დონის ღვთისმშობლის ხატის ლოცვა
ჰოი, ყოვლადწმიდაო დედუფალო ქალწულო ღუთისმშობელო, სახიერო და მსწრაფლშემწეო შუამდგომელო ჩუენო, გიგალობთ შენ, კეთილთა და საკვირველთა საქმეთა შენთათვის, რომლისთვისცა საუკუნითგან მარადის გარდამოევლინების მეოხებაჲ ხელშეუვალი შენი ქუეყანასა ამას ერსა ჩუენსა სასწაულთმოქმედითა დონისა ხატითა შენითა, უცხო თესლთა მხედრობანი ოტებულ - იქმნებიან ერი შენი უვნებელად დაცულ არს საშინელისა სიკუდილისაგან ყოველნი კაცნი ცხოვნდებიან, ცრემლნი მტირალთანი დაშრტებიან, მოთქმანი მართალნი დაეყუდებიან და მწუხარებაჲ სიხარულად ყოველთა გარდაიქცევის, გვეყავ ჩუენცა, ყოვლადწმიდაო ღუთისმშობელო ჭირსა შინა ნუგეშინისმცემელ, განახლებაჲ და სასოებისა ჩუენისა, სახეჲ სიმტკიცისა, წყაროჲ მოწყალებისა და მოთმინებაჲ დაუშრეტელი ყოველსა მწუხარებასა შინა. მიაგე ყოველთა ვედრებისა მათისაებრ: ყრმანი აღზარდენ, ყმაწვილნი განაბრძვნენ და შიში ღუთისაჲ მათ შორის დანერგენ, უსასო - ქმნილნი განამტკიცენ და უძლურთა მოხუცებულებაჲ დაიცევ, ყოველთა სნეულებათა და მწუხარებათა შინა მყოფთა მოხედენ, გულნი ბოროტნი მოამდოვრენ, კაცთმოყუარებაჲ განაძლიერენ და ყოველნი მშვიდობითა და სიყუარულითა აღგვავსენ, დანერგენ თანხმობაჲ, დედაო გულმოწყალეო, ყოველნი მბრძოლნი და პყრობილნი განამართლენ, ყოველნი ბილწებანი აღხოცენ, რაჲთა არა მიიწივნეს ცოდუანი ჩუენნი წინაშე საშინელისა სამშჯავროჲსა და არცაღა მოიწიოს სამართლად რისხუაჲ ღუთისა ჩუენ-ზედა. ლოცუითა და ყოვლადძლიერითა საფარველითა შენითა მიხსენ ჩუენ ზედამოსვლისაგან მტერთასა, სიყმილისა, სრვისა, ძვრისა, ცეცხლისა, მახვილისა და ყოვლისა ბოროტისა სატანჯუელისაგან, სასოებითა მეოხებისა შენისათა მოემადლნეს ღუთისაგან მაღლისა მოტევებაჲ და წარხოცუაჲ ცოდუათა ჩეუნთა და შეგვიწყალოს ჩუენ. მას ევედრე, რაჲთა მიმთხუეულ ვიქმნნეთ ზეციურსა სასუფეველსა მისსა და მარჯუენით დგომასა წინაშე საყდრისა ღუთისა, სადაცა შენ, ჰოი, ყოვლადსაგალობელო დედაო, წარდგომილ ხარ სამარადისოჲთა დიდებითა, ღირს მყვენ, რაჲთა ანგელოსთა და წმიდათა თანა ვადიდებთ ყოვლადწმიდასა სახელსა ძისა შენისასა, თანადაუსაბამოჲთა მამითა მისითა, ყოვლადწმიდისა და სახიერისა და ცხორებისმომნიჭებელისა სულისა წმიდისა თანა, უკუნითი უკუნისამდე, ამინ.