დრო
ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე
1915 წელი



აზიის დაშლილი თმის შავი გიშერის
მსუბუქი ტალღები და ლურჯა ცხენები!
შენ მხოლოდ მარადი სიმაღლე გიშველის,
როს შუქად მშობლიურ ცას შეეშენები.

სარკეთა სახეებს სანთლები მოედო
და შვენის რუსთაველს შირაზის ვარდები;
სიმღერის მხურვალე დრო არის, პოეტო,
თუ ასე წარმართი გზით წარემართები.

თარგი:PD-US-1923-abroad/KA

მოძიებულია „https://ka.wikisource.org/w/index.php?title=დრო&oldid=3179“-დან