გაზაფხული (ილია ჭავჭავაძე)
გაზაფხული ავტორი: ილია ჭავჭავაძე |
ტყემ მოისხა ფოთოლი,
აგერ მერცხალიც ჭყივის,
ბაღში ვაზი ობოლი
მეტის ლხენითა სტირის.
აყვავებულა მდელო,
აყვავებულან მთები;
მამულო საყვარელო,
შენ როსღა აყვავდები?!
28 იანვარი, 1861 წ./პეტერბურგი.