოსგახდილი შილერს გადაშლის,
მას მაინც ერთი ფიქრი განაგებს,
ვეღარ ისვენებს დარდმორეული,
არ უთვლემს გული აბორგებული
და ენით უთქმელ მშვენიერებად
თვალწინ უდგება ოლგა ჩვენებად.
წიგნს ვლადიმირი განზე გადასდებს,
კალამს აიღებს: ლექსის სტროფები
ივსება მისი ტრფობის ბოდვებით
და მათ ხმამაღლა ჰანგზე ღაღადებს
ლირიულ წვით და გზნებით ფერმკრთალი,
როგორც დელვიგი ლხინში შემთვრალი.
XXI
აი, შემთხვევით მისი ლექსები,
შემორჩენილი მართალ გულისხმად:
"სად ხართ, სად მზეობთ, სად გამექცევით.
დღეებო ოქრო-გაზაფხულისავ?
ან ხვალინდელი დღე რას მპირდება?
მას თვალი ჩემი ვერ აკვირდება,
იგი წყვდიადში სუფევს მარადეის.
არც ვეძებ, მჯერა ბედის სამართლის.
თუ დავეცემი ისარგაყრილი,
თუ ჩამიფრინა გვერდზე სიკვდილმა,
ყოველმა მადლმა: ძილმა, ღვიძილმა
იცის თავისი დრო და ადგილი;
კურთხეულია დღე საზრუნველი,
კურთხეულია ღამეც გულბნელი!
XXII
ხვალ გაბრწყინდება სხივით რიჟრაჟი,
დღის შუქ-ნათელი ათამაშებდა;
მე კი იდუმალ და ბნელ ბინაში
არ ამცილდება, ალბათ, ჩაშვება,
და ახალგაზრდა მგოსნის ხსენება
მდორე ლეტაში ჩაესვენება.
ჩემს კვალს ქვეყანა მალე წარიშლის,
მაგრამ მშვენების ნათელ ქალიშვილს
ნუ დაგცურდება ცრემლი ნაადრევ
ურნასთან ფიქრით: როგორ მიყვარდი,
მწარე საწუთროს გზა - განთიადი
შენ ერთს მშფოთვარე როგორ გაგანდე!. . .
(მეგობარი ხარ, შვების მომცემი,
მოდი, ქმარი ვარ, შენი მლოცველი!. . ."
XXIII
ასე წერს დუნედ და ბუნდოვნად
(რასად რომანტიზმს ვარქმევთ სახელად,
ოღონდ რომანატიზმს აქ ოდნავადაც
ვერ ვამჩნევ: მასთან რა გვესაქმება?)
და, ბოლოს, ლენსკი, ღამის დასასრულს,
თავს წასთვლემად დახრის დაქანცულს;
რომ დასწერს მოდურ სიტყვას, "იდეალს",
ძილი ნელ-ნელა მოეკიდება.
მაგრამ სულ მალე თავდავიწყებად
ბურანით მოსილს და გარემოცულს
მის კაბინეტში ჩუმად შემოსულ
სტუმრის ძახილზე გაეღვიზება:
"შვიდი იწყება, - ხმობს მეზობელი, -
დროა, ევგენი უკვე მოგველის.
XXIV
ამ დროს ძილქუში სჭირდა ონეგინს;
რაც მეზობელმა თქვა - ტყუილია.
მიმქრალა ღამე ჩრდილთა მოლევით,
მამალს ცისკრისა დაუყივლია.
ევგენის ისევ სძინავს ღრმა ძილით,
მზე შუბისტარზე ბრწყინავს აწვდილი,
დაქრის ქარბუქი გადმონაფრენი,
ეხვევა ფიფქთა გამონათებით.
მაგრამ ევგენის ძილს რა წარსტაცებს,
თავს დასტრიალებს ახლაც ბურანი,
ბოლოს გაახელს თვალს ნაურვალი
და ფარდის კალთებს ფიცხლად გადასწევს;
გახედავს - ატყობს მაღლა მზერისას -
დრო გარდასულა გამგზავრებისას.
XXV
უცბად დარეკა მან და მსხური
ფრანგი გილიო იმწამს მოვარდა,
ფეხსაცმელები, ხალათსასხმური
და თეთრეული ფიცხლად მოართვა.
ჩქარობს ევგენი, იცვამს სასწრაფოდ,
მსახურს ავალებს, მასთან სამგზავროდ
რომ გაემზადოს, მასთან რომ იყოს,
საბრძოლო ყუთის თან წამოიღოს.
მარხილი უცდით როდისაქეთი. . .
ჩასხდნენ და წისქვილს ელვის უსწრაფეს
მიეჭრნენ. იგი მსახურს უბრძანებს,
რომ ის "ლეპაჟეს~ ლულებს ავბედითს
ზიდავს მის უკან, გარეკს ცხენებსაც
წყვილ ბერმუხასთან შესასვენებლად.
XXVI
ლენსკი ჯებირზე მკლავდაყრდნობილი
იცდის, იოკებს ბოღმას ნაღვივებს,
ზარეცხკი მისი თანასოფლელი
მექანიკოსი, დოლაბს აგინებს.
ბოდიშს მოუხდის მათ ონეგინი.
"სად არის, - კითხავს გაოგნებული
ზარეცკი, - სად გყავთ თქვენ სეკუნდანტი?"
კლასიკურ წესის მონა, პედანტი
დუელს ეტრფოდა იგი გულწრფელად,
უშნოდ კაცისკვლის ნებას არ რთავდა,
ბრძოლას ვერასგზით ვერ წარმართავდა
მკაცრ ხელოვნების წესთ დაუცელად
და უცოდინრად ძველთა წყაროთა.
(რისთვისაც მისი ქება წარმოვთვათ)!
XXVII
"ჩემს სეკუნდანტად? - თქვა ონეგინმა, -
აი ეს ჩემი ახლო ამფსონი
monsieur Guillot წარმოდეგნილა
და არა აქვს რა არმოსაწონი.
ნაღდად სუფთა და სანდო ჯეილი. . .
თუმცა არ გახლავთ გამოჩენილი".
ზარეცკიმ სიმწრით ტუჩზე იკბინა.
"ეგებ დაგვეწყო", - თქვა ონეგინმა.
"დროა, დავიწყოთ", - თავდაჭერილად
მიუგო ლენსკიმ, და გაემართნენ
წისქვილის უკან, ბჭობა გამართეს
ზარეცხკიმ და იმ სანდო ჯეელმა
საყურადღEბო საქმის განხილვით,
იცდიდნენ მტრები თვალებდახრილნი.
XXVIII
მტრები! მათ განა დიდი ხანია
სისხლი წყურვილი რც ანცალკავებს?
დიდი ხანია, რაც გულახდილად
მოცლის ჟამს, ფიქრებს, ტაბლას, საქმეებს
იყოფდნენ ძმურად? დღეს სიძულვილით,
შთამომავლობით გადმოსულივით,
როგორც საშინელ და ბნელ სიზმარში,
ცივად, მდუხარე ჟამის წინაშე
ემუქრებიან ერთურთს არყოფნით.
სჯობს გაიღიმონ აუცილებლად,
ვიდრე მათ ხელი გაუწითლდება,
სჯობს დაზავება კეთილ თანხმობით,
მაგრამ მტრობაა ჩვენში ველური,
ყალბი სირცხვილით შეშინებული.
XXIX
პისტოლეტები უკვე კრთებიან.
ზუმბაზე ჩაქუჩს გააქვს კაკუნი.
შროვან ლულებში ტყვიებს ტენიან,
პირველად დასცდა ჩახმახს ჩხაკუნი.
დენით ნაცრისფერ ჭავლად იცვლება
ფალიას ყბაში და ბასრკბილება
კაჟიც ჩანს სანდოდ დამაგრებული,
კუნძთა გილიო დგას აბნეული.
იქვე მიჰყრიან მტრები ლაბადებს,
და ოცდათორმეთ ნაბიჯს მხედრულად,
ზარეცკი ზუსტას და ჩინებულად
გადათვლის, მერმე მსწრაფლ განალაგებს
საპირისპირო ხაზზე მეგობრებს,
დამბაჩებს იღებს ერთიც. მეორეც.
XXX
"ახლა შეებით", - მტრებმა გულგრილად
და ჯერ მიზანში სროლის ვადამდე
მტკიცე სვლით, დინჯად, ხმისგაუღებლად
ოთხი ნაბიჯი როცა გადადგეს
მოუსავლეთის ოთხ საფეხურად,
მაშინ პირველი, წინდახედულად
თავის დამბაჩას ჩვენი ევგენი
შემართავს ნელა, შეუსვენებლივ.
ხუთ ნაბიჯს ორი ისევ გადათვლის,
ლენსკი მარცხენა თვალს რომ მოჭუტავს,
იწყებს მიზნებას, მაგრამ იმ წუთას
ევგენი ესვრის. რეკავს საათი
აღსასრულისა. . . და სდუმს პოეტი,
უხმოდ ვარდება ძირს პისტოლეტი.
XXXI
ხელს იგი მკერდზე ფრთხილად იფარებს
და ძირს ეცემა. ნანისლ თვალებით
სიკვდილს ასახავს განა სიმწარეს.
ასე მთის კალთას აციალებით
მზეზე მბრწყინავი, მწველნაპერწკლება
ზვავი თოვლისა ნელა ეცლება.
და იმ წამს, ცივ წყალგადასხმულივით,
ევგენი ლენსკის ნახვის წყურვილით
მიეჭრა, უხმობს, მაგრამ ჭაბუკი
გათავებულა. ვინ გაუგონოს?
ყრმა მომღერალი გაქრა უდროოდ.
ასე მშვენიერ ყვავილს ქარბუქი
აზრობს რიჟრაჟი გაუთეველში
და ცეცხლი ქრება სკურთხეველში.
XXXII
უძრავად იწვა და დასჩრდილვოდა
სახე საოცრად მშვიდი, დაღლილი,
მკერდქვეშ გასვლოდა მას ღრმა ჭრილობა,
ორთქლით უჩქეფდა სისხლი დაღვრილი.
ერთი წამის წინ მისი მხნე გული
მკერდში ფეთქავდა შთაგონებული
ტრფობით, იმედით, მტრის სიძულვილით,
სიცოცხლის ეშხით, სისხლის დუღილით.
ახლა, ვით სახლი უკაცრიელი,
ბნელი, დარაბებგადარაზული,
ჩუმი, სარკმლებზე ცარცგადასმული,
სამარადისოდ სდუმს ცარიელი,
დიასახლისიც არ ჩანს, უფალო,
ვინ უწყის, საით გაქრა უკვალოდ.
XXXIII
გაამებთ, ოდეს წინდაუხედავ
მტერს ეპიგრამა ცოფავს მახვილი,
გაამებთ მზერა, ოდეს უტეხად
აქვს მარქენალი რქები დახრილი
და უნებლიეთ სარკეს შესცქერის,
სცხვენია თავსი ცნობა შერცხვენილს.
მეტად გაამებთ, ძმანო, ბრიყვულად
მე ვარო! მა თუ წამოიყმუვლა
უფრო გაამებთ მისთვის დუმილით
პატიოსანი კუბოს მზდება,
მიზნად ფერმკრთალი შუბლის აღება,
შუა მანძილზე, დიდბულივით,
მაგრამ თქვენ, ალბათ, ნათელ მამებთან
მისი გაგზავნა არ გეამებათ.
XXXIV
რას იზამთ, ოდეს თქვენი დამბაჩით
განგმირულს ნახავთ ჭაბუკ მეგობრს,
ვინც სმაში ანდა ცხარე კამათში
თქვენთან იჩენდა დაუდევრობას
უდიერ მზერით, უკმეხ პასუხით
ან გაგამწარათ შეურაცხყოფით,
ანდა თვითონვე დაგრჩათ ნაწყენი,
ორთაბრძოლაში თქვენი გამწვევი,
ბრძოლის დამწყები ფიცხლად, თამამად.
ბრძანეთ, როგორი გრძნობა მოგიცავთ,
როდესაც შუბლზე სიკვდილს მოისხამს
და გაქვავდება იგი თანდათან. '
ოდეს არ ესმის ყრუს, ხმაგაკმენდილს
ძახილი თქვენი სასოწარკვეთის?
XXXV
დგას სულის ქენჯნით გაოგნებული,
ხელში დამბაჩის ტარჩაბღუჯული,
ლენსკის დასცქერის თავს ონეგინი.
"რას იზამ, მოკვდა", - ესმის ჩურჩული.
მოკვდა! შეზარავს ეს გულსაკლავი
სიტყვა ევგენის, იგი კანკალით
განზე გადგება და ხალხს გასძახებს,
საშინელ განძად სახლში წასაღებს
ცხედარს გაყინულს და გაქვავებულს
ზარეცკი ფრთხილად დასდებს მარხილზე.
ცხენებმა მკვდარი იგრძნეს სამხილზე,
გახელდნენ: თრთიან, დუჟს აქაფებულს
რვალის ლაგმებზე ღვრიან ფრუტუნით
და ჰა, გაფრინდნენ, როგორც შურდული.
XXXVI
ძმანო, პოეტი თქვენც გეცოდებათ:
ნათელ იმედით, რწმენით აღსავსეს
ოცნება დარჩა შეუმოსველად,
ოდეს იცვლიდა მრწემის ტანსაცმელს,
დაჭკნა! სადღაა გზნება, ნდომანი,
კეთილშობილურ მიზნით ლტოლვანი
ყმაწვილკაცობის ფიქრთა, გრძნობათა, -
მაღალთა, ნაზთა და უპოვართა?
სად გაქრა შმაგო ტრფობის სურვილო,
წყურვილი შრომის, სიბრძნე-ცოდნისა,
სად ხარ ოცნებავ, დღემიწურვილო,
ლანდო იმიერ ქვეყნის - ედემის,
სიზმრებო წმინდა შემოქმედების.
XXXVII
ეგებ იქ ქვეყნის სიკეთისათვის
და ან დიდების ღირსად შობილა;
ეგებ აწ ჩუმი ჩანგით სიმართლის
უწყვეტ გუგუნად, ხმაშეწყობილად
საუკუნეებს გადასწვდენოდა,
ეგებ პოეტს ხვედრი სწვეოდა
და ღირსებოდა მზით გაჩაებულს
ცხოვრების კიბის მაღალ საფეხურს.
მოწამებრივმა მისმა აჩრდილმა
ეგებ წაიღო თან ხვაშიადი
წმიდა, და ჩქარა ჩვენთვის დიადი,
ცხოველმყოფელი ხმა საფლავს შინა,
სად დროის ჰიმნი ვეღარ მისწვდება.
ვერც თაობათა ლოცვა-დიდება.
XXXVII. XXXIX.
ანდა შესაძლო არის: პოეტსაც
ჩვეულებრივი ხვედრი უცდიდა,
დრო სულ ჭაბუკად არ დასტოვებდა,
გაუნელებდა ცხელ სულს გულცივად.
ყოფა შესცვლიდა მასაც ერთთავად,
მუზებს გაჰყრიდა და ცოლს შერთავდა,
ბედნიერს, რქოსანს - ცოლის ღალატით
ტანთ ეცმევოდა თბილი ხალათი.
სოფლად ცხოვრების ავ-კარგს იწვნევდა,
ორმოცი წლისას ქარი ნიკრისის
დასცდიდა. ჭამით, ჭარბი ღვინისსმით
გასუქდებოდა და მოიწყენდა,
ბოლოს ლოგინის ყმა სულს დალევდა
მტირალ ცოლ-შვილთან და მკურნალებთან.
XL
მაგრამ მკითხველო, რა გზას მოვძებნით,
ვაგლახ! ჭაბუკი შეყვარებული,
პოეტი ფიქრის, მაღალ ოცნების
წევს მეგობრისგან წესაგებული!
და სოფლის მარცხნივ, სადღაც ეღირსა
ცხოვრება პირმშოს შთაგონებისას,
ერთურთს ფესვებით გადახლართული
დგას ორი ფიჭვი. მათ ნაკადული
ახლო ველიდან უვლის ჭავლებით,
იქ დასვენება უყვარს მეგუთნეს,
წყალში წკარუნით ნთქავენ ხელთუნგებს
მოწყურებული მკელი ქალები,
იქ ხშირ ჩდილოში წყარო უგალობს
ქანდაკებიან საფლავს უბრალოს.
XLI
ფიჭვებქვეშ (როცა ცრის გაზაფხულის
წვიმა საყანე ვრცელ ნათესებზე)
მწყემსი თავისი ჭრელი ბანდულის
ბლანდვით უმღერის ვოლგელ მეთევზეთ.
და მონებივრე ყრმა ქალს, ქალაქელს,
ზაფხულსი სოფლად მოაგარაკეს,
ოდეს გაუწევს გული მინდვისკენ,
იგი ჭენებით ძელგთან მიირბენს,
აღვირს ათოკავს, ცხენს დაავანებს,
ქუდის ვუალის მაღლა აწევით
იგი უბრალოდ ქვაზე წარწერილ
ეპიტაფიას თვალს გადაავლებს,
იგრძნობს წუთიერ დაგვას გულისას,
ნაზ თვალებს ცრემლი გადაუნისლავს.
XLII
მისდევდა ტრიალ მინდორს ნელინელ,
ოცნების ტვირთით და გახსენებით,
დიდხანს სტკიოდა ქალს უნებლიეტ
სული ავსილი ლენსკის სვე-ბედით,
ფიქრობდა: "ოლგას რა დაემართა,
გული სიმწრისგან დიდხანს გვემავდა,
თუ ცრემლის წვიმამ მსწრაფლ გადაიღო,
ნეტავი ახლა სას ჰყავს დაიკო?
ამ ქეყნისაგან და კაცთაგან გამდგარი,
აბდლად მავალი ნისლის მობრუვით,
მოდურ ლამაზთა მტერი მოდური,
ჭაბუკი მგოსნის მკვლელი სად არის?"
ცოტა მადროვეთ, არ გაწბილდებით,
გაცნობებთ დინჯად და დაწვრილებით.
XLIII
ოღონდ ჯერ არა. . .თუმცა გულწრფელად
მიყვარს მე ჩემი გირი, ღირსია,
რომ დავუბრუნდე აუცილებლად,
მაგრამ ჯერ მისთვის ვერ მომიცლია.
მკაცრი პროზისკენ წლებით ვიხრები,
წლებს გაუყრია ცეტი რითმები,
და - წმარე ოხრვით გამოგიტყდებით, -
მათ ზოზიალით, ზანტად მივყვები.
კალამს არ ძალუძს ძველი უნარით
ფრთამალ ფუცლებზე მელნის მოცხება,
ახლა სხვაგვარი ცივი ოცნება,
ახლა სასტიკი სხვა საზრუნავი
ქვეყნის ხმაურში და სიჩუმისას
აკრთობს სიმშვიდეს ჩემი სულისას.
XLIV
ხმა შევიცანი სულ სხვა სურვილთა,
ვცანი ახალი სხვა კაეშნები,
ვერ ვანუგეშებ პირველს სრულიად
და ძველ კაეშნებს აღარ ვეშვები.
ჰე, ოცნებანო! გაჰქრა დატკბობა?
და მისი რითმა "ახალგაზრდობა"
ნუთუ დასასრულს მართლა დამჭკნარა
მისი გვირგვინი ცხადად, აშკარად?
ნუთუ ნამდვილად სადღაც დაქანდნენ
უელეგიოდ გამოსახული
დღეები ცემი გამოზაფხულის
(რაზეც ვხუმრობდი ლაღად აქამდე?)
ნუთუ მივყვები მათ სვლას (მარადისს?
ნუთუ ვსრულდები ხვალ ოცდაათის?
XLV
ჩემი შუადღეც დადგა ამჯერად
და ვხედავ, მმართებს ახლა განდობა.
მაშ ჩამომართვი ძმურად მარჯვენა,
მშვიდობით, ჩემო ახალგაზრდობავ,
მადლობა გიხდი სიამეთათვის,
სევდისთვის, უტკბეს სიმწარეთათვის,
ზართა, გრიგალთა გამო, ლხინისთვის
და ყველა, ყველა წყალობისათვის.
მადლობელი ვარ შენი, შენითვე
კიდეც ვდუმდები და კიდევ ვღელავდი.
სიამოვნება ვიგრძენ ყელამდი.
კმარა, სიამე ბევრი შევიტკბე!
ნათელი სულით სხვა გზა მეხსნება,
წარსულისაგან მსურს მოსვენება!
XLVI
ერთსაც მოგხედავ და გაგცილდები
ვერვინ ვანს ჩემი მჩქეფარ დღეების,
აღვსილს ფიქრიან სულის სიზმრებით,
მცონარეობით, ვნებათღელვებით.
შენ კი, ჯერ ჩვილო ზეშთაგონებავ,
ქროდე ხილვათა შემათრთოლებლად,
გამიფხიზლებდე გულსაც მთვლემარეს,
ხშირად სწვეოდე ჩემს არემარეს,
რომ არ გაცივდეს სული პოეტის,
რომ არ გამკაცრდეს, რომ არ გაავდეს,
და ბოლოს იგი რომ არ გაქვავდეს
ამქვეყნიური მკვდრულ სიტკბოებიტ,
რომლის ორევში, დღეს სავალალოდ,
ძმებო, მეც თქვენთან ერთად ვბანაობ.
თ ა ვ ი მ ე შ ვ ი დ ე
მოსკოვს, რუსეთის საყვრელ ასულს,
დედამიწაზე ვინ გაგიტოლდეს?
დ მ ი ტ რ ე ვ ი
მშობლიურ მოსკოვს რად არ ვეტრფოდე?
ბ ა ტ ა ტ ი ნ ს კ ი
მოსკოვს კიცხავენ! ეს ნიშნავს, ალბათ,
მოუთელიათ ხმელეთი ნაბდათ!
სადა სჯობს ყოფნა? სადაც ჩვენ არ ვართ.
გ რ ი ბ ო ე დ ო ვ ი
I
დევნილი შუქმფენ გაზაფხულისგან
თოვლი გარშემო მთებს რომ დატოვებს,
გადმოჩქეფს მღვრიე ნაკადულებად
და უერთდება ველებს ნატბორევს.
წლის დილას ხვდება ჯერაც მძინარე
ბუნება - ნათელ პირმომცინარე,
ლურჯად კამკამებს ზეცა. ტყეები,
ჯერ გამჭირვალე ვრცელი ტევრები
მწვანით ირთვება და იბუმბლება.
ცვილისგან სენაკს თმობს, გაემართება
ფუტკარი ველთა ხარკის ამკრეფად,
აჭრელებს შემშრალ მინდვრებს ბუნება;
ხმაურობს ჯოგი და ხმა ბუბულის
უკვე დაარღვევს ღამის ყრუ დუმილს.
II
რარიგ ვღონდები, ოდეს მოდგები,
შენ გაზაფხულო! დროვ სიყვარულის!
ოდეს მთენთავი თრთოლვის მომდები
ღელავს ჩემს სულსა და სისხლს დაუვლის!
რა უმძიმესი გრძნობისმორევით
ვნეტარებ სახენაამბორევი
გამოზაფხულზე სიოს მობერვით.
სოფლის წიაღით და მყუდროებით!
ეგებ ვუცხოობ სიამოვნებას,
და რაც გვაცოცხლებს, შვებას იმეტებს,
რაც ბრწყინავს და რაც ზეიმს გვიბედებს,
ჩემს მკვდარ სულს მხოლოდ დაღლას, მოწყენას
ჰგვრის უსიამოდ დიდი ხანია
და ყველაფერი მისთვის ღამეა?
III
ეგებ, არ გვალხენს ჩვენ შემოდგომის
მკვდარი ფოთლების კვლავ დაბრუნება,
მწარე დანაკლისს ხსოვნად მოდენის
ტყეების ახლად აბუბუნება;
ეგებ შემკრთალი ლამობს ოცნება -
დედაბუნების გამოცოცხლება
ჩვენსავ მინავლულ წლებშ შეადაროს.
რაც არ აღსდგება მკვდრეთით არასდროს?
იქნება ზოგჯერ ფიქრად გვიელვებს
პოეტურ სიზმრის მსგავსას ნახული
აწ გარდასული სხვა გაზაფხული
და გულს ცახცახით გვიძრავს, გვიღელვებს
ოცნება უცხო და შორ მხარეზე,
უმშვენიერეს ღამის მთვარეზე. . .
IV
დრო დაგდგომიათ კეთილ ნებივრებს,
ეპიკურელებს - დაბრძენებულებს,
თქვენ, გულარხეინ სვებედნიერებს,
ლევშინის სკოლის ბარტყებს ერთგულებს.
გიხმობთ პრიამნო სოფლის გარემო,
თქენც, ბანოვანნო მგრძნობიარენო,
გიწვევ სოფლისკენ, ვით ბავშვობისას,
დრო ყვავილობის, მზის და შრომისა.
დრო შთაგონებულ სეირნობების
და მაცდუნებელ ღამეთ მონუსხვის.
ძმანო, ვალთაკენ! მალე მოუსვით,
ტვირთით პირთამდე სავსე ფორნებით,
ნელა მარებით ან საფოსტოთი,
დასთმეთ ქალაქის ბჭე და ქოთქოთი.
V
და თქვენც. მკითხველო კეთილმოსურნევ,
გამოძახებულ თქვენსავ კარეტით
დასთმეთ ქალაქი შფოთით მოცული,
სადაც ზამთარში დროს ატარებდით.
ჩემს თავქეიფა მუზას უსიტყვოდ
გავყვეთ, ბუბუნა მუხნარს ვუსმინოთ
იმ უსახელო ღელის მახლობლად,
სოფლად მოცლილი სადაც ნაღვლობდა
ევგენი მწირი, მიუსაფარი,
სადაც ახლახან სათნო ლამაზთან,
ჩემს მეოცნებე ტატიანასთან
მეზობლად დაჰყო მთელი ზამთარი,
სადაც აღარ ჩანს, დასთმო ყრუ მხრე. . .
სადაც დასტოვა კვალი მწუხარე
VI
მთების ნახევარრკალშემოვლებულ
მხარეს ვეწვიოთ, სად ნაკადული
კლაკვნით ჩაურბენს კორდს ამწვანებულს,
და მდინარისკენ ცაცხვნარს გაუვლის,
სად გაზაფხულის ტრფობით ავსილი
მღერის ბულბული, ჰყვავის ასკილი,
სადაც გაისმის წყაროს გალობა,
სად საფლავის ქვის გარდუვალობა,
მოჩანს ორ ბებერ ფიჭვტან ჩრდილივით,
გზად გამვლელთათვის სადაც სწერია:
"ვლადიმირ ლენსკი აქ ასვენია,
უდროოდ მკვდარი გულადთ სიკვდილით,
ამა და ამ წელს, ამ და ამ წლის.
შენდობა პოეტს, ადრე გარდაცვლილს!"
VII
ფიჭვის ჩამოხრილ ტოტებს ადრიან
ნიავი როცა ნაზად არხევდა,
სიმშვიდით მოსილ ლოდზე დარდიან
იდუმალ გვირგვინს აცახცახებდა.
ხან გვიან, საქმეს როცა რჩებოდა,
ორი ასული გამოჩნდეებოდა
და მთვარიანში ორი დობილი
ტიროდა ერთურთს გადაჭდობილი.
ახლა კი. . . ძეგლი მივიწყებული
ობლად ჩანს, მასთან აღარ მიდიან,
ტოტზე გვირგვინი აღარ ჰკიდია,
მხოლოდ ჭაღარა, მჭლე და სნეული
მწყემსი აკითხავს საფლავს გარიყულს,
მღერის და წაღებს ბლანდას ღარიბულს.
VIII. IX. X
ჩემი საწყალი ლენსკი! ვარამით
მის სატრფოს დიდხანს არ უცრემლია.
ვაგლახ! საცოლის კვნეს ვალალი
განა სანდოა და გულწრფელია?
სხვა წარიტაცებს მის ყურადღებას,
სხვა მიუძინებს ტანჯვა-ვაებას
ტკბილ, სატრფიალო ქათინაურით.
ულანს მიანდობს თავს სიყვარულით.
მას უხმობს გულის მთელი ძახილით. . .
აი, საყდარში მასთან დადგება,
გვირგვინქვეშ მორცხვად გაინაბება
საკურთხეველის წინ თავდახრილი,
ცეცხლოვან თვალთა ამო მიბნედვით,
ბაგეთა ლაღი გამოღიმებით.
XI
საბრალო ლენსკი! მიღმა საფლავის
მრადისობის ყრუ ზღვაერთ მოსავი,
საბედისწერო გაცლის ამბავით
ეგებ შეშფოთდა ურვიტ მგოსანი,
თუ მიეჭინა მთვლემარ ლეტაში
პოეტს -უგრძნობელს ნეტარებაში
და შეშფოთება აქვს აღკვეთილი,
მუნჯ ქვეყნადაა კარჩაკეტილი?
აგერ! გულგრილი გადავიწყება
მიგველის ყველას მიღმა საფლავის.
ხმა მტერ-მოყვრის, ძვირფას საყვარლის
უცებ ჩაქრება და დაიწყება
მამულზე დავა, ურცხვად ხორხოცი
მემკვიდრეობის გულმწყრალ ქოროსი.
XII
სულ მალე ოჯახს ლარინებისს
ოლგას წკრიალა ხმა ჩაუწყდება.
ულანს, მონა-ტვეს თავის ბედისას
მეუღლით პოლკში წასვლა უწევდა.
მოხუც ქალს ცრემლი წასკდა ღვარებად,
ვიდრე ქალიშვილს გაამგზავრებდა
გეგონებოდათ ცოცხალმკვდარია.
არა ტიროდა მხოლოდ ტანია,
მაგრამ იმ ქვეყნის ფერი დაედო
მის მწუხარ სახეს, მაშინ როდესაც
წინკართან იწყო დამშვიდობება,
როცა ფუსფუსი შექმნა საერთო
კარეტის ირგვლივ ხალხმა მტრილმა,
და გააცილებს მათ ტატიანა.
XIII
და დიდხანს, თითქოს ნისლში მიმავალს
გასცქრის იგი ახალ ნაკვალევს. . .
ჰა, მარტოდმარტო დგას ტატიანა
ვაი! გასცლია დას უსაყვარლესს,
შორს წასულს გვერდით ვერ დაიგულებს
და დიდხანს, დიდხანს დას ვერ შეხვდება.
უმიზნო ლანდად დაეხეტება,
ხან გადახედავს ბაღს იავარქმნილს. . .
არსაით იგი შვებას არ ელის,
თან დასდევს დარდი განუქარველი,
საშველს ვერ აძლევს ცრემლებს არდაღვრილს,
ცრემლებს დაძლეულს, სულში ნაბუდევს,
და ლამისაა გული გაუსკდეს.
XIV
და სიმარტვილით განაოგნები
ვნებათა გზნებამ უღვთოდ დაღალა,
მისი მკვნესარე გული ონეგინს
შორის უხმობდა უფრო ხმამაღლა.
აღარ იქნება მისი მხილველი;
მას უნდა სძულდეს თვისი ძმის მკვლელი.
დაღუპულ მგოსანს დარდით, ვარამით
აღარ იხსენებს აწი არავინ;
ისი საცოლე სულ სხვას ჩაბარდა.
პოეტის ხსოვნა ასე გავლილი
წამით გაევლო ცაზე კვამლივით
და შეიერთა ლუჯმა ლაჟვარდმა.
მას ორი გული იქნებ ბოლომდეც
გლოვობდეს. . . მაგრამ რადღა გლოვობდეს?. . .
XV
საღამო იდგა. ცა მქრქალდებოდა,
მდინრე მშვიდად მოშრიალებდა,
ხოჭო ბზუოდა და მთავრდებოდა
ფერხულთა წყება. შორს ბრიალებდა
ცეცხლი წყალგაღმელ მებადურების.
ვერცხლოვან მთვარის ფერნაპკურები
ველი გაშლოდა გზად ტატიანას,
ფიქრში ჩაძირულს, მარტოს მიმავალს. . .
დიდხანს იარა. უცებ მაღლიდან
დახედავს იგი სახლს ბატონისას.
მთის ძირას გაშლილ ჭალას სოფლისას
და ბაღს, ანკარა წყალის ნაპირთან.
ბორცვიდან იგი დიდხანს უცქერდა,
გული ძალუმ და ხშირად უცემდა.
XVI
ჭოჭმანობს ეჭვით შენაცბუნები:
"არავინ მიცნობს. არც ის დამხვდება. . .
შევალ, თუ ახლავ შინ დავბრუნდები?
სახლს ვნახავს, ამ ბაღს მაინც დავხედავ".
აი, ეშვება იგი ბორცვიდან,
ძლივს სუნთქავს, ადგილს ვეღარ მოსწყვიტა
გაოცებული მზერა წამიერ. . .
გაუყვა ეზოს ვერან-ცარიელს.
უცებ მისცვივდნენ ყეფით ძაღლები
და მისი შიშით შეკივლებისას
შვილები ეზოს ერთი კერისა
ზრინვით მოვარდნენ გლეხის ბალღები,
მით მიმოფანტეს ცემით მწევრები,
ქალიშვილს გაჰყვნენ, როგორც მცველები.
XVII
"ბატონის სახლში არ შემიშვებენ?" -
ჰკითხა ტანიამ მათ და ბალღებმა
ანისიასკენ მსწრაფლ გაიჭენეს
გასაღებების წამოსაღებად.
და ანისიაც მოდის იმწამში,
კარი გაიღო ორის წინაშე.
ცარიელ სახლში შედის ტანია,
სადაც არც ისე დიდი ხანია
ცხოვრობდა ჩვენი გმირი კაეშნით.
დარბაზში - თითქოს ვისმეს ელოდა -
კიი ბილიარდს მისვენებოდა.
ძველ ტახტზე შოლტი ეგდო მანეჟის.
მოხუცებულმა თქვა: "ამ ბუხართან
ბატონს მარტოკა ჯდომა უყვარდა".
XVIII
მასტან აქ იჯა, აქ ტრაპეზობდა
ზამთარში ლენსკი, აწგარდაცვლილი,
ცხოვრობდა იგი აქვე, მეზობლად,
ეს კაბინეტი სახლ-კარს გაცლილი
ბატონის გახლავთ, სადაც ყავის სმა,
ძილი, მოსმენა მოურავისა
და დილით წიგნის კითხვა სჩვეოდა.
ძველი ბატონიც აქ ირჯებოდა,
ზოგჯერ კვირაძალს სათვალეებით
უყვარდა მოხუცს აქ, ამ ფანჯრებთან
ჩემტან "დურჩკას" წათამაშება.
უფალმა მის სულს სასუფეველი,
მის ძვლებს სიმშვიდე მადლად აღირსოს
მშობელ მიწაში სამარადისოდ.
XIX
გრძნობით მოავლებს თვალს ტატიანა
და გარეშემო რასაც შეხვდება
ეძვირფასება მას ერთიანად,
სულს ცხოველმყოფელ ძალად ეხება -
წუხილნარევი შვებისმაგვარი:
დგამზე ჩამქრალი ჩანდა ლამპარი,
წიგნით გროვასთან და ძირს, სარკმელთან,
ნოხიან საწოლს ნათელს აკმევდა
მიმწუხრის მთვარე მკრთალი, მორჩილი.
იღვროდა შუქი მსგავსად მირონის,
ჩანდა პორტრეტი ლორდ ბაირონის
და იდგა სვეტი თუჯის თოჯინით,
ქუდქვეშ პირქუში სახე უჩანდა
და ჯვარედინად მკლავებს ბღუჯავდა.
XX
მოდურ სენაკში დგას ტატიანა.
მონუსხულივით ვეღარ გასცლია.
ცივად დაჰქროლა ქარმა გვიანმა,
ველზე დაბნელდა. თვლემამ დასძლია
ჭალა, ნისლიან ლურჯ მდინარესთან.
მთვარე სერს მიღმა უჩინარდება
და ახალგაზრდა პილიტრიმისთვის
დროა გზას გაჰყვეს იქით, პირიქით.
ტანიას ღელვის მალვა ემართა.
მაინც დასცდება ოხვრა ანაზდად.
ვიდრე შინისკენ გაჰყა შარაგზას
გამოითხოვა მხოლოდ ნებართვა,
ვერან სასახლეს რომ სტუმრებოდა,
როდესაც კითხვა მოსწყურდებოდა.
XXI
ჭიშკარის მიღმა მოსამსახურეს
დაემშვიდობა და ადრიანა,
მეორე დღესვე მოინახულებს
თავმინებებულ სახლს ტატიანა.
ყუჩ კაბინეტში განმარტოებით
ქვეყნად ყოველი დასთმო დროებით,
მარტოდშთენილი, ფიქრთა მოჯარვით
დიდხანს ტიროდა გულამომჯდარი.
და შემდეგ იგი მივა წიგნებთან.
ჯერ საკითხავად არა სცალოდა,
მაგრამ ეჩვენა მას უცნაურად
მათი შერჩევა, წიგნებს მინებდა;
კითხვა დაიწყო ხარბად ბედშავმა
და სხვა სამყარო გადაეშალა.
XXII
თუმცაღა ყველამ ვიცით, ონეგინს
გადაუყვარდა კითხვა თავიდან,
მაგრამ მან ზოგი ნაწარმოები
ამოსარიცხავ რისხვას არიდა.
გაიურსა და ჟუანს იწყალებს
და კიდევ ორ-სამ რომანს იწამებს,
რომელიც ახალა ხანას მოიცავს
კაცს წარმოაჩენს ჩვენი დროისას,
დანამდვილებით ხატავს საკმაოდ
სულით უზნეოს, სულით პატარას
სულგამოცარულს და ამპარტავანს,
ოცნებით მქროლავს დაუსაბამოდ,
უმოქმედობის ბორგვასმიცემულს
დ ბოროტებით გონგანრისხებულს.
XXIII
ზედ აჩნდა მრავალ ფუცელს ნაჭდევად,
ნიშნად გასმლი კვალი ფრჩხილისა,
ყველას მათ თვალი უცებ ამჩნევდა
დაკვირვებული ქალიშვილისა.
უმზერდა იგი თრთოლვამორევით,
როგორი ფიქრი ფლობდა ონეგინს
ან რ შენიშვნა ეოცებოდა
ან უხმოდ რა აზრს ემოწმებოდა.
ყოფელ ფურცელზე იგი ზედიზედ
მიჯნურის ფანქრის ნიშანს ხვდებოდა
და უნებლიეტ ისახებოდა
ევგენის სული წიგნის გვერდებზე,
ხან მოკლე სიტყვით, ხან ჯვრის სიშავით
და ხან კაუჭა კითხვის ნიშანით.
XXIV
და ტატიანამ უკვე თანდათან
შესძლო გაგება, კვალის მიგნება.
მადლობა უფალს- იცნობს თვალნათლად
იგი ვისთვისაც ბედმა ინება,
რომ ქცეულიყო კვნესა-წუხილად.
ცნობს დაღვრემილ და ვერაგ უხიაკს,
ჯოჯოხეთის თუ ზეცის ნაშიერს,
ანგელოზს თუ ავ ეშმას საშინელს.
ვინ არის იგი? ნუთუ აჩრდილი
ან წამბაძველი ან მოსკოველი
ტანზე ჰაროლდის ლაბადმოსხმული,
სხვათა ჩვევათა თარგზე აჭრილი.
მოდურ ფრაზებით სავსე სიტყვარი,
თუ პაროდია დასავიწყარი.
XXV
ნუთუ გადასჭრა და გადასწყვიტა?. . .
ნუთუ ქარაგმა ახსნა ტანიამ?
დრო მიჰქრის, ასულს გადაავიწყდა,
შინ რომ ელიან კარგა ხანია,
სად ორ მეზობელს ბჭობა გაუბამს
და განაგრძობენ მასზე საუბარს.
"რა ვქნა? რა ვუყო? განა ბალღია, -
დედაბერს ოხვრა დასცდა ნაღვლიანს. -
ხომ უმცროსია მასზე ოლენკა. . .
დროა, ტანიაც დავაბინავო.
რა ვქნა? რა ვუყო? არვინ მიდაო. . .
ყველა უარით მირეკ-მორეკა,
გულზე ნაღველი მწარედ ედება
და ტყე-ტყე მარტო დაეხეტება".
XXVI
"შეყარებული თუა?" - "ვიღასზე?
მან ბუიანოვს უთხრა უარი,
ივან პეტროვიჩს ეტყვის იმასვე.
პიხტინი გვყავდა სტუმრად - გუსარი.
ჰო, ის ტანიას ეშხმა მოხიბლა,
რა არ იღონა ეშმამ მოქნილმა!
მეგონა: საქმე ჩანს უტყუარი.
მაგრამ რა? მასაც სტკიცა უარი.
რა მოხდა, დაო? შენ და ვალალი?
მოსკოვს არისო სარძლოთ ბაზრობა
წადით, არ ჭირსო საქმროს გაცნობა".
"ძმაო! მცირე მაქვს შემოსავალი" -
"ერთი ზამთრისთვის თუ არ გვეყოფა,
ჩემგან ისესხე, რა გაეწყობა".
XXVII
დედაბერს რჩევა დიდად გაუტკბა,
სიბრძნე შეიცნო მართალ ნათქვამში.
მყისვე ირჩია, ივარაუდა
მოსკოვისაკენ დაძვრა ზამთარში.
და ისმენს ახალ ამბავს ტანია:
მკაცრ სამსჯავროში გასატანია
მისი ნაკვთები, ჭკუა-გონება,
პროვინციული უბრალოება,
მის ტანსაცმელსაც ყავლი გასცლია;
ძველმოდური აქვს წყობა სიტყვათა.
მოსკოველ ფრანტთა და ცირცეათა
მიიპყრობს იგი მზერას დამცინავს!. . .
ო, შიში! არა, ამას არჩევდა
ისევ უსიერ ტყეში დარჩენას.
XXVIII
მზის პირველ შუქთან ზეზე ამდგარი
ველთაკენ წასვლას არ ახანებდა,
ის ახლაც თვალში ცრემლებჩამდგარი
მათ გასცქეროდა და ღაღადებდა:
"მშვიდობით, ველნო ნისლში ნავლებო,
და თქვენც ნაცნობო მთის მწვერვალებო,
და თქვენც ტყეებო, ტკბილმშობლიურო,
და შენც სიტურფევ, სითბოვ ციურო,
მშვიდობით, ლაღო დედაბუნებავ;
ვთმობ ულამაზეს და წყნარ სამყაროს,
ვდევ ქვეყნის გნიასს, ბრწყინვას ამაოს. . .
მშვიდობით, ჩემო თავისუფლებავ?
რისთვის ვისწრაფვი ან რა მიზნამდე?
ტიალი ხვედრი ხვალ რას მიმზადებს?"
XXIX
სერინობანი მისი გრძელდება;
ახლა ხან ბროცხვის, ხან ნაკადულის
ხიბლავს, აჩერებს მშვენიერბა,
მათ უნებლიეთ გვერდს ვერ აუვლის.
ქალიშვილს, როგორც ძველ მეგობრებთან,
თავის ჭალებთან, მწვანე კორდებთან
კვლავ საუბრი სურდა ფიქრიანს,
მაგრამ ზაფხული უცბად მიფრინავს
და შემოდგომა დგება ოქროსფრად,
მთრთოლვარ ბუნებას ფერი წასვლია,
უხვად მორთული მსხვერპლის მსგავსია.
ჰა, ჩრდილოეთის ცაზე მოგროვდა
ქშენით, ღმუილით ღრუბელთ ლაშქარი,
და ჯადოქარი მოდგა ზამთარი.
XXX
მოდგა, განიპნა; მუხებს ჟვერებზე
დაეკიდება თოვლი ფთილებად
და ატალღებულ ნოხად ველებზე,
ბორცვთა გარშემო მოეფინება;
ორთავ ნაპირს და უზრავ მდინარეს
ფაფუკი საბნით აერთიანებს.
ყინვა ბრწყინდება და გვიხარია -
გარეთ კვიმატი ზამთრის დარია.
მას არ შეხარის მარტო ტნია,
არ ეგებება ზამთრის შემოსვლას,
არ სურს ამტვერილ სუსხის შეყნოსვა,
არც პირველ თოვლით განუბანია
სახე, გულმკერდი, მხრები ქალიშვილს,
რადგან ზამთრის გზა ელის საშიში.
XXXI
გამგზავრების დღე გადადებული
გასულა, ბოლო ვადაც მთავრდება,
მივიწყებაში გადაგდებული
საზიდრის იწყებს მართვა, მზადება.
სამი კიბიტკა, მათი აღალიც
დაიტენება ბარგი-ბარხანით.
აწყობენ ქვაბებს, სკამებს, ზანდუკებს,
მურაბის ქილებს, მამლებს ნაბუდებს
წნულ გალიებში, ქოთნებს, ლეიბებს,
ბუმბულებს, ტაშტებს და სხვა ნივთებსაც,
კიდევ მრავალგვარ ავლადიდებას.
და ჰა, მსახურებს შინდარჩენილებს
დამშვიდობების ცრემლი ეღვრებათ,
მოჰყავთ თვრამეტი ცხენი ბეხრეკა.
XXXII
მათ საბატონო ეტლში აბამენ,
მოსდით მზარეულთ ნუზლის შეკვეთა.
კიბიტკებს ბარგის გორებს ადგამენ,
ჩხუბია ქალთა და მეეტლეთა.
იცდის ბეხრეკა ცხენზე შემჯდარი
წვერმოშვებული სეფემხედარი.
ხალხი გამორბის, საქმეს ატოვებს,
ემშვიდობება კართან ბატონებს.
ჩასხდნენ მგზავრები და საპატიო
ეტლი ალაყაფს გასცდა სრიალით.
"მშვიდობით მხარევ, სავსევ სიამით!
სავანევ, მყუდრო და სამარტვილო,
გნახავთ ოდესმე?" . . . და ტატიანამ
ვერ შეიკავა ცრემლი მტირალმა.
XXXIII
როდესაც კეთილგანმანათლებლურ
საზღვრებს გადავწევთ და გავლახავთ,
თანდათანობით (წორ და მართებულ)
ფილოსოფიურ ცხრილის თანახმად
ხუთას წელს შემდეგ ჩვენ სამუდამოდ
მოგვიგარდება გზები უდავოდ.
გზატკეცილები რუსეთს ერთიან
გადაკვეთავენ, შეერთდებიან.
თუჯის ხიდები ფართო რკალებად
მდინარეებზე გადიჭიმება,
არც მთების დაძვრა გაგვიჭირდება,
თაღთა გავლების წყალქვეშ გავბედავთ
და ჩვენს ქვეყანას მირონნაპკურებს
ტრაქტორს მივუდგამთ ყოველ სადგურზე.
XXXIV
ახლა კი ჩვენში გზები ცუდია,
და დამპალ ხიდებს თუ გადაურჩი,
ძილს ვერ მოჰპარავ ერთი წუთითაც
ბაღლინჯოებს და რწყილებს სადგურში.
ტრაქტირთა ნაცვლად ცვი ქოხს იხილავ,
სადაც მაღალი სტილის ნიხრია,
მაგრამ მშიერი, მხოლოდ საცქერლად
ჰკიდია უქმი მადის აღმძვრელად.
სოფლის ციკლოპნი ამ დროს ზრუნავენ
ნელი ცეცხლისპირ, კერის ნაცართან
ევროპის სათუთ, მსუბუქ ნაწარმთაც
რუსულ ჩაქუჩის ცემით კურნავენ,
თან აღუვლენენ ლოცვას მხურვალეს
მშობლიურ თხრილებს და ნაურმალებს.
XXXV
სამაგიეროდ ზამთრის ყინვებიც
საამოს ხდიან სავალს მგზავრისას,
უაზრო ლექსი მოდურ სიმღერის
მოჰგავს გასარკულ შარას ზამთრისას.
ავტომედონნი ჩვენში მარჯვობენ,
ჩვენს მარდ ტროიკებს ვერვინ აჯობებს,
და ვერსის ბოძებს ოდეს შესცქერი,
თვალებში თითქოს კრთოდეს მესერი.
ლარინის ქვრივი გზას, სამწუხაროდ,
ჯახრაკი ეტლით გაჰყვა ნელ-ნელა,
საფოსტოსათვის ხარჯი ეძნელა;
ჩვენი ქალწულიც დატკბა უსაზღვროდ
მოწყენილობით, უმოძრაობით,
შვიდი დღე-ღამის მძიმე მგზავრობით.
XXXVI
აჰა, გამოჩნდა უკვე. . . თეთრქვება
მოსკოვი, მათ წინ მსგავსად ხანძრების,
ოქროს ელვრე ჯვრებით ენთება
და გუმბათებით ძველი ტაძრების.
ეჰ, ძმებო, გული რარიგ შეთრთოლდა,
მაღალ საყდართა და სამრეკლოთა,
ბაღთა და კოშკთა რკალი საოცრად
ჩემს თვალწინ უცებ როცა გმოჩნდა!
რა ხშირად, მწარე განშორებისას,
ხვედრით დევნილი სადაც მივქროდი,
მოსკოვო, შენზე სად არ ვფიქრობდი!
მოსკოვი. . . რა ბევრ სათქმელს შეიცავს
ეს სიტყვა - რუსის გულში ჩაღვრილი!
რა ბევრ ფიქრს აღძრავს გამოძახილით!
XXXVII
აი, მუხნარით შემოგარსული
ჩანს პეტრეს კოშკი, კუშტად, გულცივად
ამაყობს იგი ახლოწარსულით.
ნაპოლეონი უქმად უცდიდა,
დამთვრალი ბოლო ბედნიერებით,
მოსკოვს მუხმოყრილს ხვეწნით, ვედრებით,
გასაღებებით ძველი კრემლისა.
ვერა, ვერ ერგო, ვერ მიეღირსა
მას დაჩოქება ჩემი მოსკოვის!
არა ზიემს და ხარკის გაღებას,
სულსწრაფ გმირისთვის ხანძრის მზადებას
იწყებდა მისი ძლევის მომსპობი. . .
ფიქრში წასულმა სწორედ აქედან
მან უსაშინლეს ალს გადახედა.
XXXVIII
მშვიდობით, მოწმევ ჩამქრალ დიდების,
პეტრეს სასახლევ. აბა! რას დგახარ!
გასწი! კარიბჭე სვეტთა სითეთრით
უკვე გამოკრთა და არახრახდა
ეტლი დაბორცვილ ტვერის ბულვარზე;
გასცდა ჯიხურებს, ქალებს, ბუარლებს,
ბიჭბუჭებს, დუქნებს, ბაღებს, ფანარებს,
ხეივნებს, გლეხებს, ვაჭრებს, დალალებს,
ქოხმახთა რიგებს, ყათრებს ბოსტნისას,
კოშკებს, კაზაკებს, სრასასახლეებს,
აფთიაქების წყებას, მარხილებს,
ქარვასლებს - მომტანს ახალ მოდისას,
აივნებს, ლომებს - თავზე ჭიშკართა
და ჯვრებს - გუნდი რომ აზის ჭილყვავთა.
XXXIX. XL
ამ დამქნცველი ყარიბობისას
ორი საათი რას იკმარებდა. . .
და ჰა, შესახვევს ხარიტონისას
მიადგა ეტლი სახლის კარებთან.
იქ სადაც ოთხ წელს ჭლექით სნეული
დეიდა ცხოვრობს მოხუცებული. . .
ახლა ესტუმრნენ ჩვენი მგზავრები,
მათ გამოუღო ფართოდ კარები
ყალმუხმა ხაფთანშემოფლეთილმა.
ბერიკაცს ხელში ეპყრა წინდა დ
სათვალეები პეწით ბრწყინავდა.
თავადის ქალმა ტახტზე შეჰკივლა,
ერთურთს გადეჭვდნენ და მოხუცები
სასტუმროს რწყავდნენ ცხარე კურცხლებით.
XLI
"კნიაჟნა, mon ange "Pachette"1
"ალინა" -
ვინ იფიქრებდა? ჰო, რა ხანია!
აქ დიდხანს რჩები? ჩემო კუზინა!
დაჯექ, რომ მოხვალ, რა მიხრია. . .
რომანის სცენა არის, ღმერთმანი. . ."
"ჩემს ტატიანას თუ სცნობ? ეს არის".
"აჰ, ახლოს მოდი ჩემთან, ტანია! . . .
სიზმარში ვბოდავ, თუ მართალია?
შენს გრანდისონი დაგამახსოვრდა?"
"ვინ გრანდისონი? ვიღაც ამგვარი
ხო, მახსოვს, მახსოვს, სად აქვს სახლკარი?"
________
1 ჩემო ანგელოზო! - "პაშენკა" (ფრანგ.).
"აქ სიმეონი ტაძრის მახლობლად.
შობის წინ მნახა მადლდალოცვილმა,
ახლახან ვაჟი დააქორწინა.
XLII
ის კი. . . თუმც შემდეგ წვრილად მოვყვებით,
ხომ მართალია? ხვალვე ტანია
უნდა ვანახოთ, ვინც გვყავს მოყვრები,
ყველა ვინც ჩვენი ნათესავია.
ვწუხვარ, მგზავრობა, გავლაც არ ძალმიძს,
თქვენც გატანჯული სჩანხართ ნამგზავრნნი.
წავიდეთ, თქვენთვის ძილი მადლია.
ძალა არ შემწევს, მკერდი დამღლია.
ახლა სალხენიც არ მიხარია,
არა თუ სევდა. . . შენ გენაცვალე,
არად ვარგივარ და ეს მაწვალებს,
სიბერის ჟამი საზიზღარია. . ."
და ბოლოს სულმთლად ქანცმილეულმა
ხველება იწყო აცრემლებულმა.
XLIII
გრძნობს ტატიანა, როგორ მოალხენს,
არ აკლებს ალერსს, სითბოს სნეული,
მაინც ღონდება ახალმოსახლე
თავის ოთახში ყოფნას ჩვეული.
არ ეძინება მოვის ფარდიან
ახალ ლოგინში და მას ადრიან
ადგომას ზართა რეკვა ამცნობდა,
მორბედად დილას სამუშაოთა.
ადრე ადგომა ვერ გადასჩემდა,
მიუჯდებოდა სარკმელს ჩაცმული,
ბინდი ქრებოდა, მაგრამ ქალწული
თავის ველ-მინდვრებს ვეღარ ამჩნევდა.
ჩანდა უცხო და თვალთ საბეზრელი '
ეზო, სამზადი, თავლა, მესერი.
XLIV
და ჰა, ყოველდღე ნათესავებთან
სადილზე სტუმრად მიჰყავთ ასული,
რომ წარადგინონ მოხუც პაპებთან
და დიდედებთან ფიქრდაქსაქსული.
შორის ჩამოსულ თავისიანთან
ალესობს ყველა ხალისიანად,
შეძახილებით და პურმარილით;
არც დიდი ხანი არის განვლილი,
რაც აგიწიე მე შენ ყურები!
მე შენ გარწევდი! როგორ გაზდილხარ!
მე შენ, მგონია, მომინათვლიხარ!
მე შენ გაჭამე თაფლის პურები.
ბოლოს დიდედებს ერთხმად წამოსცდათ:
"მიჰქრიან ჩვენი წლები საოცრად!"
XLV
მაგრამ ცვლილება არცერთს ემჩნევა,
არცერთს შესცვლია ძველი ყაიდა. . .
ლეჩაქ-თავსაბურს ვერ გადეჩვია
თავადის ქალი ელენ მამიდა,
პუდრს ისევ ისვამს ლუკერჲა ლვოვნა,
ისევ ცრულებს ლუბოვ პეტროვნა,
სიმონ პეტროვიჩს კვლავ სჭირს სიძუნწე,
ივან პეტროვიჩს - ჭკუის სისუსტე.
და პელეგია ნიკოლაევნას
ისევ ის შპიცი, ისევ ის ქმარი,
ისევ ის ფრანგი ჰყავს მეგობარი,
კვლავ ორის სამყოფ ჭამას, დალევას
რომ ასწრებს ყრუ და წყნარ ფინმუში
კლუბის წევრობის ძველი ნიმუში.
XLVI
ხელს ხვევენ მათი ქალიშვილები. . .
მოსკოვის ტურფა ახალგაზრდობამ
იგი ჯერ ჩუმაც, თვალის შევლებით,
თავით ფეხამდე აზომ დაზომა.
ჯერ ტატიანა მათ მიაჩნიათ
ერთობ უცნაურ მაზრელ მანჭიად,
ერთობ გამხდარ და ფერმკრთალ ქალწულად
ოღონდ ძალიან ძნელდასაწუნად.
შემდეგ ბუნება სჯაბნის გოგონებს,
მას მეგობრობენ, მას შინ ხვდებიან,
მას კოცნიან და მას ეხვევიან,
მას დაუხვევენ მოდურ ლოკონებს,
მასვე ანდობენ მათი ქალობის
გულის ხვაშიადს და ფიქრს გალობით.
XLVII
სხვის გამარჯვებებს და მის საკუთარს,
იმედს, ცელქობას, ძვირფას ოცნეებს
ჩაურთავს ყველა გულწრფელ საუბარს,
ფერუმარილად ცილსაც მოსცხებენ.
შემდეგ, ტიტინის ვალმოსახდელად,
სთხოვენ გულწრფელად და გულახდილად
მან ხვაშიადი თქვას მათ წინაშე,
მაგრამ ტანია, როგორც სიზმარში
უთანაგრძობდა ისმენს საუბარს,
მათი არ ესმის, კი არ დიდგულობს,
თავის ხვაშიადს, დიდ საიდუმლოს
ცრემლებს და სვებედს და განძს სანუკვარს
ჩუმად ინახავს, უვლის მძინარეც
და სხვას არავის არ უზიარებს.
XLVIII
ყურის დაგდება სურს ტატიანას,
საერთო ბჭობას დრო თუ ეთმობა,
მაგრამ სტუმრობა, სულერთიანად
წილაბოდილას როშვით ერთობა.
მკრთალ, გულგრილ წრეში ყოფნა ძნელია,
მათი ჭორიც კი მოსაწყენია.
მათს უნაყოფო და მშრალ ფრაზებსი
გამოკითხვებში, ნათქვამ ამბებში '
აზრი მთელი დღე თავს ვერ გამოყოფს,
თუნდა განუსჯელად, თუნდ ანაზდეულ
ვერ გააღიმებს გონს განაზებულს,
გულს ვერ შეარხევს, ვერც სალაღობოდ.
ვერც სისულელის თქმა სასაცილო
გჩვევია წრეო სულით დაცლილო!
XLIX
გუნდი არქივის ახალგაზრდობის
ტანიას ცივად, წარბისაწევით
უმზერს და არაკეთილგანწყობით
ლაპარაკობენ ყმაწვილკაცები.
ვიღაც მასხარამ ის აღიარა
იდეალურად და ნაღვლიანმა
კარსმიყრდნობილმა ხელად იკისრა
მისთვის მზადება ელეგიისა.
მოხუც მამიდის სახშლი შეხვდება
და ვიაზემსკი ტატიანასთან
როცა გააბამს ბაას თანდათან,
ამ დროს მოხუცი კაცი შეხედავთ,
მასთან მოუბარ ასულს იწონებს
და კითხვაკითხვით პარიკს ისწორებს.
L
მაგრამ იქ, სადაც ყალყზე შემდგარი
ჭექს მელპომენე, გაბმით ღრიალებს,
სადაც გულცივ ბრბოს დაუდეგარი
ყალბ წამოსასხამს წინ უფრიალებს,
სადაც ტალია თვლემს და არ ესმის
ძილში მეგობრულ ტაშის ალერსი,
სად ტერფსიქორა ასე იტაცებს
გაუოცებელ ჩვენს ყმაწვილკაცებს
(ასეთი გვახსოვს წლების წარსული
თქვენ და მე - ამთვე წინამორბედებს),
ეჭვით აღსავსე დიაცთ ლორნეტებს
არ იზიდავდა ჩვენი ასული,
მოდურ მცოდნეთა ჭოგრით არ მზერდა
რიგი ლოჟათა და სავარძელთა.
LI
საკრებულოშიც მიჰყავთ ნათესავთ,
სადაც მას ბუღი, ღელვა, ჯახება,
მუსიკის გრგვინვა, ბრწყინვა სანთელთა,
წყვილთა ქროლებით ცეკვა დახვდება.
ლამაზთ სამოსი - ნაზი, ნარნარი,
ხალხის ფესანგი დასი მრავალი,
წყება უამრავ გასათხოვართა
ნახა სტუმარმა და აღფრთოანდა.
ხახვის ფრანტები აქვე აჩენენ
გულგრილ ლორენტს და ჟილეტს ახლებურს
როგორც საქციელს ურცხვს და თავხედურს,
გუსარებს უქმე აქ მოაჭენებს,
აქ იგრგვინებენ, აქ ბრწყინდებიან,
გულებს იპყრობენ და ფრინდებიან.
LII
ბევრ ლამაზ ვარსკვლავს ხედავ ღამეში,
მოსკოვში ბევრი ტურფა ქალია,
მაგრამ იმ ციურ დებთან ჰაერში
მთვარე ლურჯ სივრცის დედოფალია.
ოღონდ ის, ვისაც მე ვერ შევბედავ
შემაწუხებლად ჩანგით შექებას,
ქალთა, ასულთა შორის ეულად,
მთვარე ელვარებს, რა დიდებულად,
რა ზეციურად, რა სიზვიადით
ეხება მიწას, რა ძვირფასია!
მკერდი სიამით რარიგ ავსია!
რარიგ მაოცებს მზერის სინაზით! . .
მაგრამ, ჰო, კმარა; დროა შეჩერდე.
ისიც გეყოფა, რაც იჩერჩეტე.
LIII
უსმენს სალმობას, ხარხარს, ღრიანცელს,
გალოპს, მაზურკას, და ვალსს სტუმარი,
სვეტებთან არვის თვალს არ იტაცებს,
დგას ორ მამიდას შორის მდუმარი.
ხალხის გნიასი სძაგს და აყრუებს,
ვერ ხედავს იგი, რასაც გაჰყურებს,
სული ეხუთვის. . . მისი ოცნება
ქრის ველ-მინდვრებზე, იქ ეცხოვრება;
ქრის სოფლად შთენილ მაშვრალ-მწირებთან,
სადაც სავანე მწვანობს პატრა,
სადაც ამოჩქეფს წყარო ანკარა,
ქრის ყვავილებთან, თავის წიგნებთან,
იქ, სადაც ცაცხვთა ტევრში ბნელოდა,
როდესაც იგი ევლინებოდა.
LIV
შორს გადიქროლა მინდორ-ველები,
ბალს, ხალხს ივიწყებს ფიქრში წასული
და ამ დროს ვიღაც დიდი გენერლის
მზერას ვერ ასცდა ჩვენი ასული.
და მამიდებმა ერთურთს მაშინვე
თვალი ჩაუკრეს, რაღაც ანიშნეს
ქალწულს იდაყვის წაკვრით; უჩუმრად,
შემდეგ ორივემ წაუჩურჩულა:
"მარცხნივ გახედე". - "მარცხნივ? ვინ არის?"
"შეხე, ვინცაა - ნახავ, ჰა, ჩქარა. .
იმ ხალხში ხედავ? წინ რომ ჩამდგარა.
ორი დგას, ორივ მუნდირიანი,
ერთი განს გადგა, ჩაფიქრებული. . ."-
"ის გენერალი, ჩათქვირებული?
LV
მაშ მივულოცოთ ჩემს ტატიანას
გამარჯვება და სხვა გზით გავწიოთ,
რომ არ დავტოვოთ გზაზე ტიალად,
ვისაც ვუმღერი, - არ მიგავიწყოთ.
თან ორი სიტყვის თქმასა მოვასწრებ:
ვწერ ახალგაზრდა ჩემს მეგობარზე,
მის ბევრ უცნაურ ქცევას გადმოგცემთ.
ო, ეპიურო მუზავ, დალოცე,
აკურთხე ჩემი შრომა ხანგრძლივი,
მიბოძე კვერთხი სწორი, მართალი;
წაღმა-უკუღმა მეყო ტანტალი,
კმარა კირთება, ვარ ტვირთახსნილი.
მივცე კლასიციზმს ხარკი თავისი:
თუმც გვიან, მაგრამ გვაქვს დასაწყისი.
თ ა ვ ი მ ე რ ვ ე
მშვიდობით, და თუ სამარადისოდ,
მაშ ბედნიერი იყავ. (ინგლ.)
ბ ა ი რ ო ნ ი.
I
როს უზრუნველად, ლაღად ვყვაოდი
შეზრდილი ბაღებს ლიცეუმისას,
როს აპულეის კითხვით ვხარობდი
და წიგნს არ ვშლიდი ციცერონისას,
მაშინ, იდუმალ ველთა წიაღში,
გაზაფხულისას, გედთა ზრინვაში,
წყნარ მდინარესთან - ცა რომ ვერცხლავდა,
მუზა პირველად გამომეცხადა.
და ჩემს სტუდენტურ სენაკ-ბუდესაც
შუქით უეცრად მან გაუნათა,
ყრმობის ღრეობა მან გაუმრთა,
უმღერა ბალღურ მხიარულებას,
დიდებას ჩვენი მძლე წარსულისას
და ათრთოლებულ სიზმრებს გულისას.
II
მას გაუღიმებს წრე ღირსეული,
ფრთები შეგვესხმის წარმატებისგან,
გვცნობს დერჯავინი მოხუცებული,
გვაკურთხებს შავეთს წაბრძანებისას.
. . . . . . . . . . . .
. . . . . . . . . . . .
. . . . . . . . . . . .
. . . . . . . . . . . .
. . . . . . . . . . . .
. . . . . . . . . . . .
. . . . . . . . . . . .
III
და მეც კანონად ვრაცხდი ვნებათა
ერთიან ნდომებს თუ თავნებობებს,
ბრბოსთან ზიარი გრძნობა მებადა;
ვასტუმრე ცეტი მუზა ღრეობებს,
მშფოთვარ კამათებს, შიშს რომ არისხავს
მზვერავ-გუშაგებს შუაღამისას.
და იმ უგუნურ დროსტარებაში
ფეშქაშებს იგი ძღვნიდა ხელგაშლით,
ბაკხელი ქალის მსგავსად ანცობდა
სტუმრებისათვის სმისას მღერალი
და მას დასდევდა გზნებამღელვარი
გარდასულ დღეთა ყმაწვილკაცობა,
და ვამაყობდი ძმებში დამთვრალი
თავქარიანი ჩემი და დაქალით.
IV
მაგრამ გავწყვიტე მათთან კავშირი,
შორს გავიქედი და პირმზიანი
მუზაც წამომყვა, იგი რა ხშირად
მალხენდა მდუმარ გზაზე სიამით,
იდუმალ ამბის თხრობით გრძნეულად!
და კავკასიის მთებში ლენორად,
რა ხშირად, ნათელ ღამის მშვენებად
ცხენს ჩემთან ერთად დააჭენებდა!
რა ხშირად ნაპირთ ბნელ თავრიდისას
ღამით მაცნობდა, მასეირნებდა,
ზღვის ძალუმ დგაფუნს მასმენინებდა,
განუწყვეტ ჩურჩულს ნერეიდისას.
ღრმას, მარადიულ გუნდს ტალღებისას
ჰიმნს ქვეყნისშემქმნელ უკვდავებისას.
V
გადაივიწყებს იგი შორეულ
დედაქალაქის პეწს და ღრეობებს,
ყრუ მოლდავეთის სევდამორეულ,
მდუმარ კარვებში, როგორც მეგობრებს,
მოხეტიალე ტომებს ეწვევა,
გაველურებას მათგან ეჩვევა,
ღმერთების ენას გასცვლის ენამზე
ღატაკ და ობროდ მეტყველებაზე,
თან ველთა ჰანგით მოელხინება. . .
უცბად იცვლება ყოვლის ცვლილებით
და ჰა, ჩემს ბაღში პროვინციელი
ქალიშვილივით მომევლინება
სევდიან ფიქრით თვალდაზაფრული,
ხელთ ეკავება წიგნი ფრანგული.
VI
და ახლა ჩემი მზუა პირველად
კეთილშობილთა რაუტს ვაწვიე,
ტრამალთ მშვენების გამოვლინებას
იჭვნეულ შიშით თვალს ვერ ვაცილებ.
ვიწრო რიგებში არისტოკრტთა,
სამხედრო ფრანტთა და დიპლომატთა,
ზვიად ბანოვანთ შორის სრიალებს,
ჰა, ჩუმად დაჯდა და ჰგვრის სიამეს
მას სიმჭიდროვე დიდძალ ხალხისა,
კრთომა კამათთა და საუბართა,
ნელინელ ხლება ახალ სტუმართა
მათ ახალგაზრდა დიასახლისთნა
და კაცთა შავი ჩარჩო ტურფათა
წრის გარეშემო, როგორც სურათთან.
VII
იწონებს იგი სწორად წარმართულს
ოლიგარქიულ ბაას-მსჯელობას,
მათს გულგრილობას მშივდს, ამპარტავნულს,
მათს ხარისხთა და ასაკთჭრელობას,
მაგრამ რჩეულთა ბრბოში ვინ არის
უჩუმრად რომ დგას გაუღიმარი?
ეუცხოება იგი სუყველას,
თვალწინ სახეთა რიგი უელავს,
ვით მოსაწყენი მოლანდებები.
რაა, სპლინითი თუ ტანჯვით მოცულა
მისი პირსახე? აქ რად მოსულა?
ვინაა იგი? ნუთუ ევგენი?
ნუთუ ის არის ? ჰო, უეჭველად!
დიდი ხანია რაც ჩვენ გვეჩვენა?
VIII
ისევ ისა ის, თუ დაყუდნდა?
თუ კვლავ კოხტაობს მკვახე მსჯელობით?
მარქვით, რა ყადრით, რარიგ დაბრუნდა?
როგორ გაგვაცნობს თავს ჯერჯერობით?
მოგვევლინება იგი მელმონტად,
კოსმოპოლიტად, თუ პატრიოტად,
ჰაროლდად, გაქნილ ქლესად, კვაკერად,
თუ შეიშნოებს ნიღაბს სხვაფერად;
ეგებ კეთილად იქცეს დასასრულს,
როგორც თქვენ, მე და მთელი მილეთი?
ეგებ მისმინოს რჩევა მცირედი,
მოეშვას იგი მოდას ყავლგასულს.
კმარა, ქვეყანა რაც შეაწუხა. . .
- იცნობთ? ჰოც და არც მესმის პასუხად.
IX
რად ვამბობ ასე, რაა მიზეზი
უთანაგრძნობოდ მისი ხსენების?
იქნება მიტომ, რომ ყველაფერზე
ვდავობთ, ვცოდვილობთ შეუსვენებლივ,
რომ ფიცხ კაცთაგან ჩვენ სულსწრაფობაც
გვაცინებს, ანდა შეურაცხყოფად
რაცხს თავმომწონე არარაობა,
რომ გვავიწროვებს აზრთა ხარბობა,
რომ ძლიერ ხშირად საქმედ ვირწმუნეთ
მხოლოდ ლაქლაქი ფუჭად გაბმული,
რომ სიბრიყვეა ფშუტე, ავგული,
რომ დიდკაცთ მოსდგამთ დიდი სიცრუეც,
რომ საშუალო სვე და ცხოვრება
შეგშვენის და არ გვეუცხოვება?
X
ნეტარ არს, ვინც ყრმა იყო ყრმობისას,
ნეტარ არს, დროზე ვინც მოწიფულა,
ვინც სუსხს უძლებდა წუთისოფლისას
თმენით, თანდათან, ყოველწლიურად,
ვინც არ სცნობ სიზმართ უცნაურობა,
მაღალი წრის ბრბოსთან უკაცურობა,
ვინც ოცი წლისა ფრანტად დამშვენდა,
ოცდაათისა ცოლით აშენდა,
ვინც ორმოცდაათ წელს მიღწეულმა
პირადი და სხვა ვალი დაფარა,
ვინც მშვიდად ჩინის რიგში ჩამდგარა,
ფულიან, ცნობილ კაცად ქცეულა,
ვინც საუკუნის ქებით აღივსო:
N.N. ბრწყინვალე კაცი არისო.
XI
მაგრამ გვლევს ფიქრი, ოდეს კვალწაშლილ
წყალობად ჩათვლით ახალგაზრდობას,
რომ ვღალატობდით ყოველ საათში,
რომ მიგვატოვა მან დასაზრობად,
რომ უწმინდესი ჩვენი ნდომანი,
ყმაწვილურ ნატვრით ჩვენი ლტოლვანი
დალპნენ უეცარ სენის მოდებით,
ვით შემოდგომის ნესტით ფოთლები.
ვერგასაძლები არის მხოლოდენ
სადილის უგრძეს წყებათ ყურება,
ცხოვრების ჩათვლა წესმსახურებად
და მწყობრად მდინარ ტალღის ბოლომდე
დევნა უჩუმრად, ხმაგაუცემლად,
მასთან განცდათა, მდინარ ტალღისა ბოლომდე
დევნა უჩუმრად, ხმაგაუცემლად,
მასთან განდათა, აზრთ გაუცვლელად.
XII
საგნად განსჯის და აურზაურის
ყოფნა (მერწმუნეთ) არ ღირებულა:
ჭკუადამჯდარი ხალხი ხმაურით
მოგნათლავს თვალთმაქც ახირებულად.
ან დარდმორეულ შექანებულად
ან სახეშეშლილ ეშმაკეულად ,
ან ჩემს დემონად წარმოუდგები.
ევგენი (ისევ მას ვუბრუნდები)
მოკლე რა მოძმე ორთაბრძოლაში,
გარჯას უმიზნო ვერ შეეთვისა,
ისე შესრულდა ოცდაექვსისა,
ჩამოითანგა უძრაობაში,
არც სამსახურში გასვლით, არც ცოლით
და არც რაიმე საქმის გაძღოლით.
XIII
სულის წრიალი მასაც დასჩემდა
და ერთ ადგილზე ვერ მოისვენა.
(თავისი ნებიტ დიდ სატანჯველად
ჯვრის ტვირთებაა ცოტას თვისება);
აღარ გაჩერდა იმ ყრუ სოფელში,
ტყეთა და ველთა სიმყუდროვეში,
სად გასისხლული ლანდი პოეტის
ევლინებოდა თვალწინ ყოველთვის.
მან ხეტიალი იწყო უმიზნოდ,
დაახლოება მხოლოდ გრძნობებთან.
მოგზაურობაც ბოლოს მობეზრდა,
ვით ყველაფერი ქვეყნად უმიზნო:
დაბრუნდა იგი და გზით ხანგრზლივით
მოხვდა გემიდან ბალზე ჩაცკივით.
XIV
შეტორტმანდება ტალღა ბატონთა,
დარბაზს ჩურჩული სწრაფად მოივლის. . .
დიასახლისთან მისულ ბანოვანს
თან გენერალი ახლდა ცნობილი.
ჩქარი არ იყო ის ქალბატონი,
არც ღრჯუ, არც გრზელი ენის პატრონი,
არც ურცხვი ცქერით განირჩეოდა,
არც წარმატების წადისლ ჩემობდა;
ყოველგვარ წვრილმან მანჭვას გაცლილი.
არ კეკლუცობდა სხვათა წაბაძვით,
N.N. ბრწყინვალე კაცი არისო.
XI
მაგრამ გველევს ფიქრი, ოდეს კვლავწაშლილ
წყალობად ჩავთვლით ახალგაზრდობას,
რომ ვღალატობდით ყოველ საათში,
რომ მიგვატოვა მან დასაზრობად,
რომ უწმინდესი ჩვენი ნდომანი,
ყმაწვილურ ნატვრით ჩვენი ლტოლვანი
დალპნენ უეცარ სენის მოდებით,
ვით შემოდგომის ნესტით ფოთლები.
ვერგასაძლები არის მხოლოდენ
სადილის უგრძეს წყებათა ყურება,
ცხოვრების ჩათვლა წესმსახურებად
და მწყობრად მდინარე ტალღის ბოლომდე
დევნა უჩუმრად, ხმაგაუცემლად,
მასთან განცდათა, აზრთ გაუცვლელად.
XII
საგნად განსჯის და აურზაურის
ყოფნა (მერწმუნეთ) არ ღირებულა;
ჭკუადამჯდარი ხალხი ხმაურით
მოგნათლავს თვალთმაქც ახირებულად.
ან დარდმორეულ შექანებულად
ან სახეშეშლილ ეშმაკეულად,
ან ჩემს დემონად წარმოუდგები.
ევგენი (ისევ მას ვუბრუნდები)
მოკლა რა მოძმე ორთაბრძოლაში,
გარჯას უმიზნო ვერ შეეთვისა,
ისე შესრულდა ოცდაექვსისა,
ჩამოითანგა უძრაობაში,
არც სამსახურში გასვლით, არც ცოლით
და არც რაიმე საქმის გაძღოლით.
XIII
სულის წრიალი მასაც დასჩემდა
და ერთ ადგილზე ვერ მოისვენა.
(თავისი ნებით დიდ სატანჯველად
ჯვრის ტვირთებაა ცოტას თვისება);
აღარ გაჩერდა იმ ყრუ სოფელში,
ტყეთა და ველთა სიმყუდროვეში,
სად გასისხლული ლანდი პოეტის
ევლინებოდა თვალწინ ყოველთვის.
მან ხეტიალი იწყო უმიზნოდ,
დაახლოება მხოლოდ გრძნობებთან.
მოგზაურობაც ბოლოს გრძნობებთან.
მოგზაურობაც ბოლოს მობეზრდა,
ვით ყველაფერი ქვეყნად უმიზნო;
დაბრუნდა იგი და გზით ხანგრძლივით
მოხვდა გემიდან ბალზე ჩაცკივით.
XIV
შეტორტმანდება ტალღა ბატონთა,
დარბაზს ჩურჩული სწრაფად მოივლის. . .
დიასახლისთან მისულ ბანოვანს
თან გენერალი ახლდა ცნობილი.
ჩქარი არ იყო ის ქალბატონი,
არც ღრჯუ, არც გრძელი ენის პატრონი,
არც ურცხვი ცქერით განირჩეოდა,
არც წარმატების წადილს ჩემობდა;
ყოველგვარ წვრილმან მანჭვას გაცლილი.
არც კეკლუცობდა სხვათა წაბაძვით,
წყნარი, ყოველმხრივ სადა, წარმტაცი
მოჩანდა იგი ზუსტი ასლივით
Du comme il faut1 (სიშკოვ, შემინდე:
თარგმნა არ ძალმიძს და მოვერიდე).
XV
ბანოვანები გარს ეხვეოდნენ,
ღიმილს იფენდა მცხოვან ქალების,
კაცები მდაბალ სალმით ხვდებოდნენ,
ცქერა სწყუროდათ მისი თვალების;
რიდით ვიდოდნენ მის წინ ქალწულნი;
არ ხრიდა სხვებზე მაღლა აწურვილ
მხრებს გენერალი ცხივარწეული,
იმ ქალთან ერთად სტუმრად წვეული.
ბანოანს ვერვინ მშვენიერებად
ვერ სცნობდით, მაგრამ თავით ფეხამდე
ვერ უპოვნიდით მას, რაც ეხლანდელ
თვითმპყრობელ მოდას შეეფერება,
ლონდონის მაღალ წრეში რაც ჰქვია
სახელად Vuldar 2 (ვერ მითარგმნია. . .
XVI
ეს უცხო სიტყვა მიყვარს ძალიან,
გადმოსაღებად არცთუ მარტივი.
ჯერ იგი ჩვენში სულ ციცხალია
და, ვგონებ, არც კი დასდონ პატივი;
ეგებ ივარგოს ეპიგრამაში. . .)
მაგრამ ბანოვანს შევხვდეთ დარბაზში,
ვინც ენთო ეშხის უზრუნველობად,
ვინც მაგიდასთან ეჯდა მეზობლად
ბრწყინალე ნინა ვორონსკაიას,
ამ კლეოპატრას ნევის ნაპირთა.
და დასტურს დამცემთ თქვენც ჭეშმარიტად,
რომ თვალისმომჭრელ და ბროლმბაკმიანს
ნინას ის ქალი თავის მეზობლად
ვერ დაეჩრდილა, თუმცა მზეობდა.
XVII
”ნუთუ ისაა, - ფიქრობს ევგენი, -
ნუთუ მანდვილად? ჰო, უცილობლად. . .
როგორ! სოფლიდან ტრიალ ველების. . .”
და იგი ლორნეტმოუცილებლად,
მალიმალ უმზერს, ვისმა სახემაც
ახლა ბუნდოვნად, ძლის გაახსენა
ნაკვთები ხსოვნის მიღმა მჩინარი.
________
1 კეთილშობილება (ფრანგ. ).
2 ვულგარული (ინგლ.)
”თავადო, ეგებ მითხრა, ვინ არის
ესპანელ ელჩს რომ ესაუბრება,
ქალი ჟოლოსფერ ბერეტიანი?”
თავადი უმზერს. ”შენ ხეტიალის
შემდეგ არც ეს წრე გეცნაურება.
წარგადგენ, შენთვის ჯერ უცნობია”. –
”მაინც ვინ არის? – ”ჩემი ცოლია”.
XVIII
”ქმარად იქეც? არა გამიგიარა!
როდის?” – ”მეორე წელიწადია”.
”ვინ გყავს?” – ”ლარინა” – ”აჰ, ტატიანა!”
”იცნობ?” – ”მეზობელს ვიცნობ, ცხადია” –
”მაშ, წამომყევი”. მიდის თავადი,
მას ნათესავი და ახლობელი.
თავადის ქალი უმზერს ონეგინს. . .
და სული უცებ რარიგ ძლიერი
განცვიფრებით და მღელვარ განცდებით
შესცბუნებია ელდანაცემი,
არც კი შესცვლია სახის იერი,
არ შერხევია არც ხმა, არც ტონი;
გულმშვიდად შეხვდა მას ქალბატონი.
XIX
ვფიცავ, არათუ მის წინ შეკრთება
ან მკრთალი ან მღვრიე სახეს აგებებს. . .
ბანოვანს წარბიც არ შეერხება,
არც კი მომუწავს წამით ბაგეებს.
თუმცა ძალუმად დააცქერდება,
მაგრამ კვალიც კი არ ახსენდება
მას ადრინდელი ტატიანასი;
ონეგინს სურდა გაბმა ბაასის
და არ ძალუძდა. მას ტატიანამ
ჰკითხა: ”დიდხანს ხართ აქ ან საიდან
გვესტუმრეთ, ეგებ ჩვენი მხარიდან?”
მერე მან ქრმისკენ გადაიტანა
დაღლილი მზერა და მსწრაფლ გაქანდა. . .
ევგენი სახტად დარჩა. გაქვავდა.
XX
ნუთუ ისაა, ნუთუ იგივე
ტატიანაა, რომლის წინაშე,
ჩვენი რომანის დასაწყისშივე,
შორ და მივარდნილ პროვინციაში
კეთილი რჩევაც და შეგონებაც
მას წარმოუთქვამს გზნებით ოდესღაც,
შემოუნახავს მისი ბარათი -
ენაადგმული გულის ღაღადი,
რითაც აშკარად ცხადად მჟღავნდება
ის ქალიშვილი . . . თუ სიზმარია?
ის ქალიშვილი, ვისაც ადრიან
მიეზღო მისგან არად ჩაგდება,
და ნუთუ ახლა მასთან ის არის
ასე გულგრილი და უშიშარი.
XXI
ხალხით გაჭედილ რაუტს დასტოვებს,
ევგენი მიდის შინ ფიქრიანი;
ოცნება ალხენს და ხან აღონებს,
შფოთდება მისი ძილი გვიანი.
გაეღვიძება; მოაქვთ ბარათი:
უმორჩილესად სთხოვს N თავადი
სტუმრად ეწვიოს მათ საღამოზე.
”ვნახავ, მას ვნახავ!. . . ღმერთო, დამლოცე!. . .
ო. მივალ, მივალ!” და ის იმ წამში
წერს თავაზიან პასუხს გაკრულად.
რა სიზმარშია, რა შეფათურდა
ცივ და მოთენთილ სულის წიაღში?
მოუსვენრობა? თუ სინანული?
თუ კვლავ ყრმაკაცთ წვა-სიყვარული?
XXII
ისევ საათებს ითვლის ევგენი,
ისევ მალე სურს დღის დაღამება!
ათმა დარეკა. ეტლის გელვებით
გავარდა იგი. წინკარს აჰყვება;
თავადის ცოლთან ანათრთოლები
შედის და ჯდება განმარტოებით
რამდენიმე წუთს ტატიანასთან,
მაგრამ საუბარს საით წარმართავს,
ვეღარ ახერხებს ხმის ამოღებას.
კუშტად ზის იგი რაღაც აწუხებს
და ძლივძლივობით აწვდის პასუხებს,
ჯიუტი ფიქრი უვსებს გონებას.
ქალი ზის მშვიდად და თავისუფლად,
თვალს არ აცილებს მას გამიზნულად.
XXIII
ქმარი შემოდის, უხერხულობას
წყვეტს უსიამო tete-a tete-სას
წარსულ ოინებს და ძველ ხუმრობებს
იხსენებს იგი ერთმანეთისას.
სიცილში მოვლენ მათთან სტუმრებიც,
მაღალ წრის მლაშე ნართაულებით
შეემატება ბაასს ხალისი.
ბრწყინავს წინაშე დიასახლისი
როშვა მსუბუქად, გაუპრანჭავად,
რასაც შიგდაშიგ ენაცვლებოდა
გაუცვეთლი, სწორი მსჯელობა
პედანტურ თქმათა დაუხარჯავად,
და ყურს არავის არ უფეთებდა,
თამამ და ცოცხალ აზრთა კვთება.
XXIV
მათთან ნახავდით მხოლოდ რჩეულებს,
სატახტო პეწს და მოდის ნიმუშებს,
პირებს - ყოველთვის ყველგან წვეულებს,
აუცილებელ შტერ-ბაიყუშებს,
როკაპ დედაბერს ვარდმიბნეულებს -
თავსაბურიან გვარდიდებულებს.
სახემოღუშულ შინაბერებსაც
ღიმილი რომ არ შეეფერებათ.
დესპანს ნახავდით მოლაპარაკეს
ქვეყნის ამბებზე შეუსვენებლად,
მოხუცს, - ჭაღარას ნელსურნელებას,
რომ მიმოფენდა, ვით ძველ ქარაგმებს,
ხუმრობდა ბრძნულად, სხარტად, იოლად,
რაც ახლა ცოტა სასაცილოა.
XXV
გულღრძო ბატონი ყველას მიაგებს
ღვარძლს და სიბრაზეს ეპიგრამებად;
არც კაცთა ტონი, არც ქალთ სიბლაგვე,
არც ჩაის სიტკბო ეპრიანება;
არც სჯა ბუნდოვან, მოდურ რომანზე;
წყრება ორი დის ვენზელ-ნობათზე,
ჟურნალთ სიცურეს ლანძღავს ასევე,
ომსა და თავის ცოლსაც ახსენებს.
. . . . . . . . . .
. . . . . . . . . .
. . . . . . . . . .
. . . . . . . . . .
. . . . . . . . . .
. . . . . . . . . .
. . . . . . . . . .
. . . . . . . . . .
. . . . . . . . . .
XXVI
იქ პროლასოვიც მოჩანს, სულმდაბალ
კაცად ცნობილი მთელ სატახტოში,
შენს ფანქრებს წვერი ვინც დაუბლაგვა
St. Priest ჯღაბნით ყველას ალბომში.
კართან დიქტატორს ნახავთ ბალისას -
ღაჟღაჟა სურათს ჰგავს ჟურნალისას,
ბზობის ქერუბიმს ბაძავს დიდგული,
უძრავი, უტყვი, ტანაზიდული.
ჩანს მოგზაურიც ჩამოფრენილი,
თავხედი სამოსგახამებული,
სულ ტანზე ზრუნავს დახარბებული,
ხალხის ღიმილის გამომნთებელი;
სტუმრები უხმოდ მზერას გასცვლიან
და მას სასჯელად ხვდება დაცინვა.
XXVII
ჩემი ევგენი მთელი საღამო
არ აშორებდა თვალს ტატიანას,
არა იმ ასულს - ღარიბს, საბრალოს,
მის მოთაყვანეს და მფრთხალს კი არა,
თავადის გულცივ ცოლს - უკარებას,
დიდებულ, მეფურ ნევის ღვთაებას.
ო, ხალხნო! ჰგავხართ ვნებათღელვანჳთ
ჩვენს დედამთავარ ევას ყველანი,
ის არ გიზიდავთ, რაც გაბადიათ,
გველი მოგიხმობთ და გამუდმებით
თავისკენ გიწვევთ, მისით ბრუვდებით,
იდუმალ ხისკენ წასვლა გწადიათ;
თუ არ აკრძალულ ხილის გემება,
ედემიც კი არ გეედემებათ.
XXVIII
რა გამოცვლილი ჩანს ტატიანა!
რა როლი ჰპოვა მტკიცედ თავისი!
რა მსწრაფლ მოირგო ლაზათიანმა
წესები მაღალ წრის საკადრისი.
ვინ შეიცნობდა ნაზ ქალიშვილად
ასეთ ნებიერ, ასეთ იშვიათ
ქალს კანონმდებელს დარბაზებისას?
მისგან კი გულის დაგვას ეღირსა!. . .
მისთვის კუნაპეტ ღამეს ქალწული
ვიდრე მორფინოს მოფრინდებოდა,
უცოდველ სევდას მორჩილდებოდა,
მთვარე უმზერდა თვალმოქანცული;
გადაქცეოდა მასთან ოცნებად
ცხოვრების მშვიდი გზის წარმოწყება.
XXIX
ყველა ასკეტი ტრფობას მონდება,
მაგრამ ყმაწვილურ გულებს მიმნდობელს
კეთილჰყოფს მისი ჩამოქროლება.
ვით გაზაფხულის სუნთქვა მინდორ-ველს.
ისინი ვნებით ქარ-წვიმებისაგან
განახლდებიან და მწიფდებიან
და არის მძლავრი ძალა ყოფისა
მოსხმა ყვავილის და ნაყოფისა.
მაგრამ მოვუხვევთ უშვნი, გვიანნი,
ოდეს გაგვწევენ წლები პირიქით,
ვღონდებით მკვდარი ვნების ბილიკით.
ასე შემოდგეს თქეშნი, გრიგალნი
აჭაობებენ ვალს უსაშველოდ
და აშიშვლებენ ტყეებს გარშემო.
XXX
უდავო არის: ეჰ, ტატიანა
ევგენის უყვარს, ეტრფის ბავშვივით,
დღე-ღამეს ფიქრში ლევს დარდიანად,
სასიყვარულო ვნებებაშილი.
გონს ვეღარც მკაცრი მდურვა უშხამავს
და მისი სახლის წინკარს, შუშაბანდს
იგი ყოველდღე ეტლით ადგება,
ყველგან თან დასდევს, როგორც ლანდება,
ბედნიერია, თუ მოახურავს
მას ბეწვის ბოას მხრებზე, შემთხვევით,
ხელს თუ შეახებს მწველი შეხებით,
თუ გარეშემო ფარეშ-მსახურთა
ჭრელ პოლკს გაარღვევს სწრაფად მის ახლოს,
თუ მიაწოდებს სხარტად ცხვირსახოცს.
XXXI
არა, არ ამჩნევს მას ტატიანა,
ჯვარს ეცვა თუნდაც, არ ჩანს ნუგეში;
შინ იღებს მშვიდად, თავაზიანად,
ორ თუ სამ სიტყვას უგდებს სტუმრებში,
ხან მხოლოდ თავის დაკვრით შხვდება,
ხან არც შეიმჩნევს, არც კი შეხედავს,
მას არა სცხია მანჭვის ნასახიც,
რაც მაღალ წრეში არის საძრახი.
ხმება ევგენი ფერმილეული,
არ ეცოდება ქალს ან ვერ ამჩნევს,
სახეზე ლამის კანი შეაჭკნეს,
ლამის ეგონოთ ჭლექით სნეული,
წამლობას ურჩევს ყველა კეთილი,
წყლებზე გზავნიან ერთხმად ექიმნი.
XXXII
მაგრამ არ მიდის იგი; მზად გახლავთ,
მალე გნახავთო, ამცნოს წინაპრებს;
და ქალიც (ქალურ წესის თანახმად)
არად ჩაგდებით სულს უწრიალებს.
ჯიუტს სიკერპე ჯერ არ ეცლება,
ჯერ იმედოვნებს, ჯერაც ეცდება. . .
ჯანმრთელზე ჯიქურ ბედავს სნეული,
რომ თავადის ცოლს ძალმილეული
ხელი მისწეროს გზნების უსტარი,
თუმცა წერილებს იგი საკმაოდ
მწყრალად უქცერდა, არა ამაოდ,
მაგრამ, როგორც ჩანს, ვნებას გულმკვდარი
ვერ სძლევდა მძიმე განსაცდელივით
და აი ზუსტად მისი წერილიც.
ონეგინის წერილი ტატიანას
წინასწარ ვიცი, ვით შეურაცხგყოფთ
ოდეს ხვაშიადს გიხსნით დარდიანს,
და ზიზღს, ჩემდამი რაც გაბადიათ,
რარიგ ზვიადი მზერით სურათყოფთ.
რომ მომესურვა? ან რა მიზნებით,
რა საწადელით გიღებთ გულის კარს/
ვინ უწყის, ეგებ ვხდები მიზეზი
სხვისი ბოროტი სიხარულისა.
როცა შემთხვევით შეგხვდით ოდესღაც,
თქვენგან სინაზემ რომ გამოკვესა,
ვერ გავბედავდი ამის რწმუნებას,
საკუთარ რწმენას გზა შევუკარი,
ვერ მივუკეტე კარი უარით
ჩემს მობეზრებულ თავისუფლებას.
და კიდევ ერთმა რამ დაგვაცილა. . .
ლენსკი დაეცა ბედით ზვარაკად . . .
რაც რამ გამაჩნდა გულის ნაწილად,
მოვწვიტე გული და იავარყავ.
ყველასთვის უცხო, ჯერ არ გარჯილი
ვფიქრობდი: შვება, ყოფნა უვალო,
ბედნიერებას ცვლის; ო, უფალო!
რარიგ მცდარი ვარ, რარიგ დასჯილი. . .
არა, ყოველწუთს თქვენი შეხედვით,
ყველგან თანხლებით დაიმედება,
ბაგეთ ღიმილის, თვალთ გაელვების
შეყვარებული თვალის დევნება,
თქვენი მოსმენა დიდხანს და რწმენით
თქვენი სრულყოფის ხატად ტარება,
თქვენს წინ განაბვა ტანჯვა-წამებით,
ფერლევა, ქრობა. ჰა ნეტარება!
ვარ მოკლებული ამას თქვენს გამო.
ყველგან ანდეზე დავეხეტები
და მეხარჯება დარდით, ამაოდ
უძვირფასესი ჩემი დღეები -
ხვედრით დათვლილი ყველა მათგანი,
ისედაც უკვე ძნელ ასატანი.
ვიცი, ჩემი დრო მოზომილია,
მაგრამ სიცოცხლეს მაშინ განვაგრძობ,
ოდეს ამყვება რწმანა დილიდან,
რომ დღისით გნახავთ და მითანაგრძნობთ.
ვშიშობ, უდრტვინველ ჩემს ღაღადისში
ვაი თუ მკაცრი თვალით შენიშნავთ
თამაშს საზარელ ცივ ანგარიშით -
და ვისმენ თქვენგან სასტიკ შერისხვას.
ტრფობის წყურვილი, რომ გამიგებდეთ,
რა საშინელი გახლავს წამება;
იწვოდეთ სისხლის დასაწყნარებლად.
მსურდეს დამხობა თქვენსავ მუხლებთან,
თქვენს ფერხთით დაღვრა ცხარე ცრემლებად,
აღსარებებად, საყვედურებად,
ხვეწნად და რისი თქმაც შემეძლება.
ამავ დროს უნდა ყალბი სიცივით
აღვჭურვო ჩემი მზერა, სიტყვები,
გემუსაიფოთ, თან დამშვიდებით
გიცქრითო განგებ თვალთა ციმციმით.
დე, მოსახდენი მოხდეს: დაწყევლილ
თავს ვეღარ დავძლევ, ვერ ვეომები;
გადაწყდა ყველა გადასაწყვეტი:
თქვენს ნებას და ჩემს ხვედრს ვემონები.
XXXIII
პასუხი არ ჩანს. იგი ზედიზედ
მისწერს მეორედ და მესამედაც.
პასუხი არ ჩანს, მას ერთ ზეიმზე
წინ ეფეთება. . . არ ესალმება
ქალი, არ ამჩნევს. . . რა გამწყრალია!
ხმას არ სცემს, მისთვის არა სცალია.
ო, იგი როგორ რისხვას მოუცავს,
გარს ნათლიღების ყინვა მოუსხამს!
მოთოკვა რისხვის, ბრაზის მალულის
რარიგ სურს ქალის ჯიუტ ბაგეებს.
ევგენი მზერას ჯიქურ აგეგებს:
სად არის ძრწოლა? ღვრა სიბრალულის?
არც წვეთი ცრემლის ნიშანწყალია !
მის პირზე მხოლოდ რისხვის კვალია. . .
XXXIV
ეგებ აკრთობდა შიში მალული,
ქმარს არ გაეგო ან ვინიცობა
ხალხს - მისი ცოდვა ჟამმინავლული,
რაც ონეგინმა კარგად იცოდა. . .
გაქრა იმედი! გარბის ევგენი,
მწარედ დასწყევლა თავი რეგვენი!
მწარე ფიქრებში ღრმად ჩაძირულმა
კვლავ დასთმო ყველა თავგანწირულად.
მან კაბინეტის სიმყუდროვეში
დრო გაიხსენა, როცა ავედად
უკან მრისხანე ხანდრა დასდევდა,
ბოლოს ყაყანა ქვეყნის მორევში
სწვდა საყელოში და აუხირდა,
აღარ გაუშვა ბნელი კუთხიდან.
XXXV
კითხვა დაიწყო მან განურჩევლად,
გადაიკითხა რუსო, გიბონი,
Madam de Staël-ი, არ გამორჩება
ჰერდერი, ბიში, ტისო, მენზონი;
გაეცნო შამფორს, სკეპცისს ბელისას,
შემოქმედებას ფონტენელისას,
ჩვენიც იხილა ზოგიერთები,
ყველა დაინდო ზომიერებით,
არ გამოსტოვა მან ჟურნალების,
ალმანახების დარიგებანი,
სადაც მყავს ბევრი მაგინებარი.
და ხან ასეთი მადრიგალებიც
უძღვნიათ, მინდა ზოგს გავაგონო
E sempre bene1. ჩემო ბატონო.
XXXVI
მერე რა? თვალებს წიგნს აკითხებდა,
მაგრამ შორს ქროდა იგი ფიქრებით.
ნაღველს სიღრმეში სული იხვევდა
სავსე ოცნებით, ნდობით, კირთებით.
ნაბეჭდ ბწკარებში მას შთაგონებით
კითხვა შეეძლო სხვა სტრიქოენბის
და სწორედ მათში იყო სავსებით
ჩაღრმვებული მთელი არსებით.
ხან იდუმალი გადმოცემანი
იპყრობდნენ წრფელი, ბნელი წარსულის,
თქმანი, სიზმარნი აზრდაქსაქსულნი,
ზავთნი, წინასწარ ამოცნობანი,
ხან ცრუ და ბრძენი ზღაპრის თილისმა
და ხან წერილი ქალიშვილისა.
XXXVII
დუნდება და ღრმა ძილში ეშვება
მისი აზრი და გრძნობა თანდათან,
ბანქოს ქაღალდად თვალწინ ეშლება
წყება ნაირფერ წარმოსახვათა:
ხან ელანდება თოვლი ფაფუკი
და ზედ უძრავად მწოლი ჭაბუკი,
როგორც მძინარე ღამის სათევში.
მოკვდაო, ესმის აღვსილს კაეშნით!
ხან ხედავს იგი მტრებს მივიწყებულს,
ცილისწამებლებს, ბოროტ გულმხდალებს,
ხან გუნდად ყმაწვილ ქალებს მუხთალებს,
_______
1 ძალიანაც კარგი (იტალ.)
ხან ამხანაგთა წრეს მოძულებულს,
ხან სახლს სოფელში და ფანჯარასთან
მიმჯდარ ქალიშვილს . . . და მას მარადჟამს!. . .
XXXVIII
მათში ჩაკარგვა როცა დასჩემდა,
ცოტაღა აკლდა გააბდალებას,
ლამის აქცია მგოსნად გამჩენმა;
ამით ის მართლაც დაგვავალებდა!
და მაგნეტიზმის ძალით მიზიდვას
რუსული ლექსის მექანიზმისას
ლამის შეიძლება მარად მოცლილი
ჩემი შეგირდი აზრგამოცლილი.
რარიგ ბრწყინავდა იგი პოეტად,
როცა კუთხეში იჯდა მწუხარე,
როცა მცხუნვარე ალით ბუხარი
აკრუსუნებდა: Bendetta -ას
ან Idol mio- ს და უცაბედად
ცეცხლი ხან ჟურნალს, ხან ქოშს სტაცებდა.
XXXIX
დღენი მიჰქროდნენ, შემთბარ ჰაერში
ზამთარი უკვე არეს ტოვებდა;
მაგრამ მას დღეთა დენა არ შეშლის,
არც მოკლავს და არც აქცევს პოეტად.
კვლავ გაზაფხული გამოაცოცხლებს
ზაზუნასავით გამოაცოცებს
ნათელი ზეცა ზამთრის ბინიდან,
და მიატოვებს იგი დილიდან
სახლს გამოკეტილს, ორმაგ სარკმლიანს,
ღუღუნა ბუხარს; გასწევს მარხილით.
მზე ლურჯ ყინულთა ბზარში ჩაღვრილი
ალღობს და ჟურავს ნევის ნაპირას
ქუჩებში დაყრილ თოვლს ტალახიანს.
სად მიაქროლებს ეს გზა ნაღვლიან
XL
ონეგის ახლა? აი გამართლდა
თქვენგან ადრევე ჩაფიქრებული;
კვლავ გაჩნდა თავის ტატიანასთან
ჩემი თავკერძა ახირებული.
შედის ის: ცხედარს უგავს იერი:
წინკარი ხვდება უკაცრიელი;
დარაბზს გაივლის, არ ჩანს არავინ;
კარებს შეაღებს, მაგრამ რა არის,
ასე ზალიან რა განაცვიფრებს?
მის წინ ფერმკრთალი, როგორც ფურცელი,
ზის ქალბატონი ჯერ მოურთველი,
ვიღაცის ბარათს თვალს არ აცილებს
და ჩუმად, ცრემლის ღვარგადმოღვრილი.
კითხულობს მკლავზე ღაწვდაყრდნობილი.
XLI
მის უტყვ წამებას ვინ არ იგრძნობდა
იმ სწრაფ წამის გადატანისას,
იმ ქალბატონში ვინ არ იცნობდა
იმ ძველ ტანიას, საწყალ ტანიას.
უგნურ სინანულს სიმწრით ეძლევა,
ევგენი ფერხთით მის წინ ეცემა,
არც გაოცებით, არც გაოგნებით
უმზერს შემკრთალი ქალი ონეგინს.
დაჩოქებული, მზერამიმქრალი
სახის ვედრება, უხმო ყვედრება
სათქმელს უთქმელად მიახვედრებდა. . .
ოცნებით, გულით ისევ ის ქალი,
უბრალო, როგორც მაშინ ენახა,
აღსდგა, გაცოცხლდა მასში ხელახლა.
XLII
დაჩოქილს ზეზე არ ააყენებს,
ქალი თვალებით მას აცივდება,
წყურვილმოუკვლელ და ხარბ ბაგეებს
უგრძნობი ხელი არა სცილდება. . .
ტყვედ რა ოცნებას ჰყავს ქალბატონი?
კარგახანს ჩუმად დგანან მარტონი.
და ბოლოს ქალმა წყნარად მიმართა:
”კმარა, ადექით, ვალად მემართა
თქვენთან საუბრის გაბმა გულწრფელად:
ონეგინ, ის დრო თუ გახსენდებათ,
როცა შეგვყარა ბაღში სვე-ბედმა
და თქვენს გაკვეთილს ხმის დაუძვრელად
ჩუმად ვისმენდი, სიმწრის ამარა?
ახლა კი თქვენი რიგი დამდგარა!
XLIII
ონეგინ, მაშინ სულ ახალბედა
და უფრო კარგიც ვიყავ მგონია,
წრფელად მიყვარდი, მაგრამ რა მრევდა?
თქვენს გულში აბა რა მიპოვნია?
მხოლოდ სიმკაცრით თუ მპასუხობდით;
ხომ მართლა? თქვენთვის უცნობი
არ იყო ტრფობა მორჩილ გოგოსი,
და ახლა, ღმერთო! თქვენი გოროზი
მზერა რომ მახსოვს და ქადაგება,
საშინელ განცდით სისხლი მეყინვის,
მაგრამ არ გკადრებთ ხვედრდამეხილი
კეთილშობილურ ქცევის ძაგებას,
ჩემთან ხართ სწორი და დამნდობელი,
მეც მთელი გულით ვარ მადლობელი. . .
XLIV
მაშინ, შორ მხარეს - ხომ არ მეშლება?
ყრუ უდაბნოში ობლად გაჭრილი
მწუნობდით ქალწულს, დღეს არ მეშვებით,
კვალდაკვალ დამდევთ, როგორც აჩრდილი.
რად ამომიღეთ ახლა მიზანში? . . .
მისთვის, რომ მაღალ გვამთა წინაშე
ვცხადდები ახლა, როგორც სწორებთან.
რომ შევწვდი სახელს, მდიდრულ ცხოვრებას,
რომ ქმარი ომის მყავს სახიჩარი,
მისთვის გვიფერებს კარი სამეფო
და მომეჭრება თავი საქვეყნოდ,
რომ ჩავიდინო რამ საზიზღარი.
და თქვენ კი, ალბათ,
ჩემი შეცდენა
სახარბიელო პატივს შეგძენდათ?
XLV
ვტირივარ. . . დღემდე თქვენი ტანია
თუ არ მიეცით გადავიწყებას,
მაშ გწამდეთ, რომ თქვენს ლანძღვას, ავ ენას,
გულცივ ლაპარაკს და მკაცრ სიტყვებსაც
მე მხოლოდ ჩემი ნების კარნახით
ვირჩევდი, ვიდრე ვნებას საძრახისს,
ვიდრე ამ წერილთ და ღვარს ცრემლების.
მაშინ ბალღობის წრფელ ოცნებების
თქვენ სიბრალული მაინც გებადათ,
წლებს მაინც რაცხდით პატივსაცემად. . .
ახლა კი ჩემთა ფერხთით დაცემა
რამ გაიძულათ? რა დაგემართათ?
თქვენი გულით და თქვენი გონებით
პაწია გრძნობას რად ემონებით?
XLVI
ოღონდ, ონეგინ, ამ ფუფუნებას,
აბეზარ ყოფის ყალბ სამკაულებს,
ჩემს წარმატებებს დიდებულებთან,
მოდურ სახლს ჩემსას და საღამოებს
განა რამედ ვთვლი? მზად ვარ ამავდროს:
მთელ ამ ძველმანებს სამასკარადოს,
ამ პეწს, ამ ხმაურს და ბურს ვარჩიო
ის წიგნის თარო, ბაღი საჩრდილო,
ის ჩვენი ძველი ბინა საწყლური,
ის სანატრელი მიდამოები,
სადაც პირველად გნახეთ, ონეგინ,
ის სასაფლაო ფიქრში წასული,
ახლა საცოდავ ჩემს ძიძას სადაც
ტოტებსი ჩერო და ჯვარი ადგას.
XLVII
რა ახლო იყო ბედნიერება
და რა შესაძლო. . . მაგრამ ანაზდად
გადაწყდა ჩემი ბედი. ეგება
ავჩქარდი მაშინ მთლად ახალგაზრდა.
ფიცის ცრემლებით მევედრებოდა
დედა და რა ხვედრს შეეყრებოდა -
ერთი ეგონა საწყალ ტანიას. . .
გავთხოვდი. ახლა თქვენი ვალია
დამთმოთ, გამშორდეთ, გთხოვთ, ღვთისნიერო;
ვიცი, თქვენს გულში კვლავ სხივოსნდება
სიამაყე და პატიოსნება.
ისევ მიყვარხართ, რად ვიცბიერო?
მაგრამ სხვისი ვარ აწ და მარადის
და ვუერთგულებ მას სამარემდის,
XLVIII
ქალი წამოდგა. დგას ონეგინი
გამშრალი ელდით, მეხის დაცემით.
რა ქარიშხლოვანს საგონებელით
ევსება გული და რა განცდებით!
და ჩემს გმირს, ასეთ მძიმე წუთებში,
მკითხველო, როგორ მივცე ნუგეში?
ვტოვებ დიდი ხნით. . . სამარადისოდ.
მის გზაზე ქვეყნად ბევრი ვეხეტეთ,
ახლა ნაპირთან ვდგებით, შეხედეთ!
დროა, ერთმანეთს ”ვაშა” ვაღირსოთ,
”ვაშა” მისვლისას რომ გვავალია!
უკვე დრო არის! (ხომ მართალია?)
XLIX
ჩემი ძმა ხარ თუ ჩემი მგმობარი,
მკითხველო ჩემო, ახლა გულმართლად
მინდა დაგშორდე, ვით მეგობარი,
მშვიდობით! რასაც ჩემს გაუმართავ
სტროფებში, აქვე, ამ ნაკვალევზე
გარდასულ დღთა შფოთვას დაეძებ,
თუ შესვენებას გარჯით მოწეულს,
ცოცხალ ნახატს, თუ სიტყვას მოსწრებულს,
თუ გრამატიკულ ხინჯს სათაკილოს,
ღმერთი გწყალობდეთ, ასეთ პაწია
წიგნში, გულისთვის რაც ძვირფასია,
რაც გალხენთ, რაც სურს ჟურნალს საკბილოდ,
რაიმე მარცვალს თუკი იპოვნით.
ამით ვშორდებით ერთურთს, მშვიდობით!
L
მშვიდობით, შენც გთმობ ობროდ თანამგზავრს,
და შენც უტყუარ ჩემსავ იდეალს,
და შენც მუდმივს და ცოცხალს მარადჟამს.
თუმც მცირ შრომას. თქვენთან კიდევაც
ვცან მგოსანთ შურის გამაღვიძებლად
ქვეყნის მერეხში თავდავიწყება,
ტკბილი ბაასი სწორმეგობრების. . .
ბევრი დღე გაქრა, ოდეს ონეგინს
და მრწემ ტანიას მშფოთვარ სიზმარში
გამოცხადებულს შევხვდი პირველად,
და ჯერ შორეულ დასალიერად
მაგიურ ძალის ჯადო კრისტალში
თავისუფალი ჩემი რომანის
სივრცე მოჩანდა ჯერ ბუნდოვანი.
LI
მაგრამ ვინც მაშინ ტოლ-მეგობრებში
მისმენდა პირველ სტროფებს, სადაა?
ზოგი - შავეთში, ზოგი - შორეთში,
როგორც ოდესღაც ბრძანა საადმა.
სრულვქმენ ევგენი მათ დაუსწრებლად
და რომელ ქალის კვალზეც გულწრფელად
ჩემს იდეალად ვცან ტატიანა. . .
ო, ბედმა ბევრი დასცა ტიალმა.
ნეტარ არს, ვისაც ბოლომდე, დიდხანს
საწუთროს ლხინში არ დაუცდია,
თასი ძირამდე არ დაუცლია,
ვინც უცებ შესძლო ჯერ ჩაუკითხავ
რომანს გასცლოდა ამაოების.
როგორც ვშორდები მე ჩემს ონეგინს.