არაგვს (გოდერძი ჩოხელი)
არაგვს ავტორი: გოდერძი ჩოხელი |
სად დაგიჩოქო, არაგვო,
რომელ ტალღაზე გემთხვიო,
თუ მუხლის ჩოქით ამოგყვე,
სათავეს გადავეხვიო.
შენი ნაპირის ლოდები
მინდა, ჩავიწყო გულშია,
თუ სათავემდე ვერ მოვე,
დაგხვდები ანანურშია,
ჭრელ ღილად დაგეკერები
მაგ მოლივლივე სულშია.