აყვავილებულ ველებს სალამი!
აყვავილებულ ველებს სალამი! ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე |
აყვავილებულ ველებს სალამი!
აქ ნაცნობია ჩრდილი ყოველი,
ტბების ვარდები, ფშნების წალამი -
სიტყვები გულზე დასაქსოველი.
უფლება აქვთ, რომ თვლიდნენ თავისად,
როცა არ უნდა ჰქონდეთ უფლება,
მაშინ მთებს ისე უუკვდავესად
შუბლი მოწყენით მოეღრუბლებათ.